უკრაინული ტელეკომპანია ჰრომადსკოეს რეპორტაჟი პოლონეთის არჩევნების და მათი შესაძლო შედეგების შესახებ " />

არჩევნები პოლონეთში – კონსერვატორები ხელისუფლებაში რჩებიან

უკრაინული ტელეკომპანია ჰრომადსკოეს რეპორტაჟი პოლონეთის არჩევნების და მათი შესაძლო შედეგების შესახებ

ჰრომადსკოეს მასალის მიხედვით

13 ოქტომბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მმართველმა კონსერვატიულმა პარტიამ “კანონი და სამართლიანობა» (PiS), რომლის ლიდერი იაროსლავ კაჩინსკია, ხმების თითქმის 44% მიიღო და შთამბეჭდავ გამარჯვებას მიაღწია. მისი მმართველობის ოთხი წლის განმავლობაში პოლონეთში ეკონომიკური ბუმია: ქვეყნის ეკონომიკური ზრდა ერთ – ერთი ყველაზე მაღალია ევროპაში. მაგრამ პოლონეთის ოპოზიცია და ევროკავშირი PiS–ს ავტორიტარიზმისკენ სვლაში ადანაშაულებენ.

 REUTERS/Kacper Pempel 

“ჯიბეში ფულისთვის»

ვარშავაში არჩევნების დღე მზიანი იყო. შესაძლოა, სწორედ ამის გამო აქტივობა მაღალი იყო – ხმის მისაცემად ამომრჩეველთა 60% -ზე მეტი მოვიდა. ახალგაზრდები, რომლებსაც საარჩევნო უბნების მახლობლად გავესაუბრეთ, აღშფოთებულები არიან მმართველი პარტიის თავდასხმებით სასამართლო სისტემაზე და მედიაზე და ხმას ოპოზიციას აძლევენ.

• სამსახური პოლონეთში – ახალგაჭრილი გზა ევროპაში საქართველოს მოქალაქეებისთვის

• როგორ იცავს პოლონეთი „ისტორიულ სიმართლეს“

• ცდა ბედის მონახევრეა. როგორ უტევენ ჩეჩნეთიდან დევნილები ბელარუსში პოლონეთის საზღვარს

”თუ ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოებზე, აშკარაა, რომ რაღაც არასწორად კეთება. რაც შეეხება ტელევიზიას, ისინი [PiS] თავს ძალიან ბევრის უფლებას აძლევენ და ჩვენ ისინი საბოლოოდ უნდა შევცვალოთ,” – ამბობს ვარშავის მცხოვრები ალექსანდრა. – ”თუ ასე გაგრძელდება, მე ვერ ვხედავ სხვა არჩევანს, ქვეყნის დატოვების გარდა.”

მაგრამ ხანდაზმული ადამიანები მმართველი პარტიის ბოლო ოთხი წლის მმართველობას დადებითად აფასებენ. ისინი ამბობენ, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გრძნობენ.

”რატომ PiS? ეს არის პირველი პარტია ე.წ. “დემოკრატიული გარდაქმნებიდან” 30 წლის შემდეგ, რომელიც საარჩევნო დაპირებებს ასრულებს. PiS პირველ რიგში, უბრალო ადამიანებზე ფიქრობს, ”– ამბობს ლეშეკი, მმართველი პარტიის მხარდამჭერი.

2015 წლიდან, როდესაც PiS– მა წინა საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, პოლონეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდებოდა და მოსახლეობამ დიდი სოციალური ბენეფიტები მიიღო. მთავრობამ ოჯახებისთვის თვეში 500 ზლოტის (128 აშშ დოლარი) გადახდა დაიწყო მეორე და ყოველი მომდევნო ბავშვისთვის.

გარდა ამისა, მთავრობამ ე.წ. “მე -13 პენსია” დააწესა და 2023 წლისთვის მინიმალური ხელფასის 4,000 ზლოტამდე (დაახლოებით 920 ევრო) გაზრდის პირობა დადო. პოლონელთა უმეტესობას ეს მოსწონს.

გამოცემა «პოლიტიკური კრიტიკის» თანადამფუძნებელი სლავომირ სერაკოვსკი PiS– ის წარმატებას იმით ხსნის, რომ ადამიანებს უფრო მეტად კეთილდღეობა ადარდებთ, ვიდრე მედია და დამოუკიდებელი სასამართლო:

”მათთვის ეს ყველაფერი აბსტრაქტულია. რისი დანახვაც მათ უნდათ, ესაა ნაღდი ფული ჯიბეში. მათ ის აწუხებთ, როგორ გამოკვებონ შვილები და დააკმაყოფილონ ძირითადი მოთხოვნილებები.”

ვარშავა, პოლონეთი. ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობა საფრთხეშია?

2017 წლის ივლისში 100 ათასზე მეტი პოლონელი ქუჩაში, სასამართლო რეფორმის გაუქმების მოთხოვნით გამოვიდა. ინიციატივა, რომელმაც მოქალაქეების უკმაყოფილებდა გამოიწვია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის საპენსიო ასაკის შემცირებას ითვალისწინებდა.

ოპოზიციამ ეს ინიციატივა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ეს მთავრობისთვის ერთგული მოსამართლეების ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად გაკეთდა. 2019 წლის ივნისში, ევროკავშირის სასამართლომ დაადგინა, რომ PiS-ის ინიციატივა ევროკავშირის კანონებს არღვევს.

”მათი მიზანი ძალაუფლებაა. კაჩინსკი ამას აკეთებს [აკონტროლებს სასამართლოებს], რადგან მას სურს გააკონტროლოს ყველაფერი,რაც მეტნაკლებად მნიშვნელოვანია, ”– განმარტავს მარცინ სვენცისკი, ყოფილი დეპუტატი ოპოზიციური “სამოქალაქო პლატფორმიდან”.

ანალოგიური ვითარება შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლოშიც.

მმართველი პარტიის დეპუტატებმა საერთო სასამართლოები იუსტიციის მინისტრს დაუქვემდებარეს, რომელსაც მათი ხელმძღვანელების თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დანიშვნის უფლება მიიღო. მასობრივი პროტესტის მიუხედავად, პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ ამ კანონს ხელი მოაწერა.

2017 წლის ივლისში ევროკომისია პოლონეთს სანქციებით დაემუქრა, თუ სასამართლო რეფორმა არ გაუქმდება. თუმცა, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლა და კონკრეტულ ნაბიჯებამდე საქმე არ მისულა.

მმართველი პარტიამ ევროკავშირის კრიტიკას არ ეთანხმება.

”ჩვენ მივესალმებით კრიტიკას ჩვენი რეფორმების შესახებ, თუ ის იურიდიულ კომპონენტებს ეხება. მაგრამ ჩვენ არ გვესმის, რატომ გვაკრიტიკებენ მაშინ, როდესაც ჩვენი ახალი რეფორმები იმის მსგავსია, რაც დასავლეთის ქვეყნებში განხორციელდა. ჩვენ იგივე ქვეყნები გვაკრიტიკებენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნორმალურია მათთვის ”, – ამბობს PiS- ის დეპუტატობის კანდიდატი კანდიდატი იაროსლავ სელინი.

სასამართლოების გარდა, PiS-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დემოკრატიული ინსტიტუტი – თავისუფალი მედია, დაიქვემდებარა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ PiS- ის მოსვლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი TVP (Telewizija Polska) მთავრობის პროპაგანდის რუპორი გახდა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

აკრიტიკებენ ბრიუსელსაც და მოსკოვსაც

საგარეო პოლიტიკაში პოლონეთი კვლავაც შეერთებულ შტატებზე ორიენტაციას გააგრძელებს . მთავრობაში ევროკავშირთან ურთიერთობების გაფუჭებით ნაკლებად არიან შეშფოთებულნი, ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ PiS- ის მეორე ვადაში ეს ურთიერთობა გაუმჯობესდეს. პარტია არ იღებს კრიტიკას ბრიუსელის მხრიდან და მიიჩნევს, რომ ის სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევაა.

პოლონეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეიცვალოს. ვარშავა, მთელ ევროკავშირში, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებს თითქმის ყველაზე მხურვალედ უჭერს მხარს.

”რუსეთი არის პრობლემა არა მხოლოდ პოლონეთისთვის, არამედ ყველასათვის დასავლეთში. პუტინის მმართველობის პერიოდში იმპერიული პოლიტიკა განახლდა. იმ სიტუაციაში, როდესაც რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართალი, თავს დაესხა უკრაინას, წაართვა მას ტერიტორიები, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ დასავლეთის პოლიტიკურ ნებას და სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ”– ამბობს იაროსლავ სელინი.


ასევე წაიკითხეთ