სერიოზული პრობლემების მიუხედავად, საშუალო შეფასებამ, თუ რამდენად ბედნიერად მიაჩნიათ გამოკითხვის მონაწილეებს თავი, შესაძლო 10 ქულიდან - 6,8 შეადგინა" />

სომხეთის მოსახლეობას ყველაზე მეტად უმუშევრობა და სიღარიბე აწუხებს

სერიოზული პრობლემების მიუხედავად, საშუალო შეფასებამ, თუ რამდენად ბედნიერად მიაჩნიათ გამოკითხვის მონაწილეებს თავი, შესაძლო 10 ქულიდან - 6,8 შეადგინა

სომხეთისთვის ყველაზე მწვავე პრობლემებია – უმუშევრობა და სიღარიბე:

  • მოსახლეობის 36% უმნიშვნელოვანეს პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს;
  • 17% – სიღარიბეს.

 

მიუხედავად ამისა, საშუალო შეფასება, თუ რამდენად ბედნიერად მიაჩნიათ თავი გამოკითხვის მონაწილეებს, საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა და, შესაძლო 10 ქულიდან, 6,8 – შეადგინა. ასეთია კვლევათა რესურსების კავკასიის ცენტრის (CRRC) მონაცემები.

ორგანიზაციის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ქვეყნის მაცხოვრებლები საზოგადოებრივი ინსტიტუტებიდან ყველაზე მეტად ჯარს (გამოკითხულთა  77%-მა ჯარისადმი აბსოლუტური ნდობა გამოხატა) და ეკლესიას  (74%)  ენდობიან.

იმავე კვლევის მონაცემების თანახმად,

  • გამოკითხულთა 63% მიიჩნევს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში ქვეყანა მთლიანად საკუთარ ძალებს უნდა ეყრდნობოდეს;
  • 77%-ის აზრით, კონფლიქტი მოლაპარაკებების გზით უნდა გადაწყდეს.

გამოკითხვაში სომხეთის 1648 სრულწლოვანი მოქალაქე მონაწილეობდა.


ასევე წაიკითხეთ