ამ სოფელში კონფლიქტები არ ხდება, თუმცა აქ მცხოვრებ ეთნოსებს სხვაგან კონფლიქტური ურთიერთობა აქვთ" />

ქართველები, ინგუშები და ოსები – და არავითარი პრობლემა

ამ სოფელში კონფლიქტები არ ხდება, თუმცა აქ მცხოვრებ ეთნოსებს სხვაგან კონფლიქტური ურთიერთობა აქვთ

ჩრდილოეთ ოსეთის სოფელ ბალთაში ერთად სამი ეროვნული ჯგუფი ცხოვრობს: ქართველები, ინგუშები და ოსები. მათი შვილები ერთსა და იმავე სკოლასა და საბავშვო ბაღში დადიან. უფროსები კი ერთად შრომობენ და ერთმანეთს ისე ეხმარებიან, როგორც ეს სოფლებშია მიღებული.

ასეთი შემადგენლობა: ქართველები, ინგუშები და ოსები – როგორც წესი, ეთნო-ტერიტორიული კონფლიქტების ასოციაციას იწვევს: ქართულ-ოსურის – 1990-იანებსა და 2008 წლის აგვისტოში; და ოსურ-ინგუშურის, ქალაქის განაპირა რაიონთან დაკავშირებით – ასევე 1990-იანებში.

და მიუხედავად ამისა, ამ სოფელში არასდროს მომხდარა რაიმე ეთნიკური კონფლიქტი. ჩვეულებრივი, მეზობლური ჩხუბი, რასაკვირველია, ხდება. მაგრამ, ნაციონალურ ნიადაგზე – არასდროს. და სოფლის მაცხოვრებლები ერთხმად ირწმუნებიან, რომ 1990-იან წლებშიც კი, როდესაც მთელ კავკასიას ცეცხლი ეკიდა, აქ ერთი ტყვიაც კი არ გავარდნილა.

როგორ ახერხებენ ამას? სწორედ ამაზე უნდა გიამბოთ.

დარიალის კარიბჭე

სოფელი ბალთა საქართველოს სამხედრო გზაზე მდებარეობს, ზედ დარიალის ხეობის შესასვლელთან, ზუსტად ჩრდილოეთი ოსეთის, ინგუშეთისა და საქართველოს საზღვარზე. გზის ერთ მხარეს მდინარე თერგი მიედინება, მეორე მხარეს კი მთებზე სოფლის მაცხოვრებელთა სახლებია შეფენილი.

ტერიტორიულად ეს ჩრდილოეთი ოსეთია, ვლადიკავკაზამდე სულ რაღაც 8 კილომეტრის სავალზეა. მაგრამ, თუ ხეობას აღმოსავლეთის მხრიდან გადაკვეთთ – რამდენიმე კილომეტრში უკვე ჯეირახის რაიონში მოხვდებით, ინგუშეთში. ხოლო სამხრეთისკენ საქართველოს სამხედრო გზას თუ გაუყვებით, თხუთმეტიოდე წუთში საქართველოს საზღვართან აღმოჩნდებით.

ქვემო სოფლის პროდუქტების მაღაზია ზედ გზის პირას დგას. მომღიმარი გამყიდველი საბინა პლიევა საწყობისკენ მიგვიძღვება, სადაც მისი დედამთილი და თან მაღაზიის მფლობელი, დარიკო თინიკაშვილი მანიკურის განახლებით არის დაკავებული. 

ქალები ერთმანეთს არ აცლიან კომუნიკაციების პრობლემებზე, ტროტუარების არარსებობასა და სხვა სიძნელეებზე ლაპარაკს.

2 Магазин Продукты

დარიკო თინიკაშვილის მაღაზია

“ჩვენში ეს ნაციონალობის საკითხი არც ერთ მხარეს არ აღელვებს. წყლის, ტრანსპორტის და შუქის პრობლემა გვაწუხებს. აი, ჩემი რძალი – პლიევა ოსია, მე – ქართველი. და რა?” – ამბობს დარიკო. 

2010 წელს რუსეთში ჩატარებული საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბალთაში თითქმის ათასი ადამიანი ცხოვრობს. მათ შორის, ნახევარზე მეტი ქართველია, და უმეტესად ზემო სოფელში ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობის დაახლოებით მეოთხედი ინგუშია, თითქმის 15% კი – ოსი.

შერეული სისხლი

დათო კუძიევს რომ დაელაპარაკები და მის აქცენტს გაიგონებ – მაშინვე ინგუში გეგონება.

 “მე დედა ქართველი მყავს, მამა – ოსი, და ბევრი ინგუში მეგობარი. ხანდახან ჩემს ოს მეზობლებს ოსურად ვუწყებ ლაპარაკს, ისინი კი ქართულად მპასუხობენ. ან პირიქით. 2008 წლის შემდეგ რაღაც მცირედი დაძაბულობა იყო, ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და სოფლის კრება ჩაატარეს. მაგრამ, აქ კონფლიქტის მოწყობა არც არავის დაუპირებია. ყველანი მეგობრულად ვცხოვრობთ”.

3 Давид Кудзиев

დათო კუძიევი

ეს ახალგაზრდა კაცი – ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია, ვინც აქვე, შინ ეწევა სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. სოფლის ახალგაზრდობა სამუშაოდ ძირითადად ვლადიკავკაზში მიემგზავრება.

ბალთის მოსახლეობა უფრო საბჭოთა კავშირის დროს ჩამოყალიბდა, 1060-1970-იან წლებში. იმ დროს ბალთაში ბევრი გადასახლდა საქართველოს, სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის, მაშინდელი ლენინგორის რაიონიდან და აქაურ კოლმეურნეობაში დასაქმდნენ. მათი შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები საბოლოოდ საცხოვრებლადაც აქ დარჩნენ.

                                      მოხუცებმა თქვეს: “როგორც გვიცხოვრია, ისევ ისე ვიცხოვრებთ”

ბებია ეთერიც ლენინგორის რაიონიდან გადავიდა ბალთაში და მთელი სიცოცხლე აქ გაატარა. მეზობლები ხშირად იკრიბებიან მისი სახლის წინ მოწყობილ გადახურულში, სუფრას შლიან, მოაქვთ, ვისაც რა შეუძლია, და შინაური ყველითა და პომიდორებით გამვლელებსაც სიამოვნებით უმასპინძლდებიან. 

4 жители с.Балта

ეთერი რუსულ-ქართულის მონაცვლეობით გვიყვება: “აქ ძალიან ბევრი შერეული ოჯახია. ერთმანეთს ვეხმარებით. აქ ქართველების, ოსებისა და ინგუშების გარდა, სომხები და რუსებიც ცხოვრობენ. რა ომზეა ლაპარაკი? ჩვენ გასაყოფი არაფერი გვაქვს. მართალია,1992 წელს ინგუშებმა უცებ დატოვეს აქაურობა, მაინც ეშინოდათ. თუმცა, შემდეგ აბსოლუტურად ყველა დაუბრუნდა თავის სახლს”.

5 Eteri

ძველი “უაზით” კიდევ ერთი მეზობელი გვიახლოვდება – მურატ რამონოვი. ვიდრე მისი 12 წლის ვაჟი მაქნქანას აყენებს, მურატი აბოლებს და ჩვენს საუბარს უგდებს ყურს.

6 “Уазик” Мурата Рамонова

მურატ რამინოვის “უაზი”

“აქ ერთმნიშვნელოვნად არ ყოფილა არანაირი კონფლიქტი. 1990-იან წლებშიც კი, როდესაც ინგუშებთან დაკავშირებული მოვლენები ხდებოდა – აქ, ჩვენთან არაფერი მომხდარა. იმიტომ, რომ მათი უხუცესები ჩვენებთან მივიდნენ და უთხრეს:”როგორც გვიცხოვრია, ისევ ისე ვიცხოვრებთო.”

7 жительница с.Балта

Facebook Comments

Pages: 1 2


ასევე წაიკითხეთ