აზერბაიჯანში სიგარეტის ფასი უნდა გაძვირდეს, - მიაჩნია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას
აზერბაიჯანში დაახლოებით 1,3 მილიონი მწეველია, და მათი ნახევარი რისკავს, რომ 70 წლამდე ვერ იცოცხლებს. ეს სერიოზული პრობლემაა, და მის გადასაწყვეტად უნდა გაძვირდეს თამბაქოს პროდუქცია, რომელიც ამჟამად აზერბაიჯანში ძალიან იაფია, – მიაჩნია ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის აზერბაიჯანის ოფისის ხელმძღვანელს ფატოშ ჰანდე ჯარმანჯის.
მწეველობად მიიჩნევა არამხოლოდ სიგარეტი, არამედ ყალიონიც. აზერბაიჯანში ყალიონით ისინიც კი ერთობიან, ვინც სიგარეტს არ ეწევა, თუმცა ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყალიონის ერთსაათიანი წევა 40 სიგარეტის მოწევას უდრის.
• შეიძლება თუ არა საქართველოში მარიხუანას მოწევა?
• აზერბაიჯანი მოწევის წინააღმდეგ
თუმცა, ბოლო ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანში სიგარეტის ფასი თითქმის გაორმაგდა, ამჟამად კოლოფი საშუალოდ 2,5 მანათი (თქითქმის$1,5) ღირს. შედარებისთვის: ბალტიისპირეთში იგივე სიგარეტი 3,5 ევრო($4) ღირს, საფრანგეთში კი – 8 ერვრო ($9).
მწეველები ამას უარყოფენ, რადგან
– მათი ხელფასები ევროპულზე ასევე დაბალია
– ნაკლებს არავინ მოწევს, უბრალოდ, ძვირფასი მარკებიდან იაფფასიან ანალოგების მოწევაზე გადავლენ.
რაც შეეხება საშუალო ქვეყნებს, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რჩევით, საქართველოში სიგარეტის ფასმა უკვე მოიმატა. ახლა კოლოფი სიგარეტი აქ $1.50-2.20 ღირს.
სომხეთში – დაახლოებით ასევეა, თუმცა თავიდან ფასის გახუთმაგებაზე ლაპარაკობდნენ. ამრიგად, სამხრეთი კავკასიის ქვეყნებში ერთი კოლოფი სიგარეტის საშუალო ფასი დაახლოებით ერთნაირია.
2017 წელს აზერბაიჯანში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა ასევე დააწესეს. თუმცა, ეს წესი ყველა დაწესებულებაში როდი სრულდება.