მთავრობამ „მთვრესა და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ“ ხელშეკრულება დაამტკიცა" />

სომხეთმა ვალდებულება აიღო, რომ მთვარეზე სამხედრო ბაზებს არ ააგებს და იარაღს არ გამოცდის

მთავრობამ „მთვრესა და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ“ ხელშეკრულება დაამტკიცა

სომხეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა  „მთვრესა და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ“ ხელშეკრულება, რომელიც 1979 წლის 18 დეკემბერს გაეროს ფარგლებში, ნიუ-იორკში დაიდო.

„სომხეთმა მთვარე და სხვა ციური სხეულები ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად, ეკონომიკური და სოციალური განვითარების სტიმულირებისთვის, და მხოლოდ  სამშვიდობო მიზნებით უნდა გამოიყენოს. მთვარისა და სხვა ციური სხეულების რესურსებით სარგებლობისთვის სომხეთი 1979 წელს ნიუ-იორკში ხელმოწერილი „მთვრესა და სხვა ციურ სხეულებზე სახელმწიფოების საქმიანობის შესახებ“  შეთანხმების რატიფიცირებას ახდენს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეთანხმება განხილვების გარეშე დამტკიცდა, პროექტში არის ისეთი დებულებები, რომელთა მიხედვითაც მისი არსის გაგება შეიძლება: „მთვარეზე იკრძალება ძალის ნებისმიერი გამოყენება, ნებისმიერი მუქარა ძალის გამოყენების შესახებ, მტრული ქმედებები ან მუქარა მტრული ქმედებების თაობაზე. მთვარეზე იკრძალება სამხედრო ბაზების, ობიექტებისა და გამაგრებების  განთავსება, ნებისმიერი ტიპის იარაღის გამოცდა ან რაიმე სამხედრო სწავლების ჩატარება“.

ამ შეთანხმების მიხედვით, „მთვარე არ შეიძლება მითვისებული იყოს სახელმწიფოების მიერ – არც სუვერენიტეტის გამოცხადების და არც მისი ექსპლუატაციის, დაპყრობის ან რაიმე სხვა გზით“.

ფეისბუკის სომეხმა მომხმარებლებმა არათუ შენიშნეს ეს სიახლე, არამედ თავი კომენტარებისგანაც ვერ შეიკავეს. აი, ზოგიერთი მათგანი:

„რა საშინელებაა! ახლა  სადღა განვათავსოთ ჩვენი სამხედრო ბაზები!?“

„ჩვენი სამხედრო ბაზა მზეზე იქნება, მთვრე რად გვინდა!“

„სომხეთს მთვარეზე მწვადის ფესტივალის ჩატარების უფლება ეძლევა“.

„აი,რა მაგარია! ეს ერთადერთი პრობლემა გვქონდა დარჩენილი, და ესეც გადავჭერით!“


ასევე წაიკითხეთ