სამშვიდობო დარეგულირების პროცესში რაიმე სახის პროგრესი არ შეინიშნება. ამავდროულად, მხარეები შეიარაღებასა და სამხედრო არსენალის განახლებას აგრძელებენ" />

აპრილის ომი ყარაბაღში. ერთი წლის შემდეგ

სამშვიდობო დარეგულირების პროცესში რაიმე სახის პროგრესი არ შეინიშნება. ამავდროულად, მხარეები შეიარაღებასა და სამხედრო არსენალის განახლებას აგრძელებენ

ფოტო: გევორგ ყაზარიან

წინასიტყვაობა

2016 წლის 1-ელ აპრილს года Jam News-მა გამოაქვეყნა ჩემი ანალიტიკური სტატია სათაურით “მშვიდობა არ იქნება? ომი?”

 

თათულ ჰაკოფიანი: ფონდ “სივილიტასის” ექსპერტი, სომხური კვლევების ცენტრ “ანის” კოოტდინატორი. ავტორი წიგნებისა “მწვანე და შავი:ყარაბაღული დღიური” და “მზერა არარატიდან: სომხები და თურქები”.

 

 

შემუძლია, ყალბი თავმდაბლობის გარეშე განვაცხადო, რომ მოახლოევული ომის საფრთხეს ვგრძნობდი. მაგრამ, სომხების უმრავლესობის მსგავსად, მეც არ მეგონა, რომ ახალი ომი ასობით სიცოცხლეს შეიწირავდა.

ომის დაწყებამდე ზუსტად ორი კვირით ადრე სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კვიპროსზე, ადგილობრივ სომხებთან გამართული შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ თითქმის გამორიცხავდა ახალი ომის დაწყების ალბათობას. საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე  მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლებთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, სეირან ოგანიანმაც იგივე მოსაზრება გამოთქვა.

ორი წლის წინ, 2 აპრილის ადრიან დილას გიუმრისკენ მიმავალ გზაზე გავიგე, რომ მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. ავტომობილი მოვაბრუნე და სტეფანაკერტისკენ გავემართე.

როდესაც JAMnews-მა ამ სტატიის დაწერა მთხოვა, მთიანი ყარაბაღში ვაპირებდი ჩასვლას – მინდოდა გადამეღო ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ ცხოვრობენ სამხედრო ძალების გამყოფ ზოლში მყოფი ადამიანები აპრილის ოთხდღიანი ომიდან ერთი წლის შემდეგ.

ერევნიდან თალიშში

26 მარტის დილით საჭესთან დავჯექი და ერევნიდან თალიშისკენ გავეშურე. სულ დაახლოებით 350 კილომეტრი დავფარე.

2016 წლის 2 აპრილს აზერბაიჯანის შეირაღებულმა ძალებმა თალიშში შეაღწიეს, 14 საბრძოლო პლაცდარმი დაიკავეს და სოფლის თითქმის ყველა სახლი დაანგრიეს.

ყარაბაღის ძალებმა ამ საყრდენი წერტილების ნაწილის დაბერუნება შეძლეს. თალიშში ყარაბაღის სამხედრო შენაერთებმა რამდენიმე ათეული მებრძოლი დაკარგეს. შეტაკებას მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა. სოფლის განაპირას მდებარე ერთ-ერთ სახლში წამებით მოკლეს სამი მოხუცი, რომლებმაც მეზობელ სოფელ მატაგისში გადასვლა ვერ მოასწრეს.

თალიში ყარაბაღის ომის ერთ-ერთი ყველაზე  სამწუხარო ეპიზოდია. 1992-1994 წლებში ამ სოფელს თითქმის ორი წლის განმავლობაში აზერბაიჯანელი სამხედროები აკონტროლებდნენ.  იმ პერიოდში სახლების დიდი ნაწილი დაინგრა. მაგრამ როდესაც 1994 წლის აპრილში ყარაბაღის ძალებმა თალიშში შესვლა შეძლეს, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა.

2016 წლის 4 აპრილს დაბომბილ თალიშში ჩავედი. თითქმის ყველა სახლი დანგრეული იყო. სულ რამდენიმე მოსახლეს შევხვდი რომლებიც გადარჩენილი ნივთების წასაღებად იყვნენ ჩამოსულები.

აპრილის ომის შემდეგ რამდენჯერმე ვიყავი თალიშში. აღდგენით სამუშაოებს აწარმოებდნენ – სოფლის ადმინისტრაციის შენობასა და  სადღესასწაულო სახლს აშენებდნენ და, ამას გარდა, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც დაწყებული იყო. ამჟამად სოფელს უკვე აქვს ელექტროენერგია, კომუნიკაციები და მაღაზია, მაგრამ მოსახლეობა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა.

თალიშში რამდენიმე საათი გავატარე და  მუშებთან და მშენებლებთან საუბარი მოვასწარი. ისინი აღნიშნავენ, რომ ბოლო დროს სოფელში სროლის ხმები აღარ ისმის.

თალიშიდან აგდამსა და მარტუნიში – მარტაკერტის გავლით

აპრილის ომის დღეებში მთიანი ყარაბაღის ხელისუფლებამ სპეციალური ანგარიში გახსნა, რითაც ყველა მსურველს საშუალება მისცა, სტეფანაკერტისთვის პირდაპირი ფინანსური დახმარება აღმოეჩინა.

ამ შემოწირულობებით სოფელი თალიშიდან მდინარე არაქსამდე (იმ წერტილამდე, სადაც მთიანი ყარაბაღის, აზერბაიჯანისა და ირანის საზღვრები იკვეთება), ფაქტობრივად ახალი ფრონტის ხაზი შეიქმნა. თალიშიან და მეხობელი საყრდენი წერტილებიდან მკაფიოდ ჩანს, რომ აზერბაიჯანის მოწინავე შენაერთებმაც დიდი სამუშაოები ჩაატარეს. განსაკუთრებით იქ, სადაც აზერბაიჯანის არმიამ ძველი პოზიციებიდან წინ წაწევა შეძლო. საუბარია თალიშისა და ლელე-თეფეს მონაკვეთებზე.

სომხურმა მხარემ აღიარა (და ეს ფაქტია), რომ ოთხდღიანი ომის პერიოდში დაახლოებით 800 ჰექტარის ფართობის ტერიტორია დაკარგა – მ.შ. ლელე-თეფეს მაღლობი, რომელიც მდინარე არაქსის მახლობლად მდებარეობს და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

თალიშიდან მატაგისამდე მიმავალი გზა აზერბაიჯანული პოზიციებიდან არ ჩანს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მათაგისიც ინტენსიურად იბომბებოდა. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ ამ სოფლის მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნდა.

მათაგისში გაზაფხულის თბილი სასიამოვნო დღე იდგა. ხალხი მიწას ბარავდა, ხეებს სხლავდა და ნაკვეთებს რწყავდა. ჰიდროელექტროსადგურები და თევზის მეურნეობებმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ათობით სამუშაო ადგილი შექმნა.

მარტაკერტი ერთადერთი ქალაქია, რომელიც აზერბაიჯანული არტილერიისთვისაა მისაწვდომი. აპრილის ომის დროს ეს ქალაქი რამდენიმე დღის განმავლობაში იბომბებოდა.

ამჟამად მარტაკერტში სიმშვიდეა. რომ არ ვიცოდე, რომ ეს ქალაქი გამყოფი ზოლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, აზრადაც არ მომივიდოდა, რომ საომარ ზონაში ვიმყოფებოდი. ქალაქს რომელიც ზუსტად ერთი წლის განმავლობაში (1992-1993 წლებში) აზერბაიჯანის ძალების კონტროლქვეშ რჩებოდა, ჯერ კიდევ ატყვია 1991-1994 წლების ომის კვალი. მარტაკერტში  შენობების ნაწილი დანგრეულია.

მაეტაკერტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალაქში აღარ დაბრუნდა და ეს ადამიანები დღემდე სხვა ადგილებში (მეტწილად რუსეთში) ცხოვრობენ. ამჟამად მარტაკერტში 5000 ადამიანი ცხოვრობს. ღამე გავათიე სასტუმროში, რომელსაც “მარტაკერტი” ჰქვია.

აქედან აგდამისკენ გავეშურე, შემდეგ კი მარტუნისა და ფიზულისკენ ავიღე გეზი. შეხების ზოლის ამ მონაკვეთზე მიმდინარე წლის თებერვალში აზერბაიჯანულმა მხარემ ექვსი მებრძოლი დაკარგა.

გამყოფი ზოლის ამ უბანზე მიმდინარე წლის თებერვალში აზერბაიჯანულმა მხარემ ექვსი მებრძოლი დაკარგა. მოწინააღმდეგის ძალებმა აღკვეთეს აზერბაიჯანის სამხედრო ძალების წარმომადგენლების მცდელობა, შეჭრილიყვნენ ყარაბაღის ტერიტორიაზე. აპრილის ომის შემდეგ ეს ინციდენტი ყველაზე სერიოზული აღმოჩნდა აზერბაიჯანული მხარისათვის.

2016 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანის ძალების მცდელობას, გაერღვია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ჩინარის მონაკვეთი; სამი სომეხი და ერთი აზერბაიჯანელი შეეწირა.

ეს მსხვერპლი ყველაზე დიდი იყო აპრილის ომის შემდეგ. მაგრამ ერთი წლის განმავლობაში სნაიპერების გასროლებს ათობით სომეხი და აზერბაიჯანელი სამხედრო შეეწირა. მთლიანობაში კი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე “ნახევარმშვიდობის”, ან “ნახევარომის” მდგომარეობა ნარჩუნდებოდა.

ღამე ქალაქ გადრუტში დავრჩი, შემდეგ კი ლელე თეფესკენ გავეშურე, მაგრამ გადასახვევთან მისულმა გზა გავაგრძელე და მდინარე არაქსის გასწვრივ  დავიწყე მოძრაობა. ჯერ ჯებრაილი ფავიარე, შემდეგ გუბათლი, ბოლოს კი სომხეთის ქალაქ გორისში ჩავედი. სამ დღეში გამყოფი ზოლის ყველა უბანი მოვიარე და ბევრ ადამიანს გავესაუბრე.

ჩემი ყველა თანამოსაუბრე ომის საფრთხეს აცნობიერებდა და აღნიშნავდა, რომ აუცილებელია  მშვიდობის დამყარება. როდესაც აღვნიშნე, რომ მოლაპარაკებების პროცესში ტერიტორიების დაბრუნების საკითხიც განიხილება, ყველა ამბობდა, რომ ამაზე საუბარიც არ ღირს. როგორც მივხვდი, ხალხი არაა მზად, გადაიხადოს მშვიდობის ფასი იმ შემთხვევაში, თუკი ეს ფასი ტერიტორიების დაბრუნებაა.

მშვიდობიანი დარეგულირების პროცესი

აპრილის ომმა მოლაპარაკების პროცესს  სერიოზული დარტყმა მიაყენა. კიდევ უფრო მეტად შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც კონფლიქტის ტერიტორიების დაბრუნების გზით მოგვარებას უჭრენ მხარს.

ოფიციალურმა ერევანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა კონფლიქტის მადრიდის პრინციპების საფუძველზე დარეგულირებისთვის. აღნიშნული პრინციპების მიხედვით, აზერბაიჯანს უბრუნდება ტერიტორიები, საკუთრივ ბაქო კი მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლებას აღიარებს.  სომხეთის პირველი პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი დარეგულირების ასეთ ვარიანტს მისაღებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ მზად არის, ამ საკითხში სერჟ სარგსიანს დაუჭიროს მხარი.

თუმცა, ილჰამ ალიევი არ არის მზად, ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რომელიც ყარაბაღის დეფაქტო სტატუსს განამტკიცებს. ილჰამ ალიევმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღი არასდროს მიიღებს დამოუკიდებლობას. ამის პასუხად კი სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის უსაფრთხოება  მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, თუკი ეს სუბიექტი აზერბაიჯანის შემადგენლობაში არ იქნება.

აპრილის ომის შემდეგ ორი შეხვედრა გაიმართა. 16 მაისს მხარეები ერთმანეთს ვენაში, ეუთოს მინსკის ჯგუფის მოლაპარაკებების ფარგლებში გამართულ სამიტზე შეხვდნენ. მეორე შეხვედრა კი 20 ივლისს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართა და ამ მოლაპატაკებებში ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა.

მორიგი შეჯიბრი შეიარაღებაში

სამშვიდობო დარეგულირების პროცესში რაიმე სახის პროგრესი არ შეინიშნება. ამავდროულად, მხარეები შეიარაღებასა და სამხედრო არსენალის განახლებას აგრძელებენ

თებერვალში სტოკჰოლმის  მშვიდობის პრობლემების კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა წლიური ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანმა სომხეთზე 20-ჯერ მეტი საბრძოლო საშუალება შეიძინა. აზერბაიჯანისთვის იარაღის ველაზე დიდი მიმწოდებელი რუსეთია, რომელიც სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა.

სამხედრო საშუალებებით ვაჭრობის სფეროში რუსეთი სომხეთთანაც თანამშრომლობს.  2016 წლის სექტემბერში ერევნის ცენტრალურ მოედანზე გამართული სამხედრო აღლუმის დროს  შეიარაღებულმა ძალებმა “ისკანდერის” დემონსტრირება მოახდინეს. რამდენიმე დღის წინათ, სტეფანაკერტში ყოფნისას, სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ “დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი [იგი თავის თავს გულისხმობს], საჭიროების შემთხვევაში, უყოყმანოდ გასცემს ბრძანებას “ისკანდერის” გამოყენების შესახებ და ეს მეზობელ ქვეყანაში ნამდვილად იციან”.

პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ნებისმიერ საკითხზე საუბრისას აცხადებს, რომ თუკი სომხები აზერბაიჯანის ტერიტორიას არ დატოვებენ, აზერბაიჯანი იძულებული გახდება, ყარაბაღის საკითხი ძალისმიერი გზით გადაწყვიტოს.

2016 წლის აპრილში ეს ვერ მოხერხდა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორის თვალსაზრისსა და ტერმიმილოგიას გამოხატავს და, შესაძლოა, რედაქციის პოზიციას არ ემთხვეოდეს.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ