გლობალური დათბობა: გაერო გვაფრთხილებს, რომ კატასტროფამდე 12 წელი დარჩა
გაზიარება
გაზიარება
სმოგი შანჰაიში. 2012 წლის დეკემბერი. REUTERS/Aly Song
თუკი კაცობრიობა ერთობლივად არ იმოქმედებს, 2030 წლისთვის დედამიწაზე ახლანდელი სახით სიცოცხლე შეწყდება.
ამას არა რომელიმე მკითხავი ან ექსტრასენსი ამბობს, არამედ გაეროს ეგიდით შექმნილი კლიმატური ცვლილებების შემსწავლელი მთავრობათაშორისი ჯგუფის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც ვრცელი სტატია მიუძღვნაCNN-მა.
რაშია პრობლემა?
„საჭიროა მასშტაბური ერთობლივი ნაბიჯების გადადგმა“, რომლის მიზანიც არის დედამიწის საშუალო ტემპერატურის, ინდუსტრიამდელ ეპოქასთან შედარებით, 1,5 გრადუსი ცელსიუსით ზრდის შეჩერება, – ნათქვამია მოხსენებაში.
თუ ეს არ მოხდება, კრიტიკულ ზღვარს 2030 წელს მივაღწევთ. შედეგი იქნება მასშტაბური გვალვები, დამანგრეველი ქარიშხლები და წყალდიდობები, რომლებიც ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს დაემუქრება.
სად არის გამოსავალი?
ამჟამად მიღწეულია ტემპერატურის მატების 1 გრადუსიან დონეზე შეჩერება. მთავარი მიზეზია – „სათბურის ეფექტი“, რომელიც ატმოსფეროში ნახშირმჟავა აირის გამონაბოლქვის შედეგად ჩნდება.
იმისთვის, რომ გლობალურმა დათბობამ 1.5 გრადუსს არ გადააჭარბოს, ნახშირმჟავა აირის გამონაბოლქვი 2030 წლისთვის 45 პროცენტით უნდა შემცირდეს, 2040-ში კი ნულამდე დავიდეს.
ამ ამოცანის შესრულება ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროს, ასევე მთლიანად ცხოვრების წესის რადიკალურად შეცვლას ნიშნავს.
სტატიაში გვაიმედებენ, რომ ჯერ კიდევ არის დრო, თუ მსოფლიოს მთავრობები საერთო შეთანხმებამდე მივლენ. თუმცა, მოხდება კი ეს?