უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ბევრი სომეხი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნდა" />

„აშშ-დან მივემგზავრები და ვიცხოვრებ სომხეთში“. ოთხი განსხვავებული ისტორია

უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ბევრი სომეხი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა, სამშობლოში დაბრუნდა

Հայաստան, սփյուռք, հայրենադարձություն, հայ, վերադարձ, հայրենիք, სომხეთი, ერევანი, სომხეთის ახალი ამბები, ახალი ამბები სომხეთში, ისტორიები სომხეთიდან, სიტუაცია სომხეთში, რა ხდება სომხეთში, სომხეთის მთავრობა, სომხეთი დღეს, სომხური საზოგადოება, პოსტ საბჭოთა სომხეთი, ცხოვრება სომხეთში,

დიასპორის საქმეთა სამსახურის ოფისში ამტკიცებენ, რომ უკანასკნელი წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საზღვარგარეთ მცხოვრები ბევრი სომეხი სამშობლოში დაბრუნდა. თუმცა, ზუსტ რიცხვს ვერ ასახელებენ.

„ნაკადი ძალიან გაიზარდა რევოლუციის (ხავერდოვანი რევოლუცია სომხეთში 2018 წლის გაზაფხულზე მოხდა – JAMnews) შემდეგ. ადამიანები ბრუნდებიან იმ განწყობით, რომ სომხეთი ახლა ბევრად თავისუფალი ქვეყანაა – უკეთესი პირობებია, რომ იმოქმედო, იმუშაო, ბიზნესი გააკეთო“, – აცხადებს რეპატრიატთა განყოფილების ხელმძღვანელი, ოგანეს ალექსანიანი.

რატომ ასწავლიან სომხები ჩინეთში ინგლისურს

დიასპორა – სომხეთის მთავარი დასაყრდენი

დიასპორის საქმეთა სამსახურის ოფისმა მუშაობა 4 თვის წინ დაიწყო. ამ სტრუქტურამ დიასპორის სამინისტრო შეცვალა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ არასაკმარისად ეფექტურად მიიჩნია და გააუქმა.

სხვათა შორის, ახალ სტრუქტურას ხელმძღვანელობს ერთ-ერთი ისეთი ადამიანი, რომელიც აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა სამუშაოდ. ეს არის გლენდეილის ყოფილი მერი, 43 წლის პოლიტოლოგი და იურისტი, ზარე სინანიანი.

ზარე სინანიანი

Армения, диаспора, репатриация, армянин, возвращение, родина,Հայաստան, սփյուռք, հայրենադարձություն, հայ, վերադարձ, հայրենիք

ფოტო: azatutyun.am

ის ერევანში დაიბადა და აშშ-ში საცხოვრებლად ოჯახთან ერთად, 1988 წელს გადავიდა.

2019 წლის ივნისში კი მან უარი თქვა გლენდეილის საქალაქო საბჭოს წევრობაზე, რათა დაბრუნებულიყო სომხეთში და დიასპორის საქმეთა მთავარი სამსახურის ხელმძღვანელად დაეწყო მუშაობა.

სინანიანი ცნობილია იმით, რომ მწვავედ აკრიტიკებდა სომხეთის ყოფილ ხელისუფლებას, 2018 წლის ივნისში კი მხარი დაუჭირა „ხავერდოვან რევოლუციასა“ და მის ლიდერს, ნიკოლ ფაშინიანს. ასე რომ, მისი დანიშვნა ახალი ხელისუფლების რეფორმირების შემდეგ, არავისთვის იყო გასაკვირი.

როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ზარე სინანიანმა განაცხადა, რომ სომხური დიასპორის სამშობლოში დაბრუნება – სრულებით რეალური იყო. მისი აზრით, უკანასკნელ წლებში ემიგრაციაში წასვლის მიზეზი არა იმდენად ეკონომიკური საკითხები იყო, რამდენადაც ფსიქოლოგიური – და ახლა ის განეიტრალებულია:

„დიასპორა – ეს, სულ მცირე, 5 მილიონი ადამიანია და თუკი, თუნდაც 10 პროცენტი დაბრუნდება სომხეთში…, ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან დიდ ნაკადზე, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უზარმაზარ საკადრო პოტენციალზე, რითაც სომხეთს შეუძლია მოგებული დარჩეს“.

პატრიკ აზატიანი

Հայաստան, սփյուռք, հայրենադարձություն, հայ, վերադարձ, հայրենիք

ფოტო: JAMnews

წარმატებული დიზაინერისთვის, პატრიკ აზატიანისთვის სამშობლოში დაბრუნება დაიწყო ჰეშთეგით #მივემგზავრები აშშ-დან და #ვიცხოვრებ სომხეთში. უკვე ერთი წლის შემდეგ კი მის ფეისბუკის გვერდზე გაჩნდა ტორტის ფოტოსურათი, რომელშიც 1 სანთელი იყო ჩარჭობილი და ეწერა:

„დღეს – უკვე ერთი წელია სომხეთში ვარ / #რეპატრიანტისდაბადებისდღე“.

ახლა 56 წლის პატრიკ აზატიანი ნანობს, რომ უფრი ადრე არ დაბრუნდა:

„მე თანამემამულეებთან ერთად ვქმნი რაღაც ახალს, გავდივარ ცხოვრების ახალ გზას. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია და საჭიროა ამაზე საუბარი. ამერიკაში ადამიანები მუშაობენ, მათ აქვთ სახლი, ჰყავთ მანქანა, შვილები უნივერსიტეტებში დადიან. ეს ნორმალური ცხოვრებაა. მაგრამ ცხოვრება შესაძლოა უფრო მეტიც იყოს. ჩემთვის კმაყოფილება ამ მოდელს მიღმაა. თუკი ყოველდღიურად სომხეთზე ფიქრობ, სომხეთზე კითხულობ, რა აზრი აქვს ამერიკაში დარჩენას?“.

სომხეთში პატრიკმა დიზაინის სტუდია შექმნა. ამბობს, რომ მისი თანამშრომლები – ადგილობრივი მცხოვრებლები – მასზე გავლენას ახდენენ, მუდმივად ცვლიან მას, ის კი – მათ. შედეგად, „შევეჩვიეთ ერთმანეთს“, გუნდი გავხდით.

მისი თქმით, როდესაც სომხეთში ტურისტად ჩადიხარ, სასტუმროში ცხოვრობ, უსმენ სომხურ ლაპარაკს ქუჩაში, დადიხარ კაფეში, ყველაფერი სასიამოვნოდ გეჩვენება:

„მაგრამ, როდესაც საცხოვრებლად რჩები, იწყებ უარყოფითი რაღაცების დანახვასაც. ეს არ ნიშნავს, რომ იმედები გიცრუვდება, არა, უბრალოდ, ამ ყველაფრით იწყებ ცხოვრებას.

ადამიანები მეკითხებიან: „არ ნანობ, რომ გადასახლდი? არის უარყოფითი რაღაცები?“. მე არ ვნანობ. ნეგატიური ამბები არის, დიახ, არის. ზოგიერთი რეპატრიანტი ამბობს, რომ მათ ბევრი პრობლემა ჰქონდათ სომხეთში, მაგრამ  გადმოვიდნენ და გადარჩნენ. რა სირთულეებზეა ლაპარაკი? წყალი არის, ელექტროენერგია არის, სუპერმარკეტებიც არის. ყველაფერი არის. ჩემთვის პრობლემა არის ის, რაც ნეგატიურად აისახება მოქალაქეებზე – უსამართლობა და უთანასწორობა“.  

Армения, диаспора, репатриация, армянин, возвращение, родина

ფოტო: JAMnews

პატრიკი ამბობს, რომ მშობლები ამერიკაში დარჩნენ და ძალიან განიცდიდნენ მის სომხეთში გადასვლას:

„მათ ვუთხარი: თქვენ თვითონ გამზარდეთ ასეთი. შენ არ იბადები სომხად ან სხვა ეროვნების ადამიანად, შენ ამას გასწავლიან და მაშინ ხდება ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი. და შენ უკვე აღარ შეგიძლია საკუთარ თავს აუხსნა, რომ მესამე თაობის ამერიკელი ხარ და არანაირი კავშირი აღარ გაქვს სომხეთთან. აი, მე დავბრუნდი და ვიცხოვრებ სომხეთში“.

ევა ადალიანი

Հայաստան, սփյուռք, հայրենադարձություն, հայ, վերադարձ, հայրենիք

ფოტო: JAMnews

ევა 45 წლისაა. სომხეთიდან ამერიკაში ოჯახთან ერთად 1992 წელს გადავიდა და იქ 26 წელი იცხოვრა:

„დგება ასაკი, როდესაც შენი ღირებულებათა სისტემა იცვლება. მე მშურდა ადამიანების, რომლებიც სომხეთში ცხოვრობდნენ. ამერიკაში ცხოვრება სტრესებით არის აღსავსე. შორიდან ის სხვანაირი ჩანს – მარტივი და ოქროსი. დიახ, ეს ქვეყანა ბევრ შესაძლებლობას გიხსნის, მაგრამ საბოლოოდ მიდიხარ იმასთან, რომ ეს ყველაფერი ამად არ ღირდა“.

ევა ჰყვება, რომ სომხეთში დაბრუნების თემაზე ქმართან დალაპარაკების ყველაზე მეტად ეშინოდა. მაგრამ მანაც და ევას მშობლებმაც ეს გადაწყვეტილება სიხარულით მიიღეს. შედეგად, მთელი ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა.

ევა გრაფიკული დიზაინის სპეციალისტია, მაგრამ 2000 წლიდან საიუველირო საქმით დაკავდა. ამბობს, რომ ერთადერთი ქალაქი, სადაც საკუთარი მაღაზიის გახსნა და ნამუშევრების გამოფენა სურს – ერევანია:

„ჯერჯერობით კლიენტები ჩემს ნამუშევარს ონლაინ უკვეთავენ. მაგრამ უკვე წელს გაიხსნება ჩემი მაღაზია.

სომხეთში დაბრუნების წინ პანიკა მქონდა – მინდოდა, სწრაფად დავბრუნებულიყავი და ახალგაზრდული წლები გამეტარებინა საკუთარ ქვეყანაში. დაგვიანების მეშინოდა, მეჩვენებოდა, რომ სომხეთს ნელ-ნელა ჩამოვრჩი. ისეთი აჟიტირებული დავბრუნდი, რომ ეს ეიფორია ჯერ კიდევ არ გადამივიდა“.

Հայաստան, սփյուռք, հայրենադարձություն, հայ, վերադարձ, հայրենիք

ფოტო: JAMnews

დეკემბერში ერთი წელი გახდება, რაც ადალიანები სამშობლოში დაბრუნდნენ. ევა აღნიშნავს, რომ სომხეთის შეცვლა სურდა:

„ადამიანებისთვის პრობლემაა გაღიმება, მადლობის გადახდა ან ბოდიშის მოხდა. ჩვენ მუდმივად რაღაცას ვითხოვთ, ვბრაზობთ და ვჩივით. იგივე ადამიანები, რომლებიც ქუჩაში იფურთხებიან და ნაგავს ყრიან, ჩივიან, რომ მერია ცუდად მუშაობს. იგივე სომხები ამერიკაში კანონმორჩილები არიან. ანუ ისე არაა, რომ დავბრმავდი, ვხედავ ყველა ხარვეზს, მაგრამ ყოველდღიურად ვდგები სარკის წინ და საკუთარ თავს ვეუბნები: მადლობა იმისთვის, რომ დავბრუნდით.

შემიძლია ახვერდიანის სიმღერიდან მოვიყვანო სიტყვები: მე შენ მიყვარხარ, ჩემო ერევანო. სამყაროს ბოლომდე უნდა მიხვიდე, რომ ეს სიტყვები გააცნობიერო“.

ანაიტ არამუნი კეშიშიანი 

Հայաստան, սփյուռք, հայրենադարձություն, հայ, վերադարձ, հայրենիք

ფოტო: JAMnews

ანაიტ არამუნი უკვე 4 წელია სომხეთში ცხოვრობს. მისთვის ეს უკვე მეორე დაბრუნებაა სამშობლოში. პირველად ის 1974 წელს დაბრუნდა მშობლებთან ერთად ირანიდან. 10 წელი საბჭოთა კავშირში იცხოვრა, შემდეგ კი აშშ-ში გადავიდნენ.

ფილოლოგი და თეატრალური მოღვაწე ანაიტ არამუნი დარწმუნებულია: ამჯერად ის სომხეთში, პირველ რიგში, „კარგი ცხოვრებისთვის“ დაბრუნდა. სამშობლო და პატრიოტიზმი – მეორე პლანზეა.

„ამერიკაში სხვა მშვენიერი ცხოვრება მქონდა: დიდი სახლი, კარგი ავტომობილი. მაგრამ როდესაც „კარგ ცხოვრებაზე“ ვლაპარაკობ, რაღაც სხვას ვგულისხმობ. სომხეთში, ბოლო წლებში, შესანიშნავი ადამიანური ურთიერთობები გაჩნდა, რაც მას ძალიან მიმზიდველს ხდის. ადამიანის ერთ-ერთი ელემენტარული მოთხოვნა – ურთიერთობაა. სწორედ ამას ვკარგავთ მდიდრულ და ბრწყინვალე ცხოვრებაში“, – ამბობს ანაიტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდა კალიფორნიის უნივერსიტეტში.

აღიარებს, რომ ენატრება სტუდენტები და თავისი სახლი:

„ბევრი ადევნებს თვალყურს ჩემს Facebook-ს, 10 ათასზე მეტი სტუდენტი მყავდა. წარმოიდგინეთ, ისინი უყურებენ და ფიქრობენ: ანაიტი წავიდა, ვნახოთ, რას იტყვის. ბევრს სურს დაბრუნება, მაგრამ ადამიანებს ეშინიათ. როდესაც ჯერ კიდევ იქ ვიყავით, მეც ვაკვირდებოდი მათ, ვინც ჩემზე ადრე დაბრუნდა“.

ანაიტიც გვერდიდან აფასებს თავის ახალ საცხოვრებელსა და გარშემომყოფ ადამიანებს. რაღაცას ეგუება, მაგრამ, ამავდროულად, ითხოვს, რომ რაღაცაში ადგილობრივებიც შეიცვალონ.

„ჩვენი ეზოს ბაბუები – ყველა ჩემი მეგობარია, თუმცა, ბევრჯერ ვეკამათე და ვეჩხუბე.  ერთხელ მათ მითხრეს კიდეც: „აიბარგე და წადი აქედან“. მაგრამ მე მინდა, რომ შენობა იყო სუფთა, ვჩხუბობ, შენიშვნებს ვაძლევ. ეზოში რევოლუცია დავიწყე, გამოვაკარი განცხადებები კედლებზე, რომ ადამიანებმა წაიკითხონ და არ იჩხუბონ ეზოში, სიგარეტები ჩააქრონ – სადაც საჭიროა. გადაწყვეტილება ერთია – ადამიანები უნდა დააჯარიმო ნაგვის მიწაზე დაგდებისთვის“, – მკაცრად ამბობს სომხეთის ახალი მკვიდრი.

სამუდამოდ დაბრუნების გადაწყვეტილება ანაიტს ერთ დღეში არ მიუღია, 1995 წლიდან ყოველწლიურად ჩამოდიოდა სომხეთში, აკვირდებოდა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებს:

„ქვეყნის შიგნით ადამიანები ბევრ რამეს ვერ ამჩნევენ, მაგრამ როდესაც პერიოდულად ჩამოდიხარ, ცვლილებებს ხედავ – როგორც საზოგადოებაში, ისე მთლიანად ქვეყანაში. მე აღმაფრენა მომცა ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებმა. როდესაც სომხური დიასპორა ბრუნდება და ისინი კარგად გრძნობენ თავს ამ ქვეყანაში, ასი პროცენტით მოვალეები არიან ამ ხალხის, იმიტომ, რომ საკუთარი სისხლისა და ოფლის ფასად შეინარჩუნეს ეს მიწა. ჩვენ საკუთარი წინადადებები უნდა გვქონდეს, რათა ეს ქვეყანა განვავითაროთ“.


ასევე წაიკითხეთ