ცხინვალის ერთ-ერთ აფთიაქში (პირველად ქალაქის ისტორიაში) ფარული კამერა დააყენეს. ინიციატივა კერძო მეწარმე ლილი კულუხოვას ეკუთვნის, რომელიც სააფთიაქო ვიდეოთვალთვალის პიონერია.
სათვალთვალო სისტემა ერთი წლის წინათ დააყენეს და ახლა თანამშრომლები შედეგებს აჯამებენ. თანამედროვე ტექნოლოგიების უპირატესობა სახეზეა. ’ნივთები აღარ გვეკარგება, _ აცხადებს ლილი კულუხოვა _ ადრე დროდადრო კბილის ჯაგრისები და სხვა წვრილმანები ქრებოდა ხოლმე, ახლა კი ვეღარაფერს იპარავენ’.
აფთიაქის თანამშრომლები თვლიან, რომ მთავარი არა თავისთავად ვიდეოგადაღების ფაქტი, არამედ ამ გადაღების ტრანსლაციაა, რომელიც აფთიაქის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, პირდაპირ აფთიაქის დახლთან დამონტაჟებულ ეკრანზე ხდება. კამერა ერთგვარ ფსიქოლოგიურ ბარიერს წარმოადგენს:
‘ადამიანები ხედავენ, რომ საქონელი კონტროლდება და მოპარვას აღარ ცდილობენ’. მაღაზიის, ან აფთიაქის ვიდეოთვალთვალის სისტემით უზრუნველყოფა 35 ათასი რუბლი(დაახლოებით 460 დოლარი) ღირს. სიმშვიდეს ყოველთვის დიდი ფასი აქვს, ამიტომ ლილის დადებითი გამოცდილების გადაღებას ცხინვალის სხვა აფთიაქების ხელმძღვანელებიც აპირებენ. ზოგმა ამ ხერხის გამოყენება უკვე დაიწყო. სხვადასხვა აფთიაქის კარზე უკვე გამოჩნდა გამაფრთხილებელი ნიშანი, რომელიც პოტენციურ კლიენტებს ფარული კამერების არსებობას ამცნობს.
ერთ-ერთმა მყიდველმა კამერების მუშაობასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა: ‘არაა გამორიცხული, რომ ეს უბრალო ბუტაფორიაა. რატომ უნდა დახარჯოს ადამიანმა ფული ტექნიკის გამოყენებაში, თუკი მას ისედაც შეუძლია ქურდების დაშინება?
ყოველ შემთხვევაში, ვიდეოკამერების საჭიროებას მხოლოდ ის აფთიაქები არ განიცდიან, რომელთა დახლებიც კლიენტებისგან იზოლირებულია და მყიდველს საქონელთან პირდაპირი წვდომა არ აქვს.