ქვეყნის ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მძღოლები „სუფთა ჰაერისთვის“ ზედმეტად ბევრს იხდიდნენ" />

სომხეთში მსუბუქ ავტომობილებზე ეკოლოგიურ გადასახადს შეამცირებენ

ქვეყნის ახალი ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მძღოლები „სუფთა ჰაერისთვის“ ზედმეტად ბევრს იხდიდნენ

სომხეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ სომხეთში დარეგისტრირებულ მსუბუქ ავტომობილებზე ეკოლოგიური გადასახადი ორჯერ შეამციროს.

გადაწყვეტილება განაპირობა ახალი საგადასახადო კოდექსის ძალაში შესვლამ, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი ავტომობილების მფლობელებს საგადასახადო ვალდებულება მნიშვნელოვნად გაეზარდათ. სომხეთის ფინანსთა მინისტრის ატომ ჯანჯუგაზიანის აზრით, ცვლილებები მოცემულ სფეროს უფრო გამჭვირვალეს გახდის:

 „გადაწყვეტილების პროექტით, შეთავაზებულია, რომ ეკოლოგიური გადასახადის ზომა ავტომობილის წარმოების თარიღსა და ძრავის სიმძლავრეს დაუკავშირდეს, რაც, ჩვენი აზრით, გაცილებით გამჭვირვალე და მისაღებია, და მძღოლებს მნიშვნელოვან ტვირთად არ დააწვება.

თუმცა, მინისტრმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების საერთო ზრდა შესაძლებელია.

 „შესაბამისად, საუბარია დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილებზე. მათი მფლობელებისთვის საგადასახადო ვალდებულება შეიძლება გაიზარდოს“.


ასევე წაიკითხეთ