აფხაზეთი დილემის წინაა: შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება რუსული რუბლის ზონაში დარჩენით" />

მოსაზრება: იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აფხაზეთს საკუთარი ვალუტა ექნება – შეძლებს თუ არა ხელისუფლება მის მართვას?

აფხაზეთი დილემის წინაა: შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება რუსული რუბლის ზონაში დარჩენით

ბიჭი სოხუმის ქუჩაში. ფოტო: პატრიკ სალატი
 აფხაზი ეკონომისტი თენგიზ ჯოპუა

ბოლო პერიოდში, აფხაზეთში საკუთარი ვალუტის შემოღების მტკიცე მხარდამჭერი გავხდი.

ამის გაკეთება აუცილებელია – წინააღმდეგ შემთხვევაში, არანაირი აზრი არ აქვს აფხაზეთში ეკონომიკური ზრდის შესაძლებლობების განხილვას.

• აფხაზეთში მცირე ბიზნესს სჭირდება არა ფული, არამედ რეფორმები

• აფხაზეთში მაინინგი აკრძალეს

• რითი განსხვავდება აფხაზეთი შვეიცარიისგან?

ფულის ის უმნიშვნელო ნაკადი, რომელსაც აფხაზეთი იღებს ფინანსური და სოციალური დახმარების სახით – დაუყოვნებლივ ირიცხება საპირისპირო მიმართულებით: ის რუსეთიდან იმპორტის საფასურის გადასახდელად მიდის. სესხის განაკვეთები – უზომოა. და ამ განაკვეთითაც არაფერს მოგცემენ – იმდენად, რამდენადაც ფული არ არის. უბრალოდ, ფული არ არის.

მაგრამ საუბარიც კი არ არის იმაზე, რომ საკუთარი ვალუტის გამოშვებაა საჭირო. აფხაზეთის ხელისუფლებას არ შეუძლია გაატაროს ადეკვატური საბიუჯეტო, საგადასახადო და საგარეო-ეკონომიკური პოლიტიკა – როგორ გაატარებენ ისინი მონეტარულ პოლიტიკას, თუკი საკუთარი ვალუტა გამოჩნდება?

ხელისუფლებას არ შეუძლია გაიგოს ფისკალური პოლიტიკის შედეგები. მათ ისიც კი არ ესმით – გაეზარდათ საგარეო-სავაჭრო ბრუნვა თუ შეუმცირდათ? ამრიგად, როგორ დაარეგულირებენ ისინი ეკონომიკაში კიდევ უფრო რთულ მოვლენებს?

ნებისმიერ შესაძლო მომენტში პოლიტიკური ხელისუფლება „მანქანის ჩართვას“ და არაფრით უზრუნველყოფილი ფულის ბეჭდვას მოითხოვს.

და მათთვის მნიშვნელობა არ ექნება შედეგებს, მაგალითად, ინფლაციას – მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეს არ ესმით.

სოხუმის ქუჩაში. ფოტო: პატრიკ სალატი, JAMnews

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ