რა დაემართა "მობილურს"?
ზაფხულის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კინოპრემიერად მიიჩნევდნენ სტივენ კინგის “მობილურის” ეკრანიზაციას, რომელიც კინოგაქირავებაში 8 ივლისს გამოვიდა. იმავე დღეს კინოკრიტიკოსმა ოდი ჰენდერსონმა Rogerebert-ისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნა, რომ ფილმმა წიგნის იდეა მოკლა. და ეს ყველაზე ნეგატიური რეცენზია არ ყოფილა.
ფილმის მთავარი გმირი, გრაფიკული რომანების ავტორი კლაიტონი (ჯონ კიუსაკი) და მისი ახალი ნაცნობი თომასი (სემიუელ ელ ჯექსონი) ადამიანთა იმ მცირე რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებიც “ზომბიაპოკალიფსს” გადაურჩნენ. მწერალს ვაჟის დაბრუნება სურს, ტომასი კი უბრალოდ ცდილობს, გადარჩეს. ისევე, როგორც მრავალ სხვა ნაწარმოებში, კინგი აქაც ფართოდ გავრცელებულ შიშებს იყენებს იმისთვის, რომ ლიტერატურული შედევრები, ან, უარეს შემთხვევაში, უბრალოდ კარგი რომანები შექმნას. “ტომინოკერებში” შიშს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იწვევს, რომანში “ის” ამ ფუნქციას მასხარა ასრულებს, “შინაურ ცხოველთა სასაფლაოში” კი ახლობელი ადამიანის სიკვდილის თემაა არჩეული. “მობილურში” კინგი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების, ვერაგი და ყოვლისმომცველი მობილური ტელეფონების მიმართ შიშს იყენებს.
ყველამ არ იცის, რომ სტივენ კინგი არამხოლოდ წარმატებული მწერალი, არამედ სცენარისტიცაა. ბოლო 15 წლის განმავლო ბაში ის საკუთარი წიგნებისათვის სცენარების წერითაა დაკავებული. თუმცა, ამ საქმიანობას მანამდეც ეწეოდა. გავიხსენოთ, თუნდაც ძველი, საყვარელი მინისერიალი “დაპირისპირება”. “თუკი გსურს, რომ ყველაფერი კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე” – როგორც ჩანს, სწორედ ამ დევიზით ხელმძღვანელობს “საშინელებათა ჟანრის მეფე” მას შემდეგ, რაც კუბრიკმა შექმნა “ნათების” ის ცნობილი ეკრანიზაცია, რომელიც თავად მწერალს არ მოეწონა.
მაგრამ “მობილური” ასეთ შემთხვევა არ არის
როგორც უკვე ხშირად მომხდარა, წიგნს რეჟისორის მხრივ არც ამჯერად გაუმართლა. Dimension Films-მა ამ ფუნქციის შესასრულებლად ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი და სცენარისტი, ელაი როთი დაიქირავა. ელაი როთმა სახელი გაითქვა მისივე სცენარის მიხედვით გადაღებული თრილერით, რომელსაც “ჰოსტელი” ჰქვია (ამას გარდა, ის “ურია დათვის” როლსაც ასრულებდა ფილმში “უსახელო ნაბიჭვრები”). მაგრამ რაღაც პრობლემა შეიქმნა და სტუდიამ რეჟისორად ტოდ უილიამსი დაამტკიცა – არაფრით გამორჩეული კინოხელოვანი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მხოლოდ სამი ფილმი აქვს გადაღებული. მისი ფილმებიდან ერთ-ერთი “პარანორმალური მოვლენების” სიკველი გახლავთ. ანუ მან გადაიღო ორი ნაკლებად ცნობილი დრამა და ფილმი, რომელშიც უბრალოდ კამერები საჭირო ადგილებზე უნდა განეთავსებინა და კადრები წინა ფილმის მიხედვით შექმნილი “შპარგალკის” შესაბამისად უნდა დაეჭრა.
მაგრამ დღეს ყველაფერს სტუდიები წყვეტენ. და “მობილურს” მეორე სცენარისტი მოუძებნეს. ამ საქმის შესრულება ტოდ უილიამსზე უფრო გამოუცდელ კინოხელოვანს, ადამ ალექსს ანდეს (რომელსაც ერთი ორიგინალური სცენარიც კი არ აქვს დაწერილი). სხვათა შორის, ცნობილი ავტორისათვის “სტუდიის წარმომადგენლის” “მიმაგრება” ახალი ტენდენციაა. “მიმაგრების” მთავარი მიზანი კი ნებისმიერი ზედმეტი ინიციატივის საფუძველშივე განეიტრალებაა. მაგრამ ამ შემთხვევაში IMDb-ში ცალკე გრაფა უნდა არსებობდეს, რომელსაც “ზედამხედველი” ერქმევა.
რეალურად კი არც ისე ცუდადაა საქმე. მთავარი ისაა, რომ ეს კინგია და, ყველა შემთხვევაში, საშინელებათა ჟანრის ეს ფილმი თავის ყველა “თანამოძმეს” უგებს. მასში ერთი სქრიმერიც კი არ არის! ეს კი ჩვენს დროში არათუ იშვიათობა, არამედ უბრალოდ წარმოუდგენელია.
წიგნის გასაფუჭებლად ძალიან დიდი მონდომება იყო საჭირო. და ამ მხრივ რეჟისორმა ყველაფერი იღონა, რაც კი შეეძლო. დასაწყისშივე ჩანს მასობრივი სცენების მსახიობების გადაჭარბებული მანერულობა. ამას გარდა, კამერა ფილმის ბოლომდე ცახცახებს, ფინალი კი ერთგვარ ვიდეორიგს წარმოადგენს, რომელიც 90-იანების RPG-ს უნიჭო ვიდეოკოლაჟს ჰგავს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტი დაღეჭილია, ამ სურათის მთავარი თემა ზომბიებიც მაინ არ არის, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. და, მიუხედავად იმისა, რომ “მობილურის” რეჟისურა ჟანრის სხვა თანამედროვე ნიმუშებზე უარესია, საკუთრივ სიუჟეტის განვითარება შიშის ზარს გვცემს – თანაც ისეთი შიში გვეუფლება, რომელსაც მიჩვეულები არ ვართ.
რეჟისორის მხრივ, წიგნს არც ამჯერად გაუმართლა – ისევე, როგორც კინგის ბევრად უკეთესი რომანის, “11.22.63”-ის შემთხვევაში. ამ წიგნის ტელევერსიას მინისერიალის ფორმა აქვს. მაგრამ “მობილურის” ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებებს მის თანამედროვე, უფრო უკეთესად გადაღებული “ჰორორებით” მიღებულ ემოციებს თუ შევადარებთ; ტოდ უილიამსის მიერ გადაღებული ფილმი სიუჟეტით ჯობს დანარჩენებს, რადგან კონკურენტები არ ჰყავს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს შედევრი არ არის. ფილმს ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ თუკი გადაწყვეტთ, რომ კინოში საშინელებათა ფილმი ნახოთ, ამ ფილმს უყურეთ.
ერთადერთი, რაც შეიძლება ინანო, ის არის, რომ უკეთესი ოსტატის ხელში (იმავე სამსახიობო შემადგენლობით) ფილმი, შესაძლოა, შესანიშნავი გამოსულიყო.
სქრიმერი – ხანგრძლივი სიჩუმე, რომელიც ურჩხულის გამოჩენისას მკვეთრად წყდება, ხშირად გამოიყენება კინოში, რადგან გარანტირებული ეფექტი აქვს.
გამოქვეყნდა: 03.08.2016
ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კინოპრემიერად ითვლებოდა სტივენ კინგის „მობილურის“ ეკრანიზაცია, რომელიც კინოგაქირავებაში 8 ივლისს გამოვიდა. იმავე დღეს კინოკრიტიკოსმა ოდი ჰენდერსონმა Rogerebert-ისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნა, რომ ფილმმა წიგნის იდეა მოკლა. და ეს რეცენზია ყველაზე ნეგატიური არ ყოფილა.
ფილმის მთავარი გმირი, გრაფიკული რომანების ავტორი კლაიტონი (ჯონ კიუსაკი) და მისი ახალი ნაცნობი თომასი (სემიუელ ელ ჯექსონი) ადამიანთა იმ მცირე რიცხვს განეკუთვნებიან, რომლებიც „ზომბიაპოკალიფსს“ გადაურჩნენ. მწერალს ვაჟის დაბრუნება სურს, ტომასი კი უბრალოდ ცდილობს, გადარჩეს. ისევე, როგორც მრავალ სხვა ნაწარმოებში, აკინგი ქაც ფართოდ გავრცელებულ შიშებს იყენებს იმისთვის, რომ ლიტერატურული შედევრები, ან, უარეს შემთხვევაში, უბრალოდ კარგი რომანები შექმნას. „ტომინოკერებში“ შიშს ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იწვევს, რომანში „ის“ ამ ფუნქციას მასხარა ასრულებს, „შინაურ ცხოველთა სასაფლაოში“ კი ფსონი ახლობელი ადამიანის სიკვდილზეა გაკეთებული. „მობილურში“ კინგი კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების, ვერაგი და ყოვლისმომცველი მობილური ტელეფონების მიმართ შიშს იყენებს.
ყველამ არ იცის, რომ სტივენ კინგი არამხოლოდ წარმატებლი მწერალი, არამედ სცენარისტიცაა. ბოლო 15 წლის მანძილზე იგი საკუთარი წიგნებისათვის სცენარების წერაზეა კონცენტრირებული. თუმცა, ამ საქმით მანამდეც იყო დაკავებული. გავიხსენოთ თუნდაც ძველი, საყვარელი მინისერიალი „დაპირისპირება“. „თუკი გსურს, რომ ყველაფერი კარგად გაკეთდეს, თავად გააკეთე“ – როგორც ჩანს, სწორედ ამ დევიზით ხელმძღვანელობს „საშინელებათა ჟანრის მეფე“ მას შემდეგ, რაც კუბრიკმა „ნათების“ ის ცნობილი ეკრანიზაცია შექმნა, რომელიც თავად მწერალს არ მოეწონა.
„მაგრამ „მობილური“ ასეთ შემთხვევა არ არის.
როგორც უკვე ხშირად მომხდარა, წიგნს რეჟისორის მხრივ არც ამჯერად გაუმართლა. Dimension Films-მა ამ ფუნქციის შესასრულებლად ახალგაზრდა ნიჭიერი რეჟისორი და სცენარისტი, ელაი როთი დაიქირავა. ელაი როთმა სახელი გაითქვა მისივე სცენარით მიხედვით გადაღებული თრილერით, რომელსაც „ჰოსტელი“ ჰქვია (ამას გარდა, ის „ურია დათვის“ როლსაც ასრულებდა ფილმში „უსახელო ნაბიჭვრები“). მაგრამ რაღაც პრობლემა შეიქმნა და სტუდიამ რეჟისორად ტოდ უილიამსი დაამტკიცა – არაფრით გამორჩეული კინოხელოვანი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მხოლოდ სამი ფილმი აქვს გადაღებული. მისი ფილმებიდან ერთ-ერთი „პარანორმალური მოვლენების“ სიკველი გახლავთ. ანუ მან გადაიღო ორი ნაკლებადცნობილი დრამა და ფილმი, რომელშიც უბრალოდ კამერები საჭირო ადგილებზე უნდა განეთავსებინა და კადრები წინა ფილმის მიხედვით შექმნილი „შპარგალკის“ შესაბამისად უნდა დაეჭრა.
მაგრამ დღეს ყველაფერს სტუდიები წყვეტენ. და „მობილურს“ მეორე სცენარისტი მოუძებნეს. ამ საქმის შესრულება ტოდ უილიამსზე უფრო გამოუცდელ კინოხელოვანს, ადამ ალექსს ანდეს (რომელსაც ერთი ორიგინალური სცენარიც კი არ აქვს დაწერილი). სხვათა შორის, ცნობილი ავტორისათვის „სტუდიის წარმომადგენლის“ „მიმაგრება“ ახალი ტენდენციაა. „მიმაგრების“ მთავარი მიზანი ნებისმიერი სახის ზედმეტი ინიციატივის საფუძველშივე განეიტრალებაა. მაგრამ ამ შემთხვევაში IMDb-ში http://www.imdb.com/ ცალკე გრაფა უნდა არსებობდეს, რომელსაც „ზედამხედველი“ ერქმევა.
რეალურად კი საქმე არც ისე ცუდადაა საქმე. მთავარი ისაა, რომ ეს კინგია და, ყველა შემთხვევაში, საშინელებათა ჟანრის ეს ფილმი თავის ყველა „თანამოძმეს“ უგებს. მასში ერთი სქრიმერიც კი არ არის! ეს კი ჩვენს დროში არათუ იშვიათობა, არამედ უბრალოდ წარმოუდგენელია.
წიგნის გასაფუჭებლად ძალიან დიდი ძალისხმევის გაწევა იყო საჭირო. და ამ მხრივ რეჟისორმა ყველაფერი იღონა, რაც კი შეეძლო. დასაწყისშივე ჩანს მასობრივი სცენების მსახიობების გადაჭარბებული მანერულობა. ამას გარდა, კამერა ფილმის ბოლომდე ცახცახებს, ფინალი კი ერთგვარ ვიდეორიგს წარმოადგენს, რომელიც 90-იანების RPG-ს https://ru.wikipedia.org/wiki/RPG უნიჭო ვიდეოკოლაჟს ჰგავს.
მიუხედავად იმისა, რომ ფილმის სიუჟეტი დაღეჭილია, ამ სურათის მთავარი თემა ზომბიებიც მაინ არ არის, როგორც ერთი შეხვედრით შეიძლება ჩანდეს. და, მიხედავად იმისა, რომ „მობილურის“ რეჟისურა ჟანრის სხვა თანამედროვე ნიმუშებზე უარესია, საკუთრივ სიუჟეტის განვითარება შიშის ზარს გვცემს – თანაც ისეთი შიში გვეუფლება, რომელსაც მიჩვეულნი არ ვართ.
რეჟისორთან მიმართებით წიგნს არც ამჯერად გაუმართლა – ისევე, როგორც კინგის ბევრად უკეთესი რომანის, «11.22.63»-ის შემთხვევაში. ამ წიგნის ტელევერსიას მინისერიალის ფორმა აქვს. მაგრამ „მობილურის“ ნახვისას მიღებულ შთაბეჭდილებებს მის თანამედროვე, უფრო უკეთესად გადაღებული „ჰორორების“ ნახვისას მიღებულ ემოციებს თუ შევადარებთ, ტოდ უილიამსის მიერ გადაღებული ფილმი სიუჟეტით სჯობს დანარჩენებს. იმიტომ რომ კონკურენტები არ ჰყავს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს შედევრი არ არის. ფილმს ბევრი ნაკლი აქვს, მაგრამ თუკი გადაწყვიტეთ, კინოში საშინელებათა ფილმი ნახოთ, ამ ფილმს უყურეთ.
ერთადერთი, რაც შეიძლება ინანო, არის ის, რომ უკეთესი ოსტატის ხელში (იმავე სამსახიობო შემადგენლობით) ფილმი, შესაძლოა, შესანიშნავი გამოსულიყო.
სქრიმერი – ხანგრძლივი სიჩუმე, რომელიც ურჩხულის გამოჩენისას მკვეთრად წყდება. ხშირად გამოიყენება კინოში, იმიტომ რო გარანტირებული ეფექტი აქვს.
გამოქვეყნდა: 03.08.2016