ბავშვები ძალადობად არ მიიჩნევენ მასწავლებლების მხრიდან ხელის კვრას, თმის მოქაჩვას, ყურის აწევას, წამორტყმას, ცემას" />

საქართველოს სკოლებში ხშირია ბავშვის მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევები

ბავშვები ძალადობად არ მიიჩნევენ მასწავლებლების მხრიდან ხელის კვრას, თმის მოქაჩვას, ყურის აწევას, წამორტყმას, ცემას

საქართველოში 109 სკოლის დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ხშირია როგორც მასწავლებლის მხრიდან ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევები, ასევე ბულინგი თანატოლებს შორის.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ძალადობის სხვადასხვა ფორმებს შორის ხშირია ყვირილი, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის თქმით, სკოლებს არ აქვთ ძალადობის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა, სკოლის თანამშრომლები კი არ არიან ინფორმირებული ბავშვთა ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო მექანიზმის შესახებ.

მეორე მხრივ, დაბალია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებებისა თუ ძალადობის სხვადასხვა ფორმის შესახებ. ბავშვები ძალადობად არ მიიჩნევენ მასწავლებლების მხრიდან ხელის კვრას, თმის მოქაჩვას, ყურის აწევას, წამორტყმას, ცემას.

ბავშვებმა მონიტორინგისას მასწავლებლების მხრიდან შემდეგი გამონათქვამები გაიხსენეს:

“სპილოს ყურები გაქვს”; “გაჭყლეტილ ბაყაყს გავხარ”; “რამდენჯერმე მითხრა მასწავლებელმა შენ კლასელებთან შედარებით რა პატარა ხარო და მთელმა კლასმა გაიცინა”; “[მასწავლებელმა] იცის, რომ ბავშვმა კარგად არ იცის კითხვა და სიცილით ამბობს იმაზე – ბავშვებო ახლა ის წაიკითხავს ყველაზე კარგადო”;

ამასთან მოსწავლეების უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია, თუ ვის უნდა მიმართოს მის მიმართ ძალადობის შემთხვევაში.

გაეროს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით, სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად უნდა წახალისდეს სკოლებში ძალადობის პრევენციის და არა სადამსჯელო მექანიზმები, აუცილებელია მასწავლებლები მიჯნავდნენ დისციპლინას და ბავშვთა მიმართ ძალადობას. ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალები კი დროულად უნდა ახდენდნენ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირებას.

მნიშვნელოვანია დირექტორების, მასწავლებლების და სკოლის სხვა თანამშრომლების ინფორმირება და რეგულარული გადამზადება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე მოსწავლეები უნდა იყვნენ ინფორმირებული მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. სასწავლო პროგრამების საშუალებით ბავშვები უნდა სწავლობდნენ თანასწორობისა და ტოლერანტობის, თანამშრომლობისა და განსხვავებული აზრის პატივისცემის პრინციპებს.

მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივითა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF)-ის მხარდაჭერით ჩატარდა. სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგისას გამოვლენილ 47 შემთხვევაზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

ამავე თემაზე

2016 წელს ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 4%-მდე შემცირდა

2016 წელს ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობა 4%-მდე შემცირდა

2016 წელს საქართველოში ბავშვთა მიმართ სექსუალური, ან სხვაგვარი ქმედების მუხლით 250 საქმეზე დაიწყო გამოძება

2016 წელს საქართველოში ბავშვთა მიმართ სექსუალური, ან სხვაგვარი ქმედების მუხლით 250 საქმეზე დაიწყო გამოძება

ბავშვები ქუჩაში. წლიდან წლამდე მათი რიცხვი არ მცირდება

ბავშვები ქუჩაში. წლიდან წლამდე მათი რიცხვი არ მცირდება

ბავშვი ინტერნეტშია, როგორ მოვიქცეთ? გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში

ბავშვი ინტერნეტშია, როგორ მოვიქცეთ? გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიში

გენდერული უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით აზერბაიჯანი 98-ე ადგილს იკავებს

გენდერული უთანასწორობის მაჩვენებლის მიხედვით აზერბაიჯანი 98-ე ადგილს იკავებს

თბილისში ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს

თბილისში ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს

მისტერ ძიძა: როცა ბავშვებს მამაკაცები ზრდიან

მისტერ ძიძა: როცა ბავშვებს მამაკაცები ზრდიან

ორი სომეხი დედის ისტორია - როგორ იბრძვიან ისინი შშმ შვილების უფლებებისთვის

ორი სომეხი დედის ისტორია - როგორ იბრძვიან ისინი შშმ შვილების უფლებებისთვის

ძალადობა სკოლებში. სად არის გამოსავალი? - კითხვას პასუხობენ ფსიქოლოგები, მოსწავლეები და ექსპერტები

ძალადობა სკოლებში. სად არის გამოსავალი? - კითხვას პასუხობენ ფსიქოლოგები, მოსწავლეები და ექსპერტები


ასევე წაიკითხეთ