მეტრო, რკინიგზა, ელექტრომობილები - დაპირებები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობამ არჩევნებამდე ერთ კვირით ადრე მიიღო
• თბილისში აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს ახალ სადგურებს ააშენებენ;
• მიწისზედა მეტრო საქართველოს დედაქალაქს მეზობელ ქალაქ რუსთავთან დააკავშირებს.
• თბილისში, შესაძლოა, მალე აღარ იყოს მიკროავტობუსები, რომლებიც საცობებს ქმნის და ჰაერს აბინძურებს.
• მოკლე ხანში დედაქალაქში პარკინგის პრობლემა გადაწყდება;
• 10 წელიწადში საქართველოს ავტოპარკი 90 პროცენტით განახლდება ელექტრომობილებით – ეს იმ დაპირებების სრული სია არ არის, რაც დღეს საქართველოს დედაქალაქის მაცხოვრებლებმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ქალაქის მერის კახი კალაძისგან მოისმინეს.
პრემიერმა ჩაატარა პროექტის პრეზენტაცია – „მწვანე პოლიტიკა – ეკოტრანსპორტი“, რომლის ნაწილიც იქნება თბილისში მიწისზედა მეტროს განვითარება.
ის პროექტი, რომელიც თბილისის ნაწილის შემოვლით ახალი რკინიგზის გაყვანას ითვალისწინებს, 2010 წელს დაიწყო. თუმცა, მაშ შემდეგ, რაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, წინა ხელისუფლების მიერ დაწყებული სხვა პროექტების მსგავსად, 2012 წელს ეს პროექტიც შეაჩერეს.
ექვსი წლის შემდეგ, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ამ პროექტის აღდგენა გადაწყვიტეს.
„დღეს ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვაანონსებთ. ჩვენ შემოვლითი სარკინიგზო ხაზის ინფრასტრუქტურას გამოვიყენებთ და მეტროს ახალ სადგურებს ავაშენებთ სამგორიდან ლილოს მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს ქალაქს ახალ სიცოცხლეს შესძენს…
პერსპექტივაში მოცემული სარკინიგზო ხაზი ქალაქ რუსთავის თბილისის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირების საშუალებას მოგვცემს. ეს პროექტი მართლაც ისტორიული მნიშვნელობისაა“, – გადმოსცემს ბახტაძის სიტყვებს „ახალი ამბები საქართველო“.
ამავდროულად პრემიერმა აღნიშნა, რომ ამ პროექტის შეჩერების შესახებ წინათ მიღებული გადაწყვეტილება ობიექტური იყო, რადგან მას დამუშავება ესაჭიროებოდა და „ძველმოდური“ იყო“.
უკვე კლიპიც კი არსებობს, თუ როგორი იქნება ახალი მიწისზედა მეტრო:
ახალი პროექტის წვრილმანებზე ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემაც ილაპარაკა. მისი თქმით, ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დაიწყება.
„ამ პროექტის ფარგლებში დაახლოებით რვა ახალი სადგური აშენდება. დაიხარჯება 90 მილიონი დოლარი. მათ შორის, 30 მილიონი – მეტროს ვაგონების ღირებულებაა, დანარჩენი კი ინფრასტრუქტურის მოწყობას დასჭირდება. ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან ის 200 ათას ადამიანზე მეტს მოემსახურება“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პირველ ეტაპზე ამ ხაზზე ექვსი ახალი შემადგენლობა იმოძრავებს. ლოდინის ვადა – 10 წუთია, თუმცა, ის თანდათან შემცირდება.
ჩვენ ვაგონების რაოდენობას გავზრდით და ლოდინის დროს შევამცირებთ… საბოლოოდ კი ეს ყველაფერი რეალურად შექმნის იმის საფუძველს, რომ ქალაქში წესრიგი დამყარდეს, და ჩვენი მოქალქეებისთვის სუფთა და კომფორტული გარემო შეიქმნას“, – აღნიშნა კალაძემ.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობამ უკვე დაამუშავა გეგმა, რომლის თანახმადაც, 10 წელიწადში საქართველოში მანქანების 90 პროცენტი ელექტრომობილი იქნება, თუმცა მას არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რა არის ამ გეგმის არსი.
პრემიერმა თქვა, რომ მწვანე ეკონომიკა საქართველოს მთავრობის მნიშვნელოვანი სტრატეგიაა.
დღეისთვის თბილისის მეტროპოლიტენი შედგება 23 სადგურისგან, რომლებიც ორ ხაზზეა განაწილებული – ახმეტელი -ვარკეთილის, და საბურთალოს ხაზები. მეტროს ხაზის საერთო სიგრძე – 57 კილომეტრია, მათ შორის პირველი ხაზის – 40 კილომეტრი, მეორის კი – 17.
პიკის საათში დგომის დრო ზოგჯერ 10 წუთს აჭარბებს, რის გამოც, მეტროში ხშირად ხალხმრავლობაა და ადამიანები სოციალურ ქსელებში მუდმივად ჩივიან: