ბაქოს ზღვისპირა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე 18 მარტს ქსელი „საზოგადოებრივი ინტერნეტი“ გაიხსნა. ამიერიდან დედაქალაქის მაცხოვრებლები და სტუმრები ბაქოს ბულვარისა და სახელმწიფო დროშის მოედნის ტერიტორიებზე უფასოდ შეძლებენ ინტერნეტით სარგებლობას. პროექტი საწარმოო გაერთიანება „ბაქოს სატელეფონო კავშირის“ მიერ განხორციელდა, – ნათქვამია ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტროს ვებ-გვერდზე.
მ ტერიტორიაზე უსადენო Wi-Fi-თ სარგებლობის 122 წერტილი განთვსდა, რაც ერთდროულად დაახლოებით რვა ათასი ადამიანის მომსხურების საშუალებას იძლევა. უახლოეს მომავალში ქსელი „საზოგადოებრივი ინტერნეტი“ ეროვნული ზღვისპირა პარკის „თეთრი ქალაქის“ ტერიტორიასაც დაფარავს.
უფასო ინტერნეტით ასევე უზრუნველყოფილია სახელმწიფოს ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალის „იჩერიშეხერის“ ტერიტორია, სადაც ამოქმედებულია 33 წვდომის წერტილი, რაც ორი ათასზე მეტი მომხმარებლის ჩართვის საშუალებას იძლევა.
იმ ტერიტორიების დიზაინი რომ არ დარღვეულიყო, სადაც არქტექტურული ძეგლებია განლაგებული, სამუშაოები განსაკუთრებული სიფრთხილით, სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ ჩატარდა.
წლის ბოლომდე იგეგმება უფასო ინტერნეტით რიგი პარკების უზრუნველყოფა. კერძოდ, შესაბამისი სამუშაოები ჩატარდება ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრის პარკის ტერიტორიაზე.
აზერბაიჯანში ინტერნეტის ქსელის განვითრება 1993 წლიდან დაიწყო. 1994 წელს შეიქმნა აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული პირველი აზებაიჯანული ვებ-გვერდები; ხოლო პირველი სახელმწიფო ინტერნეტ-რესურსი გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვებ-გვერდი, რომელიც 1997 წელს შეიქმნა.
დღეისთვის ქვეყანაში მოქმედებს 40 ინტერნეტპროვაიდერი, რომელთაგან მხოლო სამია სახელმწიფო. ქვეყანაში საერთაშორისო ტრაფიკს 2 კერძო კომპანია უზრუნველყოფს (Delta Telekom и Azertelekom), რაც ინერნეტ-პროვაიდერების შერჩევის ალტერნატიულ შესაძლებლობებს აჩენს.
ქვეყანაში მოქმედი მობილური კავშირის სამივე ოპერატორი თავის აბონენტებს ინტერნეტში უსწრაფესი წვდომით უზრუნველყოფს და მომსხურებას 3G ფორმატით სთავაზობს.