სტიქიური უბედურებები ბაქოში
ბაქოში თოვლი მოვიდა. და მაშინვე დაიწყო ბუნებრივი აირის მიწოდების და ინტერნეტის შეფერხება. ინტერნეტი რა შუაშია, გაუგებარია, მაგრამ ფაქტი ფატქად რჩება – როცა თოვლი მოდის, ინტერნეტს პრობლემა უჩნდება.
ნებისმიერ შემთხვევაში, თოვლი ბაქოში იშვიათობაა, აი წვიმა კი – ხშირი და გაცილებით საშიში მოვლენაა.
წვიმა ბაქოში – ეს ნიშნავს მეწყერებს, ელექტროენერგიის და კავშირგაბმულობის შეზღუდვას, საცობებს, გზებზე უბედურ შემთხვევებს. კომუნალური სამსახურები ყოველ წელს ირწმუნებიან, რომ ქალაქი შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზად არის, თუმცა სიტუაცია არ იცვლება.
სოცილურ ქსელებში ჩივილი, ირონიული და მამხილებელი სტატიები მედიაში – ისეთივე ჩვეული მოვლენაა, როგორც კოჭებამდე წუმპეებში სიარული. ასეთ დროს მთავარ დამნაშავედ ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი გაჯიბალა აბუტალიბოვი არის ხოლმე მიჩნეული.
შევეცადეთ, გაგვერკვია – სინამდვილეში ვინ არის პასუხუსმგებელი ამ “წვიმიან უბედურებებზე”, და რა უნდა გაკეთდეს, ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად.
გზები
“იცი, რომელზე გამოვედი სამსახურიდან? ექვსზე! სახლამდე კი მხოლოდ ათის წუთებზე მიავღწიე.”
რიადი ცენტრში მუშაობს და ქალაქგარეთ ცხოვრობს. წვიმიანი საღამოს უმეტესი ნაწილი მან მენავთობეთა ქუჩაზე, საცობში გაატარა. “აი, აქ ვიდექი,” – გვიჩვენებს ის ადგილს ფოტოზე, რომელიც სწრაფად გავრცელდა საოციალურ ქსელებში: საღამოხანს გადაღებული პროსპექტი, სადაც იმდენი მანქანაა, რომ მიწა საერთოდ არ ჩანს. თუმცა მიწა ისედაც არ ჩანს – წყალქვეშ არის.
ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ, ვისაც გვირაბში მოუხდა გავლა. ზემოთ ხსენებულ დარნაგიულში – ქალაქი სამრეწველო უბანში – ახლად აშენებული საგზაო გვირაბები სრულიად დაიტბორა. მიზეზი – საწვიმარი არხებისა და კანალიზაციის არარსებობაა; წვიმის წყალი ღრმა გუბეებად გროვდება. ამ დროს ყველაზე საშიშია შუა გზაზე დასველებული ძრავით გაჭედვა. სწორედ ამიტომ გადაადგილდებიან მძღოლები “კუს ნაბიჯით”, და საცობებსაც ეს ქმნის.
წვიმის დროს შუქნიშნებიც მწყობრიდან გამოდის, რადგან წყალი კაბელებს ასველებს.
ტრანსპორტის ინტელექტუალურად მართვის (NIIM) ცენტრის ხელმძღვანელმა, შახა მეხმანგიზიმ ასეთი კომენტარი გააკეთა: “შუქნიშნების ნაწილი ჩვენს დაქვემდებარებაშია, ნაწილი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. შუქნიშნები კაბელებში წყლის მოხვედრის გამო ითიშება, ასევე – ზოგიერთი რაიონისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვისას.” და დასძინა, რომ სამმართველომ უკვე გაგზავნა თანამშრომლები დაზიანებების შესაკეთებლად.
შსს-ს მხრიდან შუქნიშნებზე პასუხს აგებს სპეციალიზებული საწარმოო საპროექტო დაწესებულება “სიგნალი”. ამ საწარმოს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელის მდივანმა განაცხადა, რომ საზოგადოებასთან ურთიერთობის საგანგებო განყოფილება მათ არ აქვთ, თავად კი კომენტარებს არ აკეთებენ.
ბაქოს სახელმწიფო-საგზაო პოლიციის მთავარი სამართველოს ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ვაგიფ ასადოვი მოსახლეობას ურჩევს, წვიმიან დღეებში ავტომობილებით არ ისარგებლონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამოიყენონ. მაგრამ, აბა სცადეთ და ასეთი რჩევა იმ შობლებს მიეცით, რომლებმაც შვილები სკოლაში ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში უნდა მიიყვანონ.
ეკოლოგიური პროგნოზირების ცენტრის ხელმძღავანელი ტელმან ზეინალოვი ასე ხსნის საგზაო წყალდიდობების სიტუაციას: “საქმე ისაა, რომ აბშერონის ტერიტორიაზე კომუნიკაციების 90% ძველია – საბჭოეთის დროინდელი, და მწყობრიდან არის გამოსული. გარდა ამისა, ჩვენთან 200 გაუთვალისწინებელი ტბა გაჩნდა. მათ შორის, 7 – ბუნებრივი წარმოშობისაა, დანარჩენი კი ხელოვნურად არის წარმოქმნილი ნავთობის მოპოვების დროს. ეს ხელს უწობს გრუნტის წყლების დონის მატებას. მიწა ოც სანტიმეტრზეც რომ ამოთხარო, უკვე წყალი გხვდება.
თანაც რაიონებიდან ჩამოსულმა მოსახლეობამ აქ უკანონო ნაგებობები ააშენა, საკანალიზაციო სისტემის გარეშე. არადა, ეს მიწები სამომავლო გამწვანებისთვის უნდა გამომშრალიყო. ამის ბრალია, რომ სარდაფებში წყალი დგება, იქ გრუნტის წყლები ჟონავს.”
დამოუკიდებელ არქიტექტორთა კავშირის პრეზიდენტი ზემფირა ბუდაგოვა ჰყვება: “ჩემს ბავშვობაში წვიმის დროს ქუჩაში დავრბოდით, და არ გვეშინოდა, რომ ფეხები დაგვისველდებოდა და ავად გავხდებოდით. გზის ორივე მხარეს ყოველთვის იყო რკინის გისოსებით დაფარული თხრილები, სადაც წვიმის წყლი ჩაედინებოდა. ეს წყალი, საგანგებო, კანალიზაციისგან განცალკევებული სისტემის საშუალებით პირდაპირ ზღვაში ჩაედინებოდა; არამარტო წვიმის წყალი, არამედ თოვლისაც. ვთქვათ, თუ ხანძარი მოხდებოდა, მის ჩასაქრობად გამოყენებული წყალიც იქვე ჩადიოდა.
მოგვიანებით, 90-იან წლებში ეს გამდინარე სისტემა გააუქმეს და საერთო კანალიზაციას შეუერთეს, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები ჩაედინება. ამ შეერთების გამო, წვიმის დროს ეს საკანალიზაციო წყალი ხშირად პირდაპირ ქუჩებში ამოხეთქავდა ხოლმე. სუნის გაქრობის მიზნით, თხრილების რკინის გისოსები ამოქოლეს.
ამიტომაც, ახლა წვიმის წყალი გასასვლელს ვეღარ პოულობს. ან ძველი გადინების სიტემა უნდა აღდგეს, ან ახალი უნდა გაკეთდეს. ყველაფერს თვი რომ დავანებოთ, ნებისმიერ საკანალიზაციო მილს თავის გამავლობის ვადა აქვს.”
ზეფირა ხანუმი გრუნტის წყლების მატებაზეც ლაპარაკობს. მისი თქმით, კასპიის ნაპირებზე მაღალსართულიანი შენობები საერთოდ არ უნდა იყოს.”ძირითადად, ძველი სახლების სარდაფები ივსება გრუნტის წყლებით. ახალ სახლებში კი მთელი საძირკველი ბეტონითაა ამოვსებული. წყალი მათ გარშემო გროვდება, დროთა განმავლობაში კი სახლი იბზარება და ჯდება.”
თავად ОАО “Азерсу”-ში (წყალმომარაგებაზე პასუხისმგებელი დაწესებულება), რომელსაც საკანალიზაციო სისტემის შესახებ კითხვით მივმართეთ, პასუხის გაცემაზე უარი გვითხრეს. მაგრამ, ОАО “Азерсу“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ანარ ჯებრიელიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღეისთვის მხოლოდ გზების 16-17%-ია სანიაღვრე კანალიზაციით უზრუნველყოფილი. მაგრამ, სინამდვილეში მისი არსებობა ბევრს არაფერს ცვლის: “საკანალიზაციო სისტემა გასული საუკუნის 70-იან წლებშია გაკეთებული და იმ დროის მოთხოვნებს მორგებული. ქალაქის მოსახლეობა იმის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, და ეს სისტემა დატვირთვას მაინც ვერ გაუძლებს.”
ჯებრაილის თქმით, ახლა წვიმის წყალიც და ყველა გამდინარე წყალი ერთსა და იმავე კანალიზაციაში და გამწმენდ ნაგებობაში ჩაედინება. იგი ამბობს, რომ სამომავლოდ “Азерсу“-მ შეიმუშავა სისტემის გარდაქმნის გეგმა, რომლის მიხედვითაც, წვიმის წყლს გასაწმენდად აღარ გუშვებენ, არამედ ის პირდაპირ ჩაედინება ან ტბებში, ანდა კასპიის ზღვაში.
მეწყერები
ბაქოს N48-ე სკოლა ბორცვზე დგას. ამიტომ, მიწა აქ თითქოს მრავალიარუსიანია – სკოლას თავზე ადგას კედელი, რომელსაც მეორე ტერასაზე ავყავართ. სწორედ ეს კედელი ჩამოინგრა ზედ სკოლის სპორტულ მოედანზე.
ბაქოში წვიმის შემდეგ ხშირია მეწყერები, მაგალითად ბაილოვზე, სადაც ისეთი ციცაბო აღმართია, რომ ქალაქელები, გეოლოგიური ტერმინების მიუხედავად, ამ ბორცვს მთას ეძახიან.
“სათანადო სტრუქტურები საქმის კურსში არიან, აუცილებელი ზომები გატარდება, ნუ ღელავთ, არსებული და პოტენციური ნგრევისგან ბავშვები არ დაზარალდებიან,”- მხნედ მოგვახსენა სამინისტროს კოლ-ცენტრის ცხელის ხაზის თანამშრომელმა.
ამ შემთხვევაზე, როგორც გვითხრეს, პასუხს აგებს განათლების სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლება. ინციდენტის ადგილას მისვლისას იქ დაგვხვდა აღამსრულებელი ხელისუფლების ორი სატვირთო და წასასვლელად (როგორც აგვიხსნეს – განათლების სამინისტროში მოსახსენებლად) გამზადებული სკოლის დირექტორი. სამაგიეროდ, შეგვხვდა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ოფიციალური კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
მაგრამ უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა, და სკოლის სპორტულ მოედანზე არაფერი შეცვლილა. მოედანის ასფალტზე ისევ ის ღრმა ბზარებია, და არც ფერდობია გამაგრებული.
ელექტროობის შეზღუდვა
მთელი წვიმიანი დღის განმავლობაში ნათელა სკოლაში იყინებოდა – ელექტროენერგია გამორთეს. იმის მიუხედავად, რომ ის ელიტურ საგანმანათლებლო კომპლექსში სწავლობს, წვიმამ კაბელებში შეაღწია და პლასტიკატის ახალ ჩარჩოებშიც გაჟონა. “სამაგიეროდ, მთელი სკოლა მოვიარეთ, ერთი კლასიდან მეორეში გადავდიოდით,”- ახარებთ მოულოდნელი გასართობი მოსწავლეებს.
წვიმას, თოვლს და ქარს ხშირად მიწისქვეშა კაბელების, ელექტროობის გადამცემი ხაზებისა და კავშირგაბმულობის დაზიანება ახლავს ხოლმე. განათების ინჟინერი ვასიფ გულიევი ასეთ კომენტარს აკეთებს: “გარე გაყვანილობის კაბელი განსხვავდება შენობის შიდა გაყვანილობისგან; პირველ რიგში სისქით და იზოლაციით. შესაბამისად, უფრო ძვირიც ღირს. ეკონომიის მიზნით, ხშირად ჩვეულებრივი კაბელი გაჰყავთ ხოლმე, რომელიც ორ-სამ ზამთარში ცვდება. ამიტომ, ქსელური კაბელი ყოველთვის გოფრირებული ან დახურული მილით უნდა გაიყვანონ.”
იმ შემთხვევაში, როდესც კომპიუტერთან/მოდემთან კაბელის მიერთების წერტილი შენობაში კაბელის შესვლის წერტილის ქვევით არის მოთავსებული, შესაძლებელია წყლის გაჟონვა და და კაბელთან შეერთებული მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა, – განმარტავს ინჟინერი. ამიტომ, როუტერის ან ინტერნეტის უდროოდ დაღუპვის თავიდან ასაცილებლად, კაბელი ყოველთვის ქვემოდან ზევით უნდა იყოს მიერთებული. სხვათა შორის, როგორც ინჟინერი ამბობს, ყველაზე ხშირად სატელეფონო კაბელები ზიანდება; ამის დასტურია – ხმაური, კავშირის გაწყვეტა, ცუდი კავშირი.
დასკვნები
შედეგების შეჯამებით შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი:
“წვიმიანი კატაკლიზმების” მიზეზი ორგვარია.
პირველ რიგში, ქალაქის მოსახლეობის ზრდა, რამაც გამდინარე წყლის გამავლი სიტემის კარდინალურად შეცვლის აუცილებლობა დააყენა.
მეორეც, სახელმწიფომ არათუ იზრუნა რაიმე ცვლილებაზე, არამდეგ საბჭოთა დროიდან შემორჩენილი არსებული სისტემაც კი არ განუახლებია.
ვითარებას ართულებს უფლებამოსილებების და კოლექტიური პასუხისმგებლობის საგანგებოდ დანაწევრებული სიტემა. ანუ ხშირად გაუგებარია, ვინ რაზე აგებს პასუხს და ვინ უნდა დაიცვას ბაქოელები სტიქიური უბედურებებისგან.
გამოქვეყნებულია 23.11.2016