ეს ჯილდო მანდ ზედიზედ მერვედ მიიღო " />

ლონდონის „არსენალში“ მოთამაშე მხითარიანი სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

ეს ჯილდო მანდ ზედიზედ მერვედ მიიღო

ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews

2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება სომხეთის ნაკრებისა და ლონდონის „არსენალის“ მოთამაშეს გენრიხ მხითარიანს მიენიჭა.

 „მე ამ ჯილდოს უდიდესი სიამოვნებით ვიღებ. ვეცდები მომდევნო წლებშიც პირველი გავხდე, რა თქმა უნდა, ჩემი თანაგუნდელების მიმართ პატივისცემით“, – თქვა გენრიხმა ჯილდოს მიღებისას.

მხითარიანი უკვე მერვედ, და ზედიზედ მეშვიდე წელია, ხდება საუკეთესო ფეხბურთელი.

მეორე ადგილზეა სომხეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელი, მაკედონიის გუნდის „ვარდარის“ თავდამსხმელი ტიგრან ბარსეგიანი; მესამე ადგილზე – სომხეთის ნაკრებისა და რუსეთის „ურალის“ მცველი ვარაზად აროიანი.

სომხეთის საუკეთესო ფეხბურთელს ჯილდო პირველად 1992 წელს გადაეცა. ის გუნდ „კილიკიის“ მცველმა სარგის ოვსეპიანმა მიიღო. ამ წოდების ყველაზე ახალგაზრდა მფლობელია ედგარ მანუჩარიანი. ის საუკეთესო ფეხბურთელად 17 წლის ასაკში აღიარეს. საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მქონეთა შორის ყველაზე უფროსი სარგის ოვსეპიანი იყო. 2008 წელს მან ეს ჯილდო 36 წლის ასაკში მიიღო.

სომხეთის მედია დღეს იხსენებდა, რომ 2017 წელს გენრიხ მხითარიანმა ასევე მოიგო ევროპის ლიგისა და ინგლისის ლიგის თასები და ევროპის ლიგის სიმბოლური ნაკრების შემადგენლობაში შევიდა.

2017 წელს მხითარიანი 10 საუკეთესო სომეხი სპორტსმენის სიაში მოხვდა. ამან ზოგიერთი სპორტსმენის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მათი თქმით, მხითარიანს, რომელიც უდავოდ არაჩვეულებრივი ფეხბურთელია, საკუთარი ქვეყნისთვის მაინც არაფერი მოუპოვებია. ახლახან გენრიხმა 10 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვედრისთვის მიღებული თავის პრიზი – ავტომობილი    Hyundai Elantra დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების სარეაბილიტაციო ცენტრს საჩუქრად გადასცა.

 


ასევე წაიკითხეთ