მხოლოდ ვაჭრობა და არანაირი ინვესტიციები. თუკი თანამშრომლობა ამ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთი იძულებული გახდება, განვითარების ახალი გზები ეძებოს" />

ხუთი წელი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში: რა მიიღო და რა დაკარგა სომხეთმა

მხოლოდ ვაჭრობა და არანაირი ინვესტიციები. თუკი თანამშრომლობა ამ ფორმატში გაგრძელდება, სომხეთი იძულებული გახდება, განვითარების ახალი გზები ეძებოს

სომხეთი, ეკონომიკური კავშირი, თანამშრომლობა, ეკონომიკური განვითარება, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, რუსეთი, ზემო ლარსი, საქართველო, აფხაზეთი, პუტინი, Армения, экономический союз, сотрудничество, экономическое развитие, ЕАЭС, Россия, Верхний Ларс, Грузия, Абхазия, Путин

2015 წელს, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს შეუერთდა – ეკონომიკურ კავშირს, რომელიც რუსეთის ინიციატივით შეიქმნა. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომელსაც სომხეთის ხელისუფლება ვერ გაექცა. აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს იმის განხილვას, რა მოუვიდოდა სომხეთის ეკონომიკას, თუკი ის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში არ გაწევრიანდებოდა.

თუმცა, ხუთი წლის შემდეგ, შეგვიძლია შევაჯამოთ – რა მიიღო და რა დაკარგა ქვეყანამ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით.

ისტორია

სომხეთის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ქვეყნის მოსახლეობისთვის ნაჩქარევი და მოულოდნელი იყო. სახელმწიფო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პირას იყო. თუმცა, 2013 წლის 3 სექტემბერს, სომხეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა, სერჟ სარგსიანმა ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში ინტეგრაციის განზრახვის შესახებ განაცხადა, და ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელზეც სამ-ნახევარი წელი მიდიოდა მოლაპარაკებები, აღარ გაფორმდა.

ევრაზიული კავშირი სომხეთში „წმინდა ძროხის“ სტატუსს კარგავს

სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება

ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომა ერევანში 

ხელისუფლება, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, რომ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანება საერთო საზღვრების არარსებობის გამო მიზანშეუწონელი იყო, უცებ საპირისპირო დასკვნამდე მივიდა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. ის წევრ სახელმწიფოებს შორის მუშახელის, საქონლის, მომსახურებისა და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას ითვალისწინებს. რუსეთის ლიდერობით მოქმედი კავშირის წევრები არიან ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. 2015 წლის 2 იანვარს ძალაში შევიდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულფასოვანი წევრი გახდა.

მსგავსი შემოტრიალება ქვეყნის რეპუტაციისთვის მარტივი არ იყო, მაგრამ გასაგები იყო ყველასთვის, მათ შორის, ევროპელებისთვის. რუსეთი – სომხეთის სტრატეგიული პარტნიორია და მის შეთავაზებაზე უარის თქმას, შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყოლოდა, პირველ რიგში, პოლიტიკური.

შიდა აუდიტორიას განუცხადეს, რომ ამ ნაბიჯზე ეკონომიკის გააქტიურებისთვის წავიდნენ. აღინიშნა ევრაზიის სავაჭრო კავშირის ქვეყნების ბაზარზე წვდომის ფაქტორი, სადაც 170 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, ეს ბაზარი ადრეც არ იყო სომხეთისთვის დახურული.

სხვათა შორის, ახლანდელი, „რევოლუციური“ მთავრობის მეთაური, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის ამ სტრუქტურაში გაწევრიანების წინააღმდეგი იყო, სანამ ოპოზიციას წარმოადგენდა. 2018 წლის გაზაფხულზე, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ფაშინიანმა მოსაზრება შეიცვალა. ახლა ის ხშირად საუბრობს ქვეყნის ეკონომიკაზე კავშირის დადებით გავლენაზე.

რა უნდოდა სომხეთს და რა შესთავაზეს

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მთავარმა შეთავაზებამ – გამარტივებული სქემით ურთიერთსასარგებლო ვაჭრობამ, ექსპერტულ წრეებში დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია. ვაჭრობა – შუალედური რგოლია ეკონომიკური განვითარებისთვის. იმ დროს, როდესაც სომხეთს ფუნდამენტური პრობლემების გადაჭრა სჭირდებოდა. და ევროკავშირი სწორედ ამ თვალსაზრისით აპირებდა დახმარებას. კერძოდ, მაკროეკონომიკური პრობლემების გადაჭრაში, საექსპორტო პოტენციალის მქონე ინდუსტრიების ფორმირებაში.

სომხეთი ევრაზიის კავშირიდან პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ევროკავშირთან თანამშრომლობის რატიფიცირება მოახდინა

ფანჯარა ევროპაში. მეორე რაუნდი

ევროკავშირი-სომხეთის ურთიერთობები „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ

გარდა ამისა, 2015 წელს, ქვეყანას უნდა გადაეწყვიტა ელემენტარული ამოცანები, როგორიცაა გზების შეკეთება, სარწყავი ქსელების მოდერნიზაცია და სეტყვის საწინააღმდეგო თანამედროვე დანადგარების შეძენა. მაგრამ ამისთვის საჭირო იყო ინვესტიციები, რომლის პირობასაც ევროკავშირი იძლეოდა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემთხვევაში.

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკაში არსებითი ცვლილებები არ მომხდარა – არც ერთი ამ მიმართულებით, მაგრამ გაიზარდა წარმოების მოცულობა და ექსპორტი.

სხვათა შორის, ევროპულ ბაზარზე შესასვლელად, სომხურ საქონელს უნდა დაეკმაყოფილებინა გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც ახლაც მხოლოდ რამდენიმე ადგილობრივმა კომპანიამ მიაღწია. ასე რომ, მოკლევადიან პერიოდში, უფრო რეალური იყო ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე ადგილის მოპოვება.

არის თუ არა რაიმე პროგრესი ეკონომიკაში?

ამ საკითხზე მოსაზრებები განსხვავდება. ჩვეულებრივი მოქალაქეები საგრძნობ ცვლილებებს ვერ ამჩნევენ. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ პროგრესი სახეზეა.

თავისი ბოლო პრესკონფერენციის დროს, 2020 წლის იანვარში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მიღწევებს შორის აღნიშნა:

„2019 წლის სამი კვარტალის მონაცემებით, სომხეთში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, დაახლოებით, 7,5% შეადგინა, რაც 1,6 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და 1,3 პროცენტით – 2018 წლის მაჩვენებელს.

სამი კვარტალის მონაცემებით (2019 წლის), ეკონომიკური ზრდის ტემპებით, სომხეთი პირველ ადგილზეა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და დსთ-ს წევრ ქვეყნებს შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით კი – ევროპის რეგიონშიც“.

Армения, экономический союз, сотрудничество, экономическое развитие, ЕАЭС, Россия, Верхний Ларс, Грузия, Абхазия, Путин

ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომის მონაწილეები ერევანში

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღწეული შედეგები

ამ სიაში, პირველ ადგილზე, ტვირთბრუნვის მაჩვენებლის ზრდაა.

თანამშრომლობის პირველ წელს, სომხეთის წილი გაერთიანების წევრებს შორის ურთიერთვაჭრობაში ყველაზე დაბალი იყო. ამ ხუთი წლის განმავლობაში, ექსპორტი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებში გაორმაგდა და სომხეთმა თავისი მაჩვენებლებით ყირგიზეთს გადაასწრო.

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობისას, სავაჭრო ბუმი 2018 წელზე მოვიდა: სომხეთმა, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარის ექსპორტ-იმპორტი განახორციელა. 2019 წლის საბოლოო მონაცემები ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარი შეფასებით, ტვირთბრუნვა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე, სომხეთი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, სიგარეტის, ტექსტილის, კონსერვების, ახალი ხილისა და ბოსტნეულის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, სამედიცინო, მუსიკალური, საათებისა და სხვა მექანიზმების ექსპორტს ახორციელებს.

სხვათა შორის, სომხურმა მხარემ წელს წინადადება წამოაყენა, რომ კავშირის ფარგლებში, თითოეულმა ქვეყანამ საკუთარ თავზე კონკრეტული სფერო აიღოს და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. სომხეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ერთიანი საიუველირო ბრენდის შექმნის ინიციატივით გამოდის, რამდენადაც ამ სფეროში გამოცდილება და წარმატებაც აქვს.

გარდა ამისა, სომხეთი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მაღალ ტექნოლოგიებს. მხოლოდ 2018 წელს, ამ სფეროში ზრდამ 33 პროცენტი შეადგინა.

მეწარმე ვაჭრობის შესახებ  

საკვები პროდუქტების კომბინატის, „არარატის“ აღმასრულებელი დირექტორი, არმენ ტარვერდიანი უკვე 10 წელია სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებით არის დაკავებული.

კომბინატი აწარმოებს ნატურალურ წვენებს, ხილისა და ბოსტნეულის კონსერვებს, მცენარეულ ჩაის. ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი – ევრაზიის ეკონომიკური კავშირია. პროდუქციის მცირე ნაწილი გერმანიასა და საფრანგეთშიც გადის.

მეწარმე ამტკიცებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ტერიტორიაზე ვაჭრობის პროცესი მაქსიმალურად გამარტივებულია:

„სომხეთიდან ექსპორტირებული საქონლის დეკლარირების პროცესი საგრძნობლად გამარტივდა. როგორც ასეთი, აღარ არსებობს განბაჟება ევრაზიის ეკონომიკური კავშირიდან სომხეთში საქონლის ექსპორტირების დროს. არ არის საჭირო საბუთების მომზადება, აღარ მიდის სერტიფიცირების პროცესი – მაშინვე იღებ საქონელს“.

საბაჟო შეღავათები ენიჭება არა მხოლოდ სომხეთში წარმოებულ საქონელს, არამედ იმასაც, რომლის ექსპორტირებაც სომხეთიდან ხდება ტრანზიტით. ანუ სომხეთს შეუძლია გახდეს ხიდი სხვა ქვეყნებიდან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საქონლის მიწოდებისთვის. კერძოდ, საუბარია ირანზე. ევრაზიის ეკონომიკურმა კავშირმა უკვე მოაწერა ხელი შეთანხმებას ირანთან თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ – მოლაპარაკებების შედეგად, რომელსაც სომხეთი აწარმოებდა.

ამ შეთანხმების შედეგად, ირანული საქონელი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებში გაცილებით დაბალ ფასად მოხვდება.

სომხეთი ირანსა და ევრაზიის კავშირის ქვეყნებს შორის ტრანზიტული ქვეყანა გახდება

ფასების ზრდის შესახებ

2020 წლის 1 იანვრიდან სომხეთში ახალი საბაჟო ტარიფები ამოქმედდა. ცვლილებები ეხება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის არაწევრი ქვეყნებიდან იმპორტს.

საბაჟო ტარიფების ცვლილებების შესახებ ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა წევრის მიერ. მაშინ სომხეთმა დამატებითი 5 წელი მიიღო, რათა ეკონომიკა ცვლილებებისთვის მოემზადებინა და უარყოფითი შედეგები შეემსუბუქებინა.

ახლა, 700 სახეობის საქონელის განბაჟება უფრო მაღალი ფასით მოხდება. მათ შორის – პირველადი მოხმარების ნივთების. სიაში შედის ფრინველისა და მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ბრინჯი, მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთი, რძის პროდუქტები. გაძვირდება ასევე მედიკამენტები, მათზე გადასახადები 2-4%-ით გაიზარდა.

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებით, სომხეთი ავტომატურად გახდა ამავე ორგანიზაციის საბაჟო კავშირის წევრი. 2015 წელს გადაწყდა, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ყველა ქვეყანას გაეთანაბრებინა გადასახადები. ამ პროცესის საბოლოო მიზანი – ერთიანი ბაზრის ფორმირებაა, რამაც კავშირის შიგნით უპირატესობა იმ ქვეყნების საქონელს უნდა მიანიჭოს, რომლებიც მასში შედიან.

ყველაზე მეტად ძვირდება მესამე ქვეყნიდან იმპორტირებული ავტომობილები. მათი განბაჟების საფასური რამდენჯერმე გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ექსპერტები არ ელიან, რომ სომხეთის ყველა მცხოვრები ახლა გერმანულ BMW-ს რუსულ „ლადას“ ამჯობინებს. ფიქრობენ, რომ ავტომობილის ყიდვისას, ფასი ერთადერთი და გადამწყვეტი არგუმენტი არ არის.

საერთო ჯამში, საბაჟო ტარიფების ზრდის პოტენციური გავლენა ინფლაციაზე 0,5%-ით ფასდება.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ეს ძალიან არ დაარტყამს მოქალაქეების ჯიბეს, რადგან მათ ექნებათ არჩევანის შესაძლებლობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის, ადგილობრივ და სხვა ქვეყნების საქონელს შორის.

გარდა ამისა, 2020 წლიდან, სომხეთში 5%-ით შემცირდა საშემოსავლო გადასახადი, გაიზარდა მინიმალური ხელფასი, ასევე გარკვეული სოციალური ჯგუფების ყოველთვიური შემოსავალი, რამაც უნდა შეამსუბუქოს ფასების ზრდის შედეგი.

ყველაზე დიდი პრობლემა

ყველაზე მეტად სომეხ მეწარმეებს საქონლის რუსეთში ტრანსპორტირების საკითხი აშფოთებთ. სარკინიგზო კავშირი არ არის – ეს არის ქართულ-აფხაზური დაურეგულირებელი კონფლიქტის შედეგი. საავტომობილო გზა – ერთია, რომელიც საქართველოზე გადის.

სოფელ ზემო ლარსთან მდებარე რუსულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, სომხურ სატვირთო ავტომობილებს ხშირად უწევთ ხანგრძლივ რიგში დგომა. გზა ვიწროა, ზამთარში ხშირად იკეტება თოვლის გამო, წელიწადის სხვა დროს კი მოძრაობას ქვების ჩამოშლა აფერხებს.

Армения, экономический союз, сотрудничество, экономическое развитие, ЕАЭС, Россия, Верхний Ларс, Грузия, Абхазия, Путин

რიგი რუსეთ-საქართველოს საზღვარზე, ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან

„აუცილებელია აფხაზეთის გავლით ტვირთის ტრანსპორტირების შესაძლებლობის შექმნა. ამ პროცესში საჭიროა ოთხმხრივი მოლაპარაკებები სომხეთს, რუსეთს, საქართველოსა და აფხაზეთს შორის. აფხაზეთის ხმა მნიშვნელოვანია ამ პროცესში, რუსეთის გავლენის მიუხედავად“, – აცხადებს ბიზნესმენი არმენ ტარვერდიანი.

თუმცა, ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ რეგიონში არსებული პოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში აფხაზეთის გავლით ტრანზიტული გზის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ისინი ზემო ლარსის გზაზე ცალკე ზოლის შექმნაზე საუბრობენ, სადაც შეღავათებით ისარგებლებენ სომეხი გადამზიდავები, როგორც კავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენლები.

„ჩვენი ავტომობილები იმავე საკონტროლო პუნქტს და იმავე გზას გადიან, რასაც ქართული და თურქული ავტომობილები. ქვეყნებს შორის, რომლებიც ერთ ეკონომიკურ კავშირში არიან გაწევრიანებული, ასეთი ურთიერთობები არ უნდა იყოს“, – მიაჩნია ეკონომისტ აიკაზ ფანიანს.

გაივლიან თუ არა რუსეთ-საქართველოს ტრანზიტული ტვირთები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიას?

ექსპერტების მოსაზრება

ექსპერტებს მიუღებლად მიაჩნიათ, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა მხოლოდ ვაჭრობით შემოიფარგლება. ამავდროულად, არ ურჩევენ სომეხ ბიზნესმენებს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ბაზარზე ჩაციკვლას.

Армения, экономический союз, сотрудничество, экономическое развитие, ЕАЭС, Россия, Верхний Ларс, Грузия, Абхазия, Путин

ეკონომისტი აიკაც ფანიანი

„ევრაზიის ეკონომიკური კავშირი – ხელოვნური სტრუქტურაა, რომელიც რუსეთის გარშემოა ჩამოყალიბებული. ქვეყნებს შორის ორმხრივი კავშირები არ არის, ისინი რუსეთის გავლით გადის. ფაქტობრივად ყველა ქვეყნისთვის, კავშირში გაწევრიანება რუსეთის ფაქტორმა განაპირობა.

და თუკი ერთ დღეს, რუსეთი გადაწყვეტს, რომ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი არ უნდა მოვახდინოთ, ჩვენს მეწარმეებს ძალიან გაუჭირდებათ ალტერნატივის მოძებნა, რადგან შეუძლებელია ევროკავშირის ან სპარსეთის ყურის ქვეყნებში გასვლა დაბალკონკურენტუნარიანი საქონლით“, – ამბობს ეკონომისტი აიკაზ ფანიანი.

ეკონომისტ გრანტ მიქაელიანის შეფასებები ოპტიმისტურია:

„ჩემი გათვლები აჩვენებს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წყალობით, ჩვენ დამატებითი 1,25%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს წარმოების ხარჯზე. თუკი ეს ტემპი შენარჩუნდება და მოიმატებს, წლიდან წლამდე ეს ზრდა საგრძნობი გახდება“.

Армения, экономический союз, сотрудничество, экономическое развитие, ЕАЭС, Россия, Верхний Ларс, Грузия, Абхазия, Путин

ეკონომისტი გრანტ მიქაელიანი

მისი თქმით, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირთან თანამშრომლობის წყალობით, სომხეთმა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოების მოდერნიზება მოახდინა. კავშირის ქვეყნებში ამ საქონელზე მოთხოვნამ, ხელი შეუწყო მის კონკურენტუნარიანად ქცევას.

ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების პლუსებზე საუბრისას, ექსპერტი იხსენებს, რომ 2014 წლის შემდეგ, გაზის საფასური საგრძნობლად არ გაზრდილა, სომხეთის მოქალაქეებს კი შეუძლიათ თავისუფლად იცხოვრონ და იმუშაონ რუსეთის ტერიტორიაზე:

„გაუგებარია, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუკი სომხეთი უარს იტყოდა კავშირში გაწევრიანებაზე“.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან სომხეთში ინვესტიციები რომ შემოდიოდეს, გრანტ მიქაელიანი ამ თანამშრომლობას შემდგარს უწოდებდა:

„სომხეთში, დასავლეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა, მათ შორის, ქვეყნის ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანების გამო. მაგრამ ამ წლების განმავლობაში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან სომხეთში ინვესტიციები არ შემოსულა“.

საერთო ჯამში, ანალიტიკოსები ევრაზიული კავშირის ეკონომიკურ თანამშრომლობაში ახალი სფეროების დანერგვას ელიან. თუკი განვითარება არ იქნება, ისინი პროგნოზირებენ „ნახტომს“ კავშირის მიერ აშენებულ საზღვარზე – ახალი ეკონომიკური პარტნიორების მოსაძებნად.

“მედიაქსელის” მხარდაჭერით

ასევე წაიკითხეთ