ეს აზერბაიჯანიდან, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საშუალებას გააჩენს " />

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ევროპისკენ მიემართება: გაიხსნა ტრანსანატოლიის გაზსადენი

ეს აზერბაიჯანიდან, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების საშუალებას გააჩენს

ტრანსანატოლიის გაზსადენის გახსნა 12 ივნისს თურქეთის ქალაქ ესკიშეხერში შედგა. ამ გაზსადენის საშუალებით აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი ზღვის საბადო „შაჰ-დენიზ-2“-დან ევროპულ ბაზრებზე გაედინება.

მილსადენი საქართველო-თურქეთის საზღვრიდან მთელი თურქეთის გავლით საბერძნეთის საზღვრამდე გადის, და უკვე მოქმედი მილსადენის ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაგრძელებას წარმოადგენს. შემდეგ უკვე ტრანსადრიატიკის გაზსადენით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდება – საბერძნეთიდან იტალიაში. მილსადენის სამივე მონაკვეთი, შაჰდენიზის საბადოსთან ერთად, სამხრეთის გაზის კორიდორს წარმოადგენს.

თურქეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას უკვე 2018 წელს დაიწყებენ, ხოლო ევროპაში მიწოდება 2020 წლიდან იგეგმება.

გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ ასევე მიწვეული იყო თურქეთის პრეზიდენტის მიერ, ცერემონიაზე არ ჩავიდა, და საქართველოს თურქეთში საქართველოს ელჩი ირაკლი კოპლატაძე წარმოადგენდა.

მილსადენის თავდაპირველი გამტარუნარიანობაა – წელიწადში 16 მილიარდი კუბომეტრი ბუნებრივი აირი, რომლიდანაც 6 მილიარდი თურქეთს შეხვდება, დანარჩენი კი – ევროპას. მომავალში ეს მოცულობა, სავარაუდოდ, 24 მილიარდ კუბომეტრამდე გაიზრდება, შემდეგ კი – 31 მილიარდამდე.

ვის ეკუთვნის TANAP-ის აქციები:

30% – თურქულ კომპანია Botaş-ს;

58% – აზერბაიჯანის სახელმწიფო სანავთობო კომპანიას;

12% – BP-ს.

TANAP-ის მშენებლობა 8,5 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა.

სამხრეთის გაზის კორიდორი აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპაში გატანის საშუალებას იძლევა. ვარაუდობენ, რომ ეს რუსეთს საშუალებას აღარ მისცემს, რომ მილსადენი პოლიტიკური ზეწოლის მიზნით გამოიყენოს.

ვარაუდობენ ევროპასთან ეკონომიკური კავშირების გამყარებას.

მილსადენის მარშრუტი საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, ალბანეთისა და იტალიის ტერიტორიებზე გაივლის.

TANAP-ს საძირკველი 2015 წელს თურქეთის პროვინცია ყარსში ჩაეყარა, მაგრამ პროექტის განხორციელების გზაზე მუდმივად სხვადასხვა პრობლემა იჩენდა თავს, მათ შორის ფინანსურიც – ნავთობის ფასისი მკვეთრად დაცემა, დევალვაცია და ეკონომიკური ვარდნა აზერბაიჯანში.


ასევე წაიკითხეთ