არჩევნები სომხეთში. გადამწყვეტი დღე
სომხეთში საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება. ახალი საკანონმდებლო ორგანოს შემადგენლობაში არანაკლებ 101 დეპუტატი იქნება. ახალი საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ოთხ მანტადს მიაკუთვნებენ ქვეყნის ოთხი ყველაზე მრავალრიცხოვანი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლებს.
სომხეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 98%-ს სომხები შეადგენენ. მოსახლეობის უკანასკნელი, 2011 წლის აღწერის მიხედვით, სომხეთში 8 ეთნიკური თემია დარეგისტრირებული, მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანია – იეზიდური, რუსული, ასირიული და ქურთული თემები. სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, იეზიდების რაოდენობა 35 ათას ადამიანზე ოდნავ მეტია, რუსების – დაახლოებით 12 ათასი, ასირიელების – სამ ათასამდე და ქურთების – ორ ათაზე ცოტა მეტი.
- მმართველი რესპუბლიკური პარტია;
- „სომხური აღორძინება“;
- „თავისუფალი დემოკრატები“;
- კომპარტია სომხეთი
- სომხეთის რევოლუციური ფედერაცია „დაშნაკცუტიუნი“
ასევე ოთხი ბლოკი:
- „ელკი“;
- „ცარუკიანი“;
- „ოგანიან-რაფი-ოსკანიანი“
- „კონგრესი – სომხეთის სახალხო პარტია“
ცხრა პოლიტიკური ძალიდან სულ 1511 ადამიანი იყრის კენჭს, რომელთაგან 25 კანდიდატი ეროვნული უმცირესობების მხრიდან არის წამოყენებული. 52 კანდიდატი არჩევნებს ჩამოსცილდა.
კანდიდატთა თითქმის მესამედს ქალები შეადგენენ – 434, მათ შორის 5 კანდიდატი ეთნიკური ჯგუფებიდან არის.
ამ საპარლამენტო არჩევნებზე კანდიდატების რაოდენობა ბევრად აჭარბებს 2012 წლის არჩევნებში მონაწილე დეპუტატების რიცხვს. წინასაარჩევნო მარათონში მონაწილეობა მიიღო 1171-მა დეპუტატმა, რომელთაგან ორს რეგისტრაციაზე უარი ეთქვა, კიდევ 31 თავად ჩამოსცილდა საარჩევნო პროცესს. წინა ჯერზე ასევე ნაკლები იყო კანდიდატი ქალების რიცხვიც – დაახლოებით 23%.
საპარლამენტო არჩევნებს თვალ-ყურს ადევნებს 28 ათას დამკვირვებელზე მეტი 49 უფლებადამცავი და საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან, ასევე 600-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი.
რესპუბლიკური პოლიციის მონაცემების მიხედვით, ხმის მიცემის უფლებას ფლობს სომხეთის 2 564 195 მოქალაქე. უფლებადამცველი და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები ამომრჩეველთა სიას „გაბერილს“ უწოდებენ – მათი აზრით, ქვეყნიდან ემიგრირებული მოქალაქეების ხარჯზე.
აღსანიშნავია, რომ 20011 წელს უკანასკნელი აღწერის მონაცემების მიხედვით, სომხეთის მუდმივი, 18 წელზე უფროსი მოსახლეობის რაოდენობა 3 018 854 ადამიანს შეადგენს. კერძოდ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიაში 2 522 906 ადამიანი შეიყვანეს, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში – 2 527 822, 2015 წლის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ამომრჩეველთა სიამ 2 566 998 ადამიანს მიაღწია.
დალიელ იონესიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ინფორმირებული მოქალაქეების გაერთიანების“ კოორდინატორი მიიჩნევს, რომ სიების შედგენის მეთოდიკა არადამაკმაყოფილებელია:
– პრობლემას წარმოადგენს სიების „წმენდის“ მექანიზმების არარსებობა. წილიდან წლამდე სიები „გაბერილი“ რჩება იმ მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც ემიგრაციაში არიან და სხვა ქვეყნების მოქალაქეობა აქვთ მიღებული, მაგრამ სომხეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურა არ გაუვლიათ და დე-ფაქტო სომხეთის მოქალაქეებად დარჩნენ. ან მოქალაქე, რომელიც ემიგრაციაში გარდაიცვალა, მაგრამ დიპლომატიურ მისიასა და პოლიციაში მისი გარდაცვალების მოწმობა არ წარუდგენიათ. ვინაიდან პოლიციას დოკუმენტური დასტური არ აქვს, ყველა მათგანი ამომრჩეველთ სიაში ირიცხება, რადგან მათთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის ნება არავის აქვს.
სომხეთის ოპოზიციას, გამოსავლის მოძებნის მიზნით, ასეთი წინადადება აქვს, რომ ამომრჩეველთა სიის პრობლემა კანონმდებლობით გადაწყდეს.
არმენ მარტიროსიანს, პარტია „მემკვიდრეობას“ თავმჯდომარის მოადგილეს ასეთ შეთავაზება აქვს:
– ამომრჩეველთ სიების „გასაწმენდად“, მათი ორ ნაწილად გაყოფა შეიძლება. კერძოდ, შესაძლებელია ძირითადი სიიდან საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების ამოწერა, და მათი დამატებით სიებში შეყვანა, რითაც მათ ხმის უფლებით უზრუნველვყოფთ, თუკი ისინი რაიმე მიზეზით ჩამოსვლას და არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტენ.
ჩვენ არჩევნებში მონაწილე ერევანში მცხოვრები მოქალაქეებიც გამოვკითხეთ.
- რა მთავარ ამოცანას დაუყენებდით გადასაჭრელად ახალ პარლამენტს?
ქნარ მარტიროსიანი, 26 წლის ჟურნალისტი:
– ახალ პარლამენტში ყველაზე მთავარია – მისი შემადგენლობა, რადგან წინამ აჩვენა, რომ დეპუტატების უმრავლესობას წარმოდგენა არ ჰქონდა, რისთვის იყო იქ და რას განიხილავდა. მეტიც, ისინი უმნიშვნელოვანეს კანონებს ისე იღებდნენ, რომ არც კი კითხულობდნენ. აუცილებელია, რომ ბოლოსდაბოლოს ამოვძირკვოთ ეს „მანდატით წახალსიების“ ტრადიცია. უნდა გავთავისუფლდეთ გენერალი დეპუტატებისგან, კრიმინალური სამყაროდან მოსული დეპუტატებისგან, ოლიგარქი -დეპუტატებისგან, მომღერალი-დეპუტატებისგან…
მერი ოგანიანი, 65 წლის, დიასახლისი:
– პრიორიტეტულ ამოცანებს შორის, რომლებიც ახალმა პარლამენტმა უნდა გადაჭრას, მთავარია – სოხეთის სასამართლო და სამართლებრივი სისტემების რადიკალურად შეცვლა, დამოუკიდებელი სასამართლო და მართლმსაჯულების ორგანოების ჩამოყალიბება. და კიდევ ახალმა პარლამენტმა მართლაც მოქმედი და არა მხოლოდ სიტყვიერი ანტიკორუფციული პროგრამა უნდა შეიმუშავოს.
აირაპი სიმონიანი, 34 წლის, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი:
– ისეთი კანონებისა და წესების შემოღება, რომელთა წყალობითაც ემიგრაციის დონე დაიკლებს. სოფლის მეურნეობის განვითრებისთვის პირობების შეიქმნება, ასევე ისეთი კანონების მიღება, რაც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის ექსპორტის მოცულობას შეამცირებს. დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, კორუფციასთან ბრძოლა. პარლამენტარის ხელფასი დიდად არ უნდა აღემატებოდეს საშუალო რგოლის მუშაკის ხელფასს; ანუ ახალი პარლამენტისგან ხელფასებთან დაკავშირებით ახალ, დაბალანსებულ პოლიტიკას ველოდები.
კარენ ერიციანი, 34 წლის, კომპანია „VivaCell-MTS“-ის თანამშრომელი:
– სამწუხაროდ, პარლამენტი პოლიტიკური ძალის ნაწილს წარმოადგენს. სომხურ რეალობაში არსებული მდგომარეობა არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ სერიოზულად აღვიქვათ არათუ პარლამენტი, არამედ მთავრობაც. ისინი სომეხი ხალხის ინტერესებს არ იცავენ, ეს მოქმედი რეჟიმის შემადგენელი ნაწილია.
ლევონ მკრტიჩიანი, 30 წლის, არქეოლოგი:
– პარლამენტის წინაშე, პირველ რიგში, იმ ამოცანას დავაყენებდი, რომ ჩამოყალიბდეს პოლიტიკური კულტურა, რომელიც სომხურ პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს. პარლამენტი მრავალპოლარული და დაბალანსებული უნდა იყოს.
2.რა არის წინა პარლამენტის მთავარი პრობლემა, რა ძირითადი შეცდომები დაუშვა მან, რა არ გააკეთა და რა უნდა გაეკეთებინა?
ქნარ მარტიროსიანი:
-წინა პარლამენტი მოგაგონებდათ მხიარულთა კლუბს, რომელიც ნდობას არ იწვევდა. რომანტიზმის და პოპულიზმის დონემ დასაშვებ ჩარჩოებს გადააჭარბა, ხოლო პარლამენტის მიერ შესრულებულმა სამუშაომ გამოიწვია თვით პარლამენტარების უკმაყოფილება, რომლებმაც იმის ნაცლად, რომ საკუთარი მოვალეობები შეესრულებინათ, პარლამენტი პარტიული და პირადი ბრძოლების ველად აქციეს. რიგი მიღებული კანონებისა, მაგალითად საგადასახადო კოდექში შესული შესწორებები, საზოგადოების უკმაყოფილებს იწვევდა და იწვევს. თუმცა, ამას ხალხის რჩეულებისთვის ხელი არ შეუშლია, რომ მათი ნების წინააღმდეგ წასულიყვნენ.
მერი ოგანიანი:
– წინა პარლამენტის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებდა.
აირპი სიმონიანი:
– წინა პარლამენტის მთავარი პრობლემაა არაპროფესიონალი და კორუმპირებული დეპუტატების შემადგენლობა, პარლამენტარებსა და მათ რჩეულებს შორის კავშირის არარსებობა. პარლამენტის შეცდომებს შორის უნდა აღინიშნოს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტური განაწილება და ხრჯვა, სტრატეგიული ობიექტების უცხოურ კამპანიებსა და კერძო პირებზე გასხვისება. წინა პარლამენტმა არ გააკეთა მთავარი – არ გააუქმა მონოპოლია. ხოლო მათ შორის, რაც უნდა გაეკეთებინა და არ გააკეთა, ალბათ უნდა გამოიყოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმა, მეცნიერებისთვის დაფინანსების გაზრდა, საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა.
ლევონ მკრტიჩიანი:
– წინა პარლამენტი განსაკუთრებულად გამოირჩეოდა პროფესიონალიზმის არარსებობით – ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური საკითხებიდან დაწყებული, საგარეო პოლიტიკითა და სახელმწიფო ინტერესების დაცვით დასრულებული. ამის ძირითადი მიზეზი საკანონმდებლო ორგანოს არალეგიტიმურობა იყო.
კარენ ერიციანი:
– წინა პარლამენტი – სიტყვა „პრობლემის“ სინონიმია, და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, უფრო მეტად აღრმავებს იმ ადამიანების პრობლემებს, რომლებიც დამონებული ან დატყვევებული ჰყავს დანაშაულებრივ სინდიკატს – სახელად „ხელისუფლება“. ყველაფერი, რაც პარლამენტმა გააკეთა ან არ გააკეთა, მმართველი ოლიგარქიული ელიტის ინტერესებიდან გამომდინარეობდა.
- რომელი თქვენი პირადი პრობლემების მოგვარება შეუძლია და უნდა მოაგვაროს ხელისუფლებამ?
ქნარ მარტიროსიანი:
– ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს უნდა დაიწყოს კორუფციასთან და უკანონობასთან რეალური ბრძოლა, შექმნას თანაბარი გარემო ბიზნესისთვის, მოახდინოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირება, გააჯანსაღოს ეკონომიკა, რაც მთლიანად სომეხ საზოგადიებაზეც აისახება და პირადად ჩემი ცხოვრების დონეზეც. ასევე უნდა იყოს დაცული ჩემი, როგორც ქვეყნის მოქალაქის, უსაფრთხოება, შეწყვიტოს ჩემი უფლებების შელახვა რიგ სფეროებში, და იმ სახსრების გაფლანგვა, რომლებიც ჩემს მიერ გადახდილი გადასახადებით არის შეგროვილი.
მერი ოგანიანი:
– ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ასევე შიდა ბაზარზე ფასების რეგულირება, იმისთვის, რომ აუცილებელი არ გახდეს იგივე წამლების საზღვარგარეთ ყიდვა, სადაც მათ უფრო ნაკლებ ფასად ყიდიან. აუცილებელია წამლების იმპორტზე მონოპოლიის ლიკვიდაცია და ჯანდცვის ძირმომპალი და კორუმპირებული სისტემის რეფორმა. და, რასაკვირველია, შრომითი პენსიების გაზრდა.
აირპი სიმონიანი:
– სომხეთის თითქმის ყოველ მოსახლეს ვიღაც ერთი მაინც ჰყავს, ვინც საზღვარგარეთ გადასახლდა, ან საშოვარზე მიემგზავრება ხოლმე. ახალი პარლამენტისგან , პირველ რიგში, ველოდები, ისეთი სასურველი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შექმნას, რაც ჩვენს ნათესავებს საშუალებას მისცემს, ქვეყნიდან არ გადასახლდნენ, იცხოვრონ და იშრომონ აქ. და კიდევ ერთი ჩემი მოლოდინი სამეცნირო სფეროში სატენდერო სისტემის გაუქმებასაც უკავშირდება.
კარენ ერიციანი:
– ყველაფერი ახალი – მხოლოდ „ძველის“ სახეცვლილებაა. საერთოდ, ცხოვრებაში ოპტიმისტი ვარ, ეგერეთ წოდებული ხელისუფლების მიერ ჩემი პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით კი, იძულებული ვარ, პესიმისტი გავხდე. მე ახლა ერთადერთი ამოცანა მაქვს – რამენაირად გამოვნახო ჩემს ოჯახთან ერთად ემიგრაციაში წასვლის გზა – ცივილიზებულ ქვეყანაში, თავის ცივილიზებული პარლამენტით, რომელსაც შევძლებ, რომ ჩემი და ჩემი ოჯახის პრობლემები ვანდო.
ლევონ მკრტიჩიანი:
– სამწუხაროდ არავითარ ჩემს პირად საკითხსა და პრობლემას არ ვუკავშირებ მომავალ პარლამენტს. არსობრივად, ის წინა პარლამენტისგან განსხვავებული არ იქნება.