ევროპის საბჭოს კვლევის მიხედვით, აზერბაიჯანში პატიმართა რაოდენობა გაიზარდა
გაზიარება
გაზიარება
2005 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში აზერბაიჯანის ციხეებში პატიმართა რაოდენობა გაიზარდა, მათი პირობები კი გაუარესდა. ეს ნათქვამია ევროპის საბჭოს მოხსენებაში „ევროპის ციხეები 2005-2015 წლებში“.
ცვლილებები ციფრებით
ამ მოხსენების თანახმად, 2005 წელს აზერბაიჯანში 100 ათასი ადამიანზე 203 პატიმარი მოდიოდა, 2015 წელს ეს მაჩვენებელი უკვე დაახლოებით 250-ს შეადგენდა. საქართველოში ოდნავ ნაკლები პატიმარია (274 პატიმარი 100 ადამიანზე), სომხეთში – ოდნავ მეტი (129 პატიმარი).
გარდა ამისა, ციხეებში ადამიანების მჭიდროდ განთავსება 25%-ით გაიზარდა, 83%-ით მოიმატა პატიმარი ქალების რიცხვმა, და 12%-ით – უცხოელების რაოდენობამ.
მაგრამ არის კარგი სიახლეც: ციხეებში სიკვდილიანობის რიცხვმა 38%-მდე იკლო (10 ათასი ადამიანიდან გამოთვლილი), ხოლო თვითმკვლელობების რაოდენობამ – 70%-ით.
რა ხდება ახლა?
მოხსენება 2015 წლით სრულდება, და მას შემდეგ გასული სამი წელიწადი ამ კვლევის მიღმა რჩება. ადგილობრივი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მას შემდეგ აზერბაიჯანში პატიმრების პირობები არ შეცვლილა და შესაძლოა, გაუარესდა კიდეც.
„შესაძლოა, პატიმრების რაოდენობა შემცირდა, რადგან 2015 წლიდან იყო ამნისტია და რიგი შეწყალების აქტები. თუმცა, მთლიანობაში, პატიმართა უფლებების უზრუნველყოფის მხრივ, სიტუაცია გაუარესდა. მოიმატა პატიმრების წამებისა და მათდამი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა. მიუხედავად პატიმართა რაოდენობის შემცირებისა, პოლიტპატიმრების რაოდენობა დაახლოებით 150-160 ადამიანს შეადგენს“, – უთხრა „კავკაზსკი უზელს“ „კავშირი პოლიტპატიმართა თავისუფლებისთვის“ კოორდინატორმა ელშან გასანოვმა.
მას პოლიტპატიმართა დაცვის ცენტრის კოორდინატორი, ოგტაი გიულალიევიც ეთანხმება:
„ციხეებში არ არის საკმაო რაოდენობის სანიტარული კვანძები. სამედიცინო მომსახურების ხარისხი ძალიან დაბალია. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს პოლიტიკური პატიმრების დიდ რაოდენობაც – დაახლოებით 150.“
ევროპის საბჭოს მიერ გაკეთებული მოხსენების თაობაზე აზერბაიჯანის პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებს კომენტარები არ გაუკეთებიათ.