ტრანსანატოლიური გაზსადენი TANAP-ი მზადაა, კასპიის ზღვის აზერბაიჯანული სექტორიდან ბუნებრივი აირი თურქეთის დასავლეთ ნაპირებამდე და უფრო შორს, ევროპამდე ჩაიტანოს. პროექტი 7 მილიარდი დოლარი დაჯდა, თუმცა, 11.7 მილიარდის დახარჯვა იგეგმებოდა.
ეკონომისტი ილჰამ შაბანი, გამოცემა caspianbarrel.org-ის რედაქტორი, ხარჯის შემცირებას მეტალსა და მომსახურებაზე მსოფლიო ფასების დაცემით, აგრეთვე, გარკვეული გამართლებით ხსნის.
TANAP-ი ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გაზსადენი თურქეთში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის ოფიციალურ განცხადებაში.
ფოტო: caspianbarrel.org
პროექტი „სამხრეთის გაზის დერეფანი“ სამი ნაწილისგან შედგება: სამხრეთკავკასიური მილსადენით კასპიის ზღვის აზერბაიჯანულ წყლებში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოს გავლით; TANAP-ი – მთელი თურქეთის გავლით საბერძნეთამდე; TAP – საბერძნეთის გავლით იტალიამდე.
TANAP-ი – „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტის ნაწილია, რომლითაც აზერბაიჯანული გაზი კასპიის ზღვიდან თურქეთსა და ევროპაში ჩადის. პროექტს საფუძველი 2015 წელს, ყარსში ჩაეყარა. დაახლოებით 6 მილიარდი კუბომეტრი გაზი მიეწოდება თურქეთს, 10 მილიარდი კუბომეტრი კი ევროპას 2020 წლის დასაწყისიდან მიეწოდება.
TANAP-ის აქციონერები:
30% – თურქული კომპანია Botaş;
58% – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია;
12% – British Petroleum.
თურქეთს აზერბაიჯანული გაზი TANAP-ის მილსადენით 2018 წლის ზაფხულიდან მიეწოდება.