NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება" />

მოსახლეობის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის. როგორ ცხოვრობენ საქართველოში?

NDI კვლევის შედეგებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო ღარიბდება

NDI, სიღარიბე, თბილისი, გამოკითხვა, ხალხი, მიწისქვეშა გადასასვლელი,

ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC საქართველომ გამოაქვეყნეს სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლებიც 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

კვლევის დროს 2132  ადამიანი გამოიკითხა. 

კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა და მოქალაქეები ბოლო ხუთ წელიწადში კიდევ უფრო გაღარიბდნენ.

JAMnews-ი გთავაზობთ ყველაზე მნიშვნელოვან ციფრებს კვლევიდან:

• UNICEF-ის კვლევა: საქართველოში სიღარიბე და უმუშევრობა გაიზარდა

 რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაზე, რომელშიც ცხოვრობენ. NDI-ის კვლევა

________________

• მოსახლეობის 49 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 2010 წლის შემდეგ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მხოლოდ 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

• მთავარი საკითხები, რაც მოსახლეობას აწუხებს, წინა წლების მსგავსად კვლავ ეკონომიკას უკავშირდება. ასე გამოიყურება პირველი ექვსი პრობლემა, რომელიც მოსახლეობას აღელვებს:

სამუშაო ადგილები (48 პროცენტი),

ფასების ზრდა და ინფლაცია (34 პროცენტი)

სიღარიბე (33 პროცენტი)

ტერიტორიულ მთლიანობა (29 პროცენტი),

პენსიები (22 პროცენტი)

ხელფასები (19 პროცენტი) 

• გამოკითხულების 21 პროცენტმა თქვა, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს.

• მოქალაქეების ორი მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობა მათზე უკეთ ცხოვრობდა.

• თითქმის ყოველი მეორე მოქალაქე (43 პროცენტი) ამბობს, რომ ბოლო 5 წელიწადში გაღარიბდა და 5 წინ უფრო მეტი ფინანსური შესაძლებლობა ჰქონდა.

• საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში ჰქონია შემთხვევა, რომ უფულობის გამო კომუნალური გადასახადები ვერ გადაიხადა.

• გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (54 პროცენტი) ამბობს, რომ არ ჰყავს ახლობლები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში 300 ლარს ასესხებდნენ.

• საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტს აქვს დანაზოგი. საინტერესოა, რომ იმ რეგიონებში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ უმცირესობები, დანაზოგი უფრო მეტ ადამიანს (24 პროცენტი) აქვს.

• საქართველოს მოსახლეობის 70 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური უთანასწორობაა და მხოლოდ გარკვეული ჯგუფები სარგებლობენ ეკონომიკის სიკეთეებით.

• NDI-იმ მოსახლეობა პირველად გამოჰკითხა ახალ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით. [შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვრიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა, რომელში ჩართვაც აუცილებელია 40 წლამდე მოქალაქეებისთვის, 40 წელზე უფროსი მოქალაქეები კი, თავად ირჩევენ, ჩაერთონ თუ არა პროგრამაში_JAMnews] აღმოჩნდა, რომ სავალდებულო პროგრამაში ჩართული მოქალაქეების 57 პროცენტი ისე იხდის ყოველთვიურ საპენსიო შენატანს, არ სჯერა, რომ როდესაც პენსიაზე გავლენ შეძლებენ დაგროვილი თანხით სარგებლობას.

• და ბოლოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ეკონომიკურ პრობლემებში მუდმივად ადანაშაულებენ გარე ფაქტორებსა და ასევე ოპოზიციას, მოსახლეობა ასე არ ფიქრობს. გამოკითხულთა 84 პროცენტმა თქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.


ასევე წაიკითხეთ