ფოტოები და ისტორიები" />

ვისგან და რისგან იცავენ საზამთროს ფერმერები აზერბაიჯანში

ფოტოები და ისტორიები

ძია აზიზი ოჯახთან ერთად აზერბაიჯანის ჰიზინის რაიონის სოფელ ყილიაზში ცხოვრობს. მთელი წლის განმავლობაში ოჯახი თავს მეცხოველეობით ირჩენს, ზაფხულის თვეებში კი მათ საზამთროები, ნესვები და კიტრი მოჰყავთ. წელს ძია აზიზმა ეს ბაღჩეული დაახლოებით ორ ჰექტარზე დარგო.

„ჩვენ აქ ექვსნი ვართ. ყოველდღიურად, დილის 5 საათზე უკვე ნაკვეთში ვართ. ბაღჩას ვრწყავთ, საზამთროსა და ნესვს ვკრეფთ, მანქანაზე აქვე ვტვირთავთ და გზის პირას ვყიდით“.

„მთელ დღეს ბაღჩაში ვერ გავატარებდი, რადგან დღისით ძალიან ცხელოდა. თანაც მაშინ საზამთრო ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დამწიფებული, ასე რომ, განსაკუთრებულად ბევრი საქმეც არ მქონდა. საღამოს კი მივედი და ვხედავ, რომ ნარგავებში უამრავი ძროხა დადის და ჩემს საზამთროებს მიირთმევენ. დავიწყე მათი თითო-თითოდ გაგდება. მაგრამ მე ხომ ერთი ვიყავი, ისინი კი – ბევრნი; ვიდრე ერთს განდევნი, სხვები ჭამას განაგრძობენ. და თანაც ვიდრე ნარგავებიდან გავიდოდნენ, უამრავი გადათელეს. საქმე ის არის, რომ ამ ცხოველების პატრონს რომ შესჩივლებ, ის გეტყვის: „მისმინე ძმაო, თუ რაიმეს რგავ, ნება იბოძე და იმაზეც იზრუნე, რომ შენს ნარგავებს არავინ მიეკაროს“.

 

 

 

„ნაკვეთს მგლებისა და ტურებისგანაც უნდა დაცვა. წინათ თესვის დროს ღამითაც ვყარაულობდი, მაგრამ საზამთროების ცხოველებისგან დაცვა ყოველთვის მაინც არ ხერხდება.

ერთხელ განსაკუთრებულად ბევრი მოსავალი იყო და ღამ-ღამობით ვყარაულობდი ხოლმე. ერთხელაც სხვენში ვზივარ და ნაკვეთს სანათურით ვანათებ, ვუყურებ როგორაა იქ საქმე. უცბად ვამჩნევ, რომ ნარგავებში რამდენიმე ტურაა შეპარული. დავიწყე ყვირილი და ქვების სროლა – არაფერი არ შველის. უკვე საზამთროც კი დამავიწყდა: შემეშინდა, რომ ტურები თავს დამესხმებოდნენ. დავიმალე და ჩუმად ვიჯექი, ვიცდიდი, არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ასე ვიჯექი სხვენში, ვიდრე ტურები გაძღებოდნენ.

დილით გავედი და ვნახე, რომ 40-45 საზამთრო იყო დაკბეჩილი. ამის შემდეგ სეზონის ბოლომდე ყოველთვის ძაღლები დამყავდა თან. მაგრამ ახლა ასეთი რამ უკვე ძალიან იშვიათად ხდება. თანაც ამ ნაკვეთზე პირველად ვრგავ, ის სოფელთან ახლოსაა, ასე რომ, ცხოველებს ეშინიათ“.

„მოსავალს დილაობით ვკრეფთ, მანქანაზე ვტვირთავთ, და გზის პირას ვყიდით. ერთხელ ერთი ადამიანი საზამთროს საყიდლად გაჩერდა. მეკითხება, რა ღირს საზამთრო, ვარგა თუ არა? დიახ, კარგია-მეთქი, – ვეუბნები. უსასუქო და ყველანაირი ქიმიის გარეშე. სასუქს მხოლოდ იმისთვის ვიყენებთ, რომ მოსავალი მწერებისგან დავიცვათ, და არა იმისთვის, რომ საზამთრო უფრო დიდი გაიზარდოს.

მეუბნება, – ერთი გამიჭერი, ვნახავ შიგნით როგორია. გავჭერი და საზამთრო უგემური აღმოჩნდა. მეუბნება, – არაუშავს, ყველაფერი ხდება, ერთიც გამიჭერიო. გავჭერი კიდევ ერთი, და ისიც უგემურია. მყიდველმა შემომხედა და მეუბნება: ხომ მარწმუნებდი, რომ გემრიელი საზამთრო გაქვს? შემრცხვა და არ ვიცოდი რა მეპასუხა. მან კი 10 მანათი ამოიღო, მომცა და მითხრა: არასდროს არ მოიტყუო, თუ უგემური საზამთრო გაქვს – უნდა თქვა.

ის საზამთროები კი სინამდვილეში, ჩემი კი არა, მეზობლის იყო. უბრალოდ, იმ დღეს დაკავებული იყო, და მთხოვა, რომ მისი საქონელი ჩემს საზამთროსთან ერთად გამეყიდა. შემდეგ მყიდველს ნესვის გაჭრა შევთავაზე, რომ ისიც გაესინჯა. ვჭრი და მეშინია – ესეც უგემური რომ აღმოჩნდეს, სულ მთლად თავი მომეჭრება-მეთქი. მაგრამ ნესვი ძალიან გემრიელი იყო. იმ კაცმა 20 კილო მაინც იყიდა.

მე კი ავუწონე, ჩავულაგე, ფული კი, ბევრი ხვეწნის მიუხედავად, არ გამოვართვი. მას შემდეგ ეს ადამიანი, როდესაც ჩაივლიდა ხოლმე, ყოველთვის ყიდულობდა ჩემგან ნესვს. საზამთრო კი ისეთი რამეა, ვერასდროს მიხვდები, შიგნით როგორია. ზოგჯერ ერთი და იგივე ნერგისგან გემრიელი საზამთროც გამოდის და უგემურიც“.

 

ამავე თემაზე

104 კვერცხი, 21 დღე და 80 წიწილა: ვიდეორგოლი ბაქოს პერიფერიულ ზონაში მდებარე პატარა ფერმიდან

104 კვერცხი, 21 დღე და 80 წიწილა: ვიდეორგოლი ბაქოს პერიფერიულ ზონაში მდებარე პატარა ფერმიდან

აზერბაიჯანმა და სხვა კასპიისპირა ქვეყნებმა „საზღვაო კონსტიტუციას“ მოაწერეს ხელი. ამას 20 წელიწადი დასჭირდა

აზერბაიჯანმა და სხვა კასპიისპირა ქვეყნებმა „საზღვაო კონსტიტუციას“ მოაწერეს ხელი. ამას 20 წელიწადი დასჭირდა

ათი პორტრეტი აზერბაიჯანული პომიდვრებით

ათი პორტრეტი აზერბაიჯანული პომიდვრებით

რა შეიცვალა აზერბაიჯანში სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვის მერე

რა შეიცვალა აზერბაიჯანში სახელმწიფო ბიუჯეტის გადახედვის მერე

რას წარმოადგენს და როგორ მზადდება აზერბაიჯანული თავსაფარი „ქიალაღაი“

რას წარმოადგენს და როგორ მზადდება აზერბაიჯანული თავსაფარი „ქიალაღაი“

როდის დამთავრდება „აზერბაიჯანული ნავთობი“?

როდის დამთავრდება „აზერბაიჯანული ნავთობი“?

ხიდან მოწყვეტილი კარტოფილი, მანდარინი და სხვა ხილი: 25 ფოტო აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონიდან

ხიდან მოწყვეტილი კარტოფილი, მანდარინი და სხვა ხილი: 25 ფოტო აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონიდან

„თეთრი ოქროს“ შემგროვებელი ქალების ისტორიები. გადაარჩენს თუ არა ბამბა აზერბაიჯანულ ეკონომიკას?

„თეთრი ოქროს“ შემგროვებელი ქალების ისტორიები. გადაარჩენს თუ არა ბამბა აზერბაიჯანულ ეკონომიკას?


ასევე წაიკითხეთ