„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ისტორიის ობიექტურად გაგებაში“, - იბრაგიმ ჭკადუა თავის რუკების კოლექციის შესახებ" />

აფხაზეთი უძველეს რუკებზე

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ისტორიის ობიექტურად გაგებაში“, - იბრაგიმ ჭკადუა თავის რუკების კოლექციის შესახებ

ცნობილი აფხაზი ფოტოგრაფი იბრაგიმ ჭკადუა სოხუმში უცნაურ გამოფენას მართავს – მან მნახველებს შესთავაზა უძველსი რუკებისა და გრავიურების საკუთარი კოლექცია, რომლებიც სხვადასხვა ეპოქის აფხაზეთის ისტორიას ასახავს.

მთლიანობაში აფხაზეთის მხატვართა კავშირის ცენტრალურ საგამოფენო დარბაზში შესაძლებელია 37 რუკის და 10 გრავიურის ნახვა. მათ შორის არის 17-დან 20-ე საუკუნემდე გეოგრაფიული, პოლიტიკური და ტოპოგრაფიული რუკების ორიგინალები. გარდა ამისა, არის ანტიკური წყაროების მიხედვით შედგენილი რუკებიც.

იბრაგიმ ჭკადუამ JAMnews -ს თავისი კოლექციისა და მისი ისტორიის შეასხებ უამბო:

“რუკების შეგროვება სრულიად შემთხვევით დავიწყე. ბუკინისტურ მაღაზიაში 1919 წლის ინგლისური რუკების კრებულს წავაწყდი, და ჩვენი რეგიონის ძებნა დავიწყე, რომ მენახა, თუ როგორ იყო აღნიშნული იმ პერიოდში აფხაზეთი.

ეს ის პერიოდი იყო, როდესაც რუსეთის იმპერია დაიშალა და ყველგან სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. აფხაზეთი აღნიშნული იყო როგორც „შავი ზღვის დორექტორია”, რაც სახლმწიფო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ, მართველობის კოლეგიურ ფორმას ნიშნავდა.

ვინაიდან მე განათლებით ისტორიკოსი ვარ, მომინდა, რომ ისტორიის სხვადასხვა პერიოდში აფხაზეთის სტატუსის კვლევა გამეგრძელებინა. ასე დავინტერესდი კარტოგრაფიით და შეძლებისდაგვარად დავიწყე იმ რუკების შეძენა, რომლებზეც აფხაზეთია აღნიშნული.

სამი წელია, რაც რუკებს აქტიურად ვაგროვებ. დროთა განმავლობაში მათ უფრო ხშირად ინტერნეტით ვიძენ სხვადასხვა ვებგვერდებსა და აუქციონებზე. ასევე ვეძებ გრავიურებსა და აფხაზეთის ისტორიის შესახებ სხვა მასალებს. მას შემდეგ, რაც მორიგი ექსპონატი უკევ ჩემი ხდება, მაშინვე გამოშვების თარიღისა და გამომცემელის დაწვრილებით იდენტიფიკაციას ვახდენ.

ასე ჩამივარდა ხელთ 1920 წლის გერმანული წარმოების ლუქსის კლასის სიგარეტების ჩანართები. ეს არის მსოფლიოს ქვეყნების გერბების სერია, ისეთი როგორსაც დღეს ფეხბურთელების ან მსახიობების გამოსახულებით უშვებენ ხოლმე. სწორედ ამ ჩანართებში აფხაზეთს თავისი ცალკე გერბი აქვს, საქართველოს კი – თავისი.

ახლა ორმოც რუკაზე მეტი მაქვს მე-17 საუკუნიდან დაწყებული მე-20-ს ჩათვლით. ყველაზე გვიანდელი მათ შორის 1940 წლისაა. ეს არის გერმანული სამხედრო ტოპო-ეთნოგრაფიული რუკა. ის სამხედრო მოქმედებების შემთხვევებისთვის იყო გამიზნული, რაც მასზე დასმული ბეჭდებით დასტურდება, მათ შორის სვასტიკიანი დალუქული ბეჭდებით და სს-ის აბრევიატურით.

ჩემს კოლექციაში ყველაზე უკეთ მე-18 და 19-ე საუკუნეებია წარმოდგენილი. მე-20 საუკუნეში არსებობს აფხაზეთის საკავშირო რესპუბლიკის რუკა სტატუსით – შეთანხმებითი საკავშირო რესპუბლიკა, ორივე ეს რუკა საბჭოთა კავშირის შექმნის დასაწყისი პეროიდისაა.

მე კოლექციას ვაგროვებ, ვცდილობ ისტორიული ნიშების ამოვსებას – თუმცა, საკუთარი მატერიალური შესაძლებლობების გათვალსიწინებით. ამიტომაც მე-17 საუკუნეზე უფრო ძველი რუკები არ მაქვს. ეს საუკუნე საერთოდაც სულ სამი რუკით არის წარმოდგენილი, რადგან რაც უფრო ძველია რუკა – როგორც წესი, მით უფრო ძვირია. თუმცა, ფასზე რუკის ზომა, იშვიათობა და სილამაზეც აისახება.

კარტოგრაფიის სამყარო მრავალფეროვანია და აღმოჩენებით აღსავსე. და რუკები ხომ – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ობიექტური ისტორიული წყაროს სახეობაა. მათში უამრავი ინფორმაციაა პოლიტიკური ისტორიის, ტოპონიმიკის, ჩვენი უახლოესი ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიის და სხვა თვალსაზრისით. ჩვენი უახლესი ისტორიის ინიციატორები ხომ დიდწილად ისტორიკოსები გახდნენ.

რუკების შეგროვებით ჩემი წვლილი მინდა შევიტანო ისტორიის ობიექტურად გაგებაში. ეს განსაკუთრებით საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობას ეხება; და განსაკუთრებით 20-ე საუკენეს, როდესაც რუკების საშუალებითაც კი შეიძლება თვალი მიადევნო ისტორიულ პროცესებს, რომლებმაც 1992-1993 წლებში აფხაზეთ-საქართველოს ომამდე მიგვიყვანა.

ახლანდელი გამოფენა უფრო მეტად იმის გამო მოვაწყვე, რომ მეცნიერებისა და საზოგადოების ყურადღება ისტორიული კარტოგრაფიისკენ მივაპყრო. ისტორია და საერთოდ, მეცნიერება დღეს სრულიად აღარ თამაშობს ისეთ როლს, როგორც ეს ადრე იყო. იქნებ ეს უკეთესიც იყოს – მაგალითად, ქართველმა ისტორიკოსმა პავლე ინგოროყვამ საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობაზე დიდი გავლენა მოახდინა.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისტორიით არ უნდა დავკავდეთ. ახლა მრავალი წყაროა ხელმისაწვდომი, რადგან მთელი მსოფლიოს მუზეუმებსა და არქივებთან არსებობს წვდომა. ეს უზარმაზარი შესაძლებლობაა იმ ისტორიკოსებისთვის, რომლებმაც ისტორიული მეცნიერება ქუჩის დისკუსიებიდან უნივერსიტეტებისა და სკოლების კედლებში უნდა დააბრუნონ.“

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ