25 მარტს მინსკში „მუქთახორობის გადასახადის“ წინააღმდეგ ყველაზე მასობრივი აქცია ჩატარდება" />

რა უნდა ვიცოდეთ ბელარუსის საპროტესტო აქციების შესახებ

25 მარტს მინსკში „მუქთახორობის გადასახადის“ წინააღმდეგ ყველაზე მასობრივი აქცია ჩატარდება

ბელარუსში, უკვე თვეზე მეტია, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მაშინ ადამიანები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიმართ გამოთქვამდნენ უკმაყოფილებას. მინსკში დემონსტრანტები მილიციამ დაშალა. ოპოზიციის ლიდერები ნიკოლაი სტატკევიჩი და ანდრეი სანნიკოვი დააპატიმრეს, ხოლო ევროკავშირმა და აშშ-მ ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

ახლა სხვაგვარი სიტუაციაა. მიტინგების წინაპირობად იქცა დეკრეტი №3 -ანუ „კანონი მუქთახორების შესახებ“. სახალხო გამოსვლები ქვეყნის ბევრ ქალაქში მიმდინარეობს. 25 მარტისთვის ყველაზე მასობრივი აქცია იგეგმება. გრომადსკოე შეეცადა, მიმდინარე მოვლენებში გარკვეულიყო, და მთავარი კითხვებისთვის გაეცა პასუხი.

რის წინააღმდეგ გამოდიან

პროტესტების დაწყების უშუალო მიზეზად იქცა დეკრეტი „სოციალური დამოკიდებულების პრევენციის შესახებ“, რომელიც  „მუქთახორობის გადასახადს“ ითვალისწინებს. ასე უწოდეს ხალხში იმ მოსაკრებელს, რომელიც მოქალაქემ იმ შემთხვევაში უნდა გადაიხადოს, თუ ის ნახევარ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში „სახელმწიფოს ფინანსირებაში“ მონაწილეობას არ იღებს. პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ დოკუმენტს ჯერ კიდევ 2015 წლის გაზაფხულზე მოაწერა ხელი, მაგრამ 2017 წლის 20 თებერვალს ის ვადა იწურებოდა, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეებს 2015 წლის მოსაკრებლის საფასური უნდა დაეფარათ.

ამ გახმაურებული დოკუმენტის იდეა ისაა, რომ  შრომისუნარიან მოსახლეობას გადასახადების გადახდა, ან დასაქმება აიძულონ. ოპოზიციაში ასეთ მიდგომას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

რა ლოზუნგები გაისმის

გარდა დეკრეტის გაუქმების მოთხოვნისა,  სხვა, უფრო რადიკალური მოთხოვნებიც ისმის: „ლუკაშენკო, წადი!“, „ლუკაშენკო, როდის გსკდები?“, „ყელში ამოხვედი“, „არა დიქტქტურას“, „ძირს მლიქვნელები“, „ლუკაშენკო  გადადგეს“, „გაუმარჯოს ბელარუსს!“. ადამიანები უმუშევრობას, დაბალ ხელფასებსა და ფასების ზრდას აპროტესტებენ.

c7348b34be23cec06f4658765a32b875

რომელ ქალაქებში და რამდენად მასობრივი აქციები ჩატარდა

პროტესტმა მოიცვა როგორც ბელარუსის ყველა მსხვილი ქალაქი – მინსკი, გროდნო, გომელი, ვიტებსკი, მოგილიოვი, ბრესტი, ისე უფრო მცირე დასახლებული პუნქტებიც, როგორიცაა – ორშა, მოლოდეჩნო, ბობრუისკი, ბარანოვიჩი და სხვა.

მაგრამ ყველა შემთხვევაში მიტინგები შეთანხმებული იყო: მაგალითად, 15 მარტს გროდნოსა და მოგილიოვში ხელისუფლებამ მსვლელობის უფლება არ გასცა, მინსკში კი თანხმობა მიიღეს.

ქუჩებში გამოდის რამდენიმე ასეულიდან რამდენიმე ათასეულამდე ადამიანი. 17 თებერვალს მინსკში გამართულ აქციაზე 5 ათასამდე ადამიანი დაითვალეს. ეს 2010 წლის შემდეგ დედაქალაქში გამართული ყველაზე მასობრივი აქციაა.

ვისზე ვრცელდება დეკრეტი

ეგრეთ წოდებული „გაბედნიერების წერილები“  470 ათასმა ადამიანმა მიიღო,  ქვეყანაში 5,5 მილიონი შრომისუნარიანი მოქალაქეა; ანუ – 8,5%-მა.

470 ათასიდან გადასახადი 11%-ზე ოდნავ მეტმა გადაიხადა.

საბუთი ამ მოსაკრებლის გადახდის აუცილებლობის შესახებ  ბევრმა ისეთმა მიიღო, ვისაც კანონით მისი გადახდა არ ევალებოდა, ან მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, არ შეეძლო. ალექსანდრ ლუკაშენკომ შექმნილ ვითარებაში საკუთარი ადმინისტრაცია და მთავრობა დაადანაშაულა და ადგილობრივ ხელისუფლებას თითოეული კონკრეტული შემთხვევის შესწავლისკენ მოუწოდა.

მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებულები არიან – სტუდენტები, მღვდლები, შრომისუუნარო ადამიანები, ინვალიდობის მქონეები, არასრულწლოვანები, 55 წელს გადაცილებული ქალები და 60 წელიწადს გადაცილებული მამაკაცები. მუქთახორებად არ მიიჩნევიან ასევე ისინი, ვინც შვიდ წლამდე ასაკის ბავშვს ზრდის, თუკი ბავშვი საბავშვო ბაღში არ დადის, ინვალიდობის მქონე ბავშვების, ასევე – სამი და მეტი არასრულწლოვანი ბავშვის  მშობლები.

თუკი ადამიანი მოსაკრებელს არ გადაიხდის, მას – ჯარიმა, ან 15 დღით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ასეთ ადამიანს აუცილებლად დააკისრებენ  სასარგებლო საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულებას.

ვინ გამოდის ქუჩაში

ადგილობრივი მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აღნიშნავენ, რომ აქციებზე ისეთი ადამიანები იყრიან თავს, რომლებიც მანამდე პოლიტიკურ აქტივობებში შენიშნულები არ ყოფილან.

მაგალითად, „ევრორადიოს“ ჟურნალისტმა ზმიცერ ლუკაშუკმა გრომადსკოესთან ინტერვიუში აღნიშნა: „გამოდიან პენსიონერი ბებიები, რომლებიც ყოველთვის ლუკაშენკოს ელექტორატს წარმოადგენდნენ“.

რომელი ოპოზიციური ჯგუფები იღებენ მონაწილეობას

15 მარტის აქციის დროს ინიციატივა საკუთარ თავზე აიღეს ბელარუსმა ანარქისტებმა. მიტინგის შემდეგ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა უხეში ფორმით სწორედ ამ მოძრაობის წარმომადგენლები დააკავეს.

გარდა ამისა, მიტინგების ორგანიზებაში მონაწილეობას იღებენ – გაერთიანებული სამოქალაქო პარტია (ОГП), „ბელარუსული ქრისტიანული დემოკრატია“ (БХД),და მოძრაობა „თავისუფლებისთვის“.

თუმცა, ამ პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები – ანატოლი ლებედკო, ვიტალი რიმაშევსკი, იური გუბარევიჩი – 10 მარტს მოლოდეჩნოში ჩატარებული მიტინგის დროს დააკავეს, და 25 -ში დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებენ.

ჰყავს თუ არა პროტესტს ლიდერები

დეკტრეტი №3-ის წინააღმდეგ გამართული პროტესტის ლიდერად თავი გამოაცხადა პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ნიკოლაი სტსტკევიჩმა. მანვე ითავა 25 მარტს დაგეგმილი იმ აქციის ორგანიზება, რომელიც ალბათ ყველაზე მასობრივი იქნება. პირადად მისთვის აქციაში მონაწილეობა შესაძლო დაპატიმრების საფრთხის შემცველია.

ef56428771ee4adae226d007c34da4ec

 

როგორ რეაგირებს მილიცია

თებერვლის პირველმა მიტინგებმა დაკავებების და თითქმის სამართალდამცავების ჩარევის გარეშე ჩაიარა, მუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ყველა არ ეთანხმებოდა. მაგრამ „არამუქთახორების“ აქტიურობა არ ცხრებოდა და მილიციის მხრიდან ზეწოლა მატულობდა.

26 თებერვალს, ვიტებსკში ჩატარებული აქციის შემდეგ დააკავეს აქტივისტი ქალი ტატიანა სევერინეცი. მოგვიანებით ბრესტის არასანქცირებული აქციის ორი მონაწილე დააკავეს.

11 მარტს სამართალდამცავებმა ქალაქ მოლოდეჩნოში გამართული აქციის შემდეგ გაერთიანებული სამოქალაქო პლატფორმისა და ბელარუსული ქრისტიანული დემოკრატიის ლიდერები დააკავეს.

საბოლოოდ, სამართალდამცავი ცენტრის „ვესნას“ და ორგანიზაცია FIDH-ის მონაცემებით, 17 მარტის მდგომარეობით, ბელარუსში საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებული იყო 200 მოქალაქე.

15 მარტის აქციის შემდეგ ქსელში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელზეც  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები მეპროტესტეებს უკვე აქციის შემდეგ აკავებდნენ. ერთ შემთხვევაში, გადაცმულმა სამართალდამცავებმა ტროლეიბუსსაც კი გადაუღობეს გზა, იმისთვის, რომ აქციის მონაწილეები დაეპატიმრებინათ.

21 მარტს ლუკაშენკომ განაცხადა „ორი ათეული ბოევიკის“ დაპატიმრების შესახებ, რომლებიც თითქოს ბელარუსის ტერიტორიაზე პროვოკაციებს ამზადებდნენ. ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, დაკავებულები ბელარუსის, უკრაინის, პოლონეთისა და ლიტვის „ბანაკებში იწვრთნებოდნენ“.

მისი სიტყვების შემდეგ კიდევ 20 ადამიანი დააკავეს, მათ  შორის – ორგანიზაცია „ბელი ლეგიონის“ ყოფილი ლიდერები (ამ ორგანიცაზიამ 2006 წელს შეწყვიტა არსებობა), და ქალაქ ბობრუისკის  აღმასრულებელ კომიტეტთან ოფიციალურად არსებული პატრიოტული კლუბის „პატრიოტის“ მონაწილეები. ბელარუსულმა სახელმწიფო არხებმა უჩვენეს, თუ როგორ ამტვრევს КГБ დაკავებულების ბინების კარებს. როგორც განაცხდეს,ზოგიერთს იარაღიც აღმოუჩინეს. თუმცა, სოციალური ქსელების მომხმარებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ იარაღი ნამდვილი არ იყო.

ხელისუფლების პოზიცია

ალექსანდრ ლუკაშენკომ დეკრეტი №3-ის ამოქმედება ერთი წლით გადაავადა. 2017 წელს ბელარუსებს ამ სკანდალური მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევთ. თუმცა, ამავდროულად საჯარო გამოსვლისას მან განაცხადა, რომ დათმობა ქუჩიდან წამოსული ზეწოლის შედეგი კი  არ არის, არამედ იმის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი შეცდომებაღიარა. გარდა ამისა, პრეზიდენტი ირწმუნება, რომ დეკრეტი №3  ეკონომიკური კი არა (სახელმწიფო ბევრ ფულს ვერ მიიღებს), „მორალური და იდეოლოგიურია“.

ლუკაშენკომ პროტესტის ორგანიზატორებს „მე-5 კოლონა უწოდა“ და საზოგადოებას თითოეული მათგანის ცალ-ცალკე გამოვლენისკენ მოუწოდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ