ხელისუფლება თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს" />

სომხეთში მიკრობიზნესი ყველა სახის გადასახადისგან თავისუფლდება

ხელისუფლება თქმით, ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს

სომხეთში შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც მიკრობიზნესის გადასახადებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს. ეს ცვლილებები ჯერ კიდევ მთავრობამ და ქვეყნის ეროვნულმა საკრებულომ უნდა მოიწონონ. თუმცა, ადამიანები ამ შესაძლებლობის შესახებ უკვე აღტაცებით მსჯელობენ.

რა შეიძლება ჩაითვალოს მიკრობიზნესად

სომხეთში მიკრობიზნესად მიჩნეული იქნება ყველა ის კომერციული ორგანიზაცია, რომელთა წლიური ბრუნვა 24 მილიონ დრამს (დაახლოებით 50 ათასი დოლარი) არ აღემატება. მიკრობიზნესი ყველა სახის გადასახადისგან გათავისუფლდება. საბოლოო საგადასახადო ვალდებულების სახით,  თითოეული დაქირავებული მუშახელის სანაცვლოდ, მხოლოდ    5 ათასი დრამის (დაახლოებით 10 დოლარის) გადახდა იქნება საჭირო.

ბიზნესის ხელისუფლებისგან განცალკევება – რა მოხდა სომხეთის ეკონომიკაში ნიკოლ ფაშინიანის ხელისუფლებაში ყოფნის პირველ 100 დღეში

სომხეთში ათიდან სამი მოქალაქე ღარიბია

ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზები

სომხეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას ეკონომიკის განვითარებისთვის სტიმულის მიცემისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისკენ მისწრაფებით ხსნის. კანონპროექტის ავტორები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ძლიერ არ შემცირდება. სანაცვლოდ კი, ბიზნესით დაკავების საშუალებას ბევრი მოქალაქე მიიღებს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ვარაუდობს, რომ ეს ქვეყანაში სიღარიბის დონესაც შეამცირებს.

 „რასაკვირველია, სხვადასხვა სფეროდან გამომდინარე, გარკვეული შეზღუდვები იქნება. ამ პოლიტიკის საშუალებით შევეცდებით სტიმული მივცეთ ეკონომიკური საქმიანობას, განსაკუთრებით – ოლქებში“.

ექსპერტის აზრი

ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას, რომ მიკრობიზნესი გადასახადებისგან გათავისუფლდეს, სპეციალისტებიც ეთანხმებიან. ეკონომისტი თათულ მანასერიანი ამას აუცილებელ ზომად მიიჩნევს, რომლითაც სახელმწიფო მხოლოდ მოგებული დარჩება:

„მიკრობიზნესიდან დღეს შემოსული მწირი მოცულობის გადასახადები სრულიად ვერ შეედრება იმ ეფექტს, რაც მთლიანმა შიდა პროდუქტმა ამ სფეროს სუბიექტთა გადასახადებისგან სრული გათავისუფლებით შეიძლება მიიღოს“.

ამავდროულად სპეციალისტი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მკაცრი კონტროლი უნდა დააწესოს, რათა მცირე ბიზნესი ხელოვნურად არ მიაკუთვნონ  მოცემულ კატეგორიას.

 „როდესაც მიკრო მცირე ბიზნესში გადაიზრდება, ვფიქრობ, ასეთ დროს  საგადასახადო შეღავათები  უნდა დაწესდეს, ხოლო მოცულობის გაზრდისა და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში გადასვლის შემთხვევაში – უკვე საერთო საგადასახადო სივრცეში უნდა მოექცეს“.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ