აზერბაიჯანელი ბლოგერი უკრაინიდან დეპორტირების შემდეგ ბაქოს საგამოძიებო იზოლატორში აღმოჩნდა
აზერბაიჯანელი ბლოგერი ელვინ ისაევი უკრაინაში დააკავეს და მოახდინეს მისი აზერბაიჯანში დეპორტირება, სადაც ის თითქმის მაშინვე საგამოძიებო იზოლატორში მოხვდა. მისი რუსეთიდან დეპორტირება ერთხელ უკვე სცადეს, როდესაც მას საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებდნენ. თუ რა ედება მას ბრალად აზერბაიჯანში, ჯერჯერობით უცნობია. ისაევი ცნობილია თავისი ვიდეო-ბლოგებით, რომლებშიც ის აზერბაიჯანის ხელისუფლებას აგინებს.
• ლაპშინის საქმე: რუსი ბლოგერის უიღბლო თავგადასავალი აზერბაიჯანში
• რუსეთმა ბაქოს ეროვნული უმცირესობების უფლებებისთვის მებრძოლი გადასცა
დეპორტაციის მუქარა – გაქცევა – დეპორტაცია
ელვინ ისაევს რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა და სანკტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. მაგრამ 2019 წლის აგვისტოში მისი იქედან გამოძევება გადაწყვიტეს, და ის რუსეთში ყოფნის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს.
ამავდროულად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო მოითხოვდა ისაევის მიმართ ეგრეთ წოდებული „წესი 39“-ის გამოყენებას, რომლის თანახმადაც, არ შეიძლება იმ ადამიანების დპორტირება, რომელბსაც სამშობლოში პოლიტიკური დევნა ემუქრებათ.
სექტემბერში საქმე ახალი განხილვისთვის გადაიგზავნა, ისაევი კი ამასობაში უკრაინაში გაემგზავრა. ის, აზერბაიჯანის მოთხოვნით, 14 დეკემბერს სწორედ იქ დააკავეს და მისი ბაქოში დეპორტირება მოხდა.
აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციული სამსახური ამტკიცებს, რომ ბაქოში ჩასულმა ისაევმა მათ თავად მიმართა, სამედიცინო კვლევა ჩაიტარა და ის საგამოძიებო იზოლატორში ჩასვეს.
„დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება იმას უკავშირდება, რომ ბაქოს ნასიმინის სასამართლომ 22 აგვისტოს დაადგინა, რომ ისაევი დაკავებულ იქნას სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც გენერალური პროკურატურის მძიმე დანაშაულებათა საგამოძიებო დეპარტამენტი იძიებს“, – წერს « „კავკაზსკი უზელი“, მიგრაციის სამსახურზე დაყრდნობით, თუმცა არ განიმარტება, თუ რომელ სისხლის სამართლის დანაშაულზეა საუბარი.
ვერსია: ისაევი მოტყუების მსხვერპლი გახდა
აზერბაიჯანელი ჟუნალისტი და პოლიტემიგრნტი ფიქრეტ გუსეინლი მიიჩნევს, რომ ელვინ ისაევი მოტყუების მსხვერპლი გახდა – ვიღაც ადამიანებმა ის უკარინაში გაიტყუეს, და ფულის სანაცვლოდ, სლოვაკეთში გადასვლაში დახმარებას დაჰპირდნენ.
თავად ფიკრეტ გუსეინლი, რომელიც ახლა ნიდერლანდებში ცხოვრობს, 2017 წელს უკრაინაში დააკავეს და კინაღამ მისი აზერბაიჯანში ექსტრადირება მოახდინეს. მას ბრალი თაღლითობისა და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო დასდეს.
მანამდე რუსეთიდან და თურქეთიდან რამდენიმე აზერბაიჯანელი ბლოგერის ჟურნალისტისა და პოლიტიკური აქტივისტის დეპორტირება მოხდა.
სოციალური ქსელების რეაქცია: თანაგრძნობიდან ბოროტად ქილიკამდე
ბევრი აზერბაიჯანელი ელვინ ისაევის საქმიანობას ძალიან სკეპტიკურად ეკიდება. ამიტომაც, სოციალური ქსელებში კამათი მათ შორის გაიმართა, ვინც ისაევს უთანაგრძნობდა, და ვინც მისი დეპორტაციის გამო ხარობდა.
ზოგიერთი კომენტართაგან:
„მხოლოდ დედის გინება არ კმარა იმისთვის, რომ ოპოზიციონერი გახდე“;
„ისაევი ილჰამ ალიევს აყენებს შეურაცხყოფას, ილჰამ ალიევი კი მთელ აზერბაიჯანელ ხალხს შეურაცხყოფს!“;
„ახლახან გამოქვეყნებულ თავის ინტერვიუში ის დონეცკელ სეპარატისტებს უჭერდა მხარს, „რუსეთი თქვენთანააო“! – მათ ეუბნებოდა. სწორედ მოიქცა უკრაინა მისი დეპორტირება რომ მოახდინა!“;
„მაინც რა მუხლით უნდა მიუსაჯოს მას ამ ბინძურმა აზერბაიჯანის რეჟიმმა? მათ ხახაში მტერი ჩავარდეს“;
„ახია მის თავზე. ასეთები ოპოზიციას მხოლოდ არცხვენენ“.