წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს. ამის შესახებ მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, აღნიშნულის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ მან პატრიარქი ამხილა ეკლესიაში “პიდარასტული ცოდვის” გამო.
“[ვამხილე] სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის ”.
კიდევ ერთი გადაწვეტილება, რომელიც სინოდის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს, დეკანოზ გიორგი მამალაძეც უკავშირდება. საპატრიარქო მზადაა პრეზიდენტთან იშუამდგომლოს მისი საპატიმროდან გათავისუფლების თაობაზე.