გერმანიის არჩევნებში ანგელა მერკელი მეოთხე ვადით აირჩიეს, ხოლო ნაციონალისტებმა არნახულ წარმატებას მიაღწიეს.
ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირისა და ქრისტიანულ-სოციალური კავშირის კონსერვატიულმა ბლოკმა, ანგელა მერკელის მეთაურობით, ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, თუმცა გერმანიის პარლამენტის წამყვან ძალად რჩება. ასეთი მარცხი ქრისტიან-დემოკრატებსა და ქრისტიანულ სოციალურ კავშირს 1949 წლის შემდეგ არ განუცდიათ, როდესაც გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდა.
REUTERS/Axel Schmidt
BBC -ის კორესპონდენტისაზრით, მერკელის არადამაჯერებელი შედეგის მთავარი მიზეზი ქვეყანაში 900 000 უსაბუთებო მიგრანტისა და დევნილის შეშვების შესახებმისი გადაწყვეტილება გახდა.
ქრისტიანულ-სოციალური კავშირის ახლანდელმა პარტნიორმა სოციალ-დემოკრატებმა ამ არჩევნებში არნახული მარცხის შემდეგ ოპოზიციაში გადასვლის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს.
ყველაზე მოსალოდნელი სცენარია – ეგრეთ წოდებული „იამაიკის“ კოალიციის შექმნა (მისი მონაწილეების პარტიული დროშების ფერები იამაიკის დროშის ფერებს შეადგენს): ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი- ქრისტიანულ -სოციალური კავშირი (შავი), თავისუფალი დემოკრატები (ყვითელი), რომლებიც პარლამენტში ოთხწლიანი არყოფნის შემდეგ ბრუნდებიან, და „მწვანეთა“ პარტია.
REUTERS/Christian Mang
2 ომში ჩართული ქვეყნებიდან, მაგალითად სირიიდან, მიგრაციის სფეროში მერკელის პოლიტიკის წინააღმდეგ არსებული განწყობებით ისარგებლა ბუნდესტაგის ახალმა ძალამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. პარტია მიგრანტების წინააღმდეგ გამოდის, განსაკუთრებით კი ისლამის წინააღმდეგ – ის მინარეთების აკრძალვისთვის იბრძვის და ისლამი გერმანულ კულტურასთან შეუთავსებლად გამოაცხადა.
“ალტერნატივიდან“ რამდენიმე კანდიდატი უკიდურესად მემარჯვენე მოწოდებებით გამოვიდა. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ფრაუკე პერტიმ არჩევნების შედეგების შესახებ თავის ტვიტერზე დაწერა, რომ ქვეყანამ „პოლიტიკური მიწისძვრა“ გადაიტანა. „ალტერნატივის“ შედეგები პროგნოზებზე უკეთესი აღმოჩნდა.