წვიმიანი დღის სცენები თბილისის ზოოპარკიდან. ვიდეობლოგი
გაზიარება
გაზიარება
თბილისის ზოოპარკის ბინადრებს წვიმიანი დღეები მაინცდამაინც არ უყვართ. ასეთი დღეები ზოოპარკში ნაკლებად აქტიური და ხმაურიანია – ცხოველების უმეტესობა დახურულ სივრცეში რჩება. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც წვიმიან დღეებშიც კი სეირნობენ.
ამ ვიდეოში ნახავთ, როგორ ატარებენ ცხოველები დღეს წვიმიან ამინდში.
თბილისის ზოოპარკს არსებობის თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის 1927 წლის 10 თებერვალს, კავკასიის ცხოველთა საკლიმატიზაციო საზოგადოების ბაზაზე დაარსდა. საზოგადოება XX საუკუნის დასაწყისიდან ინახავდა ველურ ცხოველებს, თუმცა ზოოპარკის სტატუსი არ ჰქონდა.
თავდაპირველად ზოოპარკი მდინარე ვერეს ხეობაში, 70 ჰექტარზე იყო გაშენებული. წლების განმავლობაში დედაქალაქის განვითარებამ, მოგვიანებით კი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, ძველი ზოოპარკის ტერიტორია მნიშვნელოვნად შეამცირა. დღესდღეობით მას 5 ჰექტარი უკავია. ზოოპარკს 1500-მდე ბინადარი ჰყავს. ყველა ცხოველს საკუთარი ისტორია აქვს.
ბლოგების ამ სერიით თბილისის ზოოპარკის ბინადრებს გაგაცნობთ. მოგიყვებით როგორია მათი ერთი, რუტინული დღე, როგორ ურთიერთობენ სხვა ცხოველებთან და ადამიანებთან, როგორი იცვლება მათი ქცევები ამინდის და სეზონების მიხედვით. აქ ბევრ საინტერესო ამბავს გაიგებთ.