ყოფილი სამლოცველო სახლი ახალგაზრდული ანდერგრაუნდის საყრდენად იქცა" />

ბაქოში ასამდე ადამიანი კინოთეატრ SalaamCinema-ში ათევს ღამეს, რათა შენობა არ დაანგრიონ

ყოფილი სამლოცველო სახლი ახალგაზრდული ანდერგრაუნდის საყრდენად იქცა

ასზე მეტი ახალგაზრდა, უკვე რამდენიმე დღეა, ბაქოს ცენტრში მდებარე ძველისძველ შენობას არ ტოვებს, და გარანტიას ითხოვს, რომ მას არ დაანგრევენ.

2019 წლის დასაწყისში ამ შენობას “ანდერგრაუნდ” ახალგაზრდებს შორის პოპულარული კინოთეატრი SalaamCinema ქირაობდა. აპრილის ბოლოს კი მფლობელმა მოითხოვა, რომ შენობა გაეთავისუფლებინათ, და როგორც თქვა, მის გარემონტებას აპირებდა.

• თანამედროვე აზერბაიჯანული კინო: რას წარმოადგენს ის, და რატომ არის ის ასე ცოტა

• რა მოსწონთ აზერბაიჯანელ სტუდენტებს საზღვარგარეთ, და რა – ნაკლებად

ახალგაზრდებმა მფლობელს არ დაუჯერეს და გადაწყვიტეს, რომ მას შენობის დანგრევა სურდა, რის დაშვებაც მისი ისტორიული ფასეულობის გამო, არ შეიძლება. მათი აზრით, შენობას ისტორიული ძეგლის სტატუსი ესაჭიროება.

6 მაისს მათ ქვეყნის პირველ ვიცე-პრეზიდენტსა და პირველ ლედის მეჰრიბან ალიევას გაუგზავნეს წერილი თხოვნით, რომ პირადად ჩარეულიყო ამ საქმეში და შენობის დანგრევა არ დაეშვა.

ამ საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სოციალურ ქსელებში „SalaamCinema“ -ს გადარჩენის მოწოდებები გაისმოდა.

შენობის შესახებ

ხსენებული შენობა 1913 წელს არის აგებული. თავიდან ეს ერთ-ერთი ქრისტიანული მიმდინარეობის წარმომადგენლების – მოლოკანების სამლოცველო სახლი იყო. 1926 წელს შენობა კავშირგაბმულობის სამინისტროს გადასცეს.

• როგორ ცხოვრობენ მოლოკანები აზერბაიჯანში – ისტორიები სოფელ ივანოვკიდან

90-იანი წლების დასაწყისიდან შენობა ცარიელი იყო.

2018 წლის დასასრულს მისი პრივატიზება მოხდა – ის კერძო საკუთრებაში გადაეცა მფლობელს, ვისგანაც მას SalaamCinema ქირაობდა.

კონფლიქტის არსი და ეტაპები

SalaamCinema-სა და შენობის მფლობელებს შორის კონფლიქტი დროის მიხედვით დაემთხვა ბაქოში ტოლერანტობის ფესტივალის Imagine-ის გახსნას, რომელიც აზერბაიჯანში ევროპის კავშირის დელეგაციის მიერ არის ორგანიზებული.

1 მაისს ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ დენის დანილიდისმა თქვა, რომ ფესტივალის ღონისძიებათა ნაწილი SalaamCinema-ში ჩატარდება, ძველისძველ შენობაში, რომელსაც, როგორც ქალაქის ისტორიის ნაწილს, გაფრთხილება სჭირდება.

2 მაისიდან მოყოლებული, მფლობელის წარმომადგენლები და თავად ისიც, შენობაში რამდენჯერმე მივიდნენ და დამქირავებლებისგან შენობის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვდნენ, მათი ძალით გაგდებაც კი სცადეს.

ახალგაზრდა აქტივისტებმა შენობის სადღეღამისო „ყარაულობა“ დაიწყეს და სოციალურ ქსელებში მისი გადარჩენის კამპანია გააჩაღეს. მათ წერილებით მიმართეს ყველა იმ სახელმწიფო ინსტანციას, რომლებსაც არქტექტურული ობიექტების დაცვასთან მეტ-ნაკლები კავშირი აქვთ. თუკი შენობას დაცული ობიექტების სიაში შეიტანენ, მისი დანგრევა შესაძლებელი აღარ იქნება.

საქმეს ის ართულებს, რომ SalaamCinema-ს თავად მფლობელთან ოფიციალური ხელშეკრულება არ აქვს. შენობა მათ პატრონის წარმომადგენელმა მიაქირავა, და გარიგება ყველა წესის დაცვით არ შემდგარა.

საქმეში პოლიციისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ჩარევა იმით ამოიწურება, რომ ისინი პერიოდულად გააფთრებულ მესაკუთრეს აწყნარებენ და შეხლა-შემოხლის დაწყებას თავიდან იცილებენ.

ოფიციალური სტრუქტურები ჯერჯერობით ხმას არ იღებენ.

რას ნიშნავს ეს ყველაფერი?

ბაქოში SalaamCinema-ს პრობლემას საზოგადოების ერთი ნაწილი აქტიურად განიხილავს, და თავიდან ეს შემთხვევა ბევრმა ისე აღიქვა, როგორც:

  • „ახალგაზრდული საპროტესტო მოძრაობის გაღვიძება“.
  • სხვა ვერსიით – ახალი ბოჰემის წარმოშობა დამოუკიდებელი არტ-სივრცის გარშემო, რომელიც ბაქოში ასე ცოტაა.
  • და ბოლოს, უბრალოდ ბაქოელების რეაქცია ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებაზე – ისტორიული შენობების დანგრევასთან დაკავშირებული სკანდალები ხომ, სულ ცოტა, ათი წელია, არ წყდება.

პირველი ვარიანტის იმედით, პროტესტანტებს ყოფილი პოლიტპატიმრები – ბაირამ მამედოვი და გიას იბრაგიმოვი შეუერთდნენ. მაგრამ შემდეგ, აქტივისტების „ძირითად შემადგენლობასთან“ უთანხმოების გამო, ისევ გაემიჯნენ. აქტივისტებს არ სურდათ, რომ ბაირამსა და გიასს პოლიტიკური პლაკატები და ლოზუნგები გამოეყენებინათ, და საერთოდ, სიტუაციის პოლიტიზება მოეხდინათ. ბაირამი და გიასი, თავის მხრივ, იმის წინააღმდეგ იყვნენ, რომ მეჰრიბან ალიევასთვის წერილი მიეწრათ და დახმარება ეთხოვათ.

რა ხდება ახლა

აქტივისტების ჯგუფი ჯერ ისევ შენობაშია. დროდადრო მათ მეგობრები, ნაცნობები და უბრალოდ გულშემატკივრები უერთდებიან. საღამოობით ახალგაზრდები ეზოში კოცონს ანთებენ, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ, და პროტესტი უკვე თავისთავად იღებს ახალგაზრდული ფესტივალის სახეს.


ასევე წაიკითხეთ