პრეზიდენტი თუ პარლამენტი?
20:00/ 7 დეკემბერი
სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საკონსტიტუციო რეფერენდუმის წინასწარი შედეგები გამოაცხადა. კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას ხმა მისცა 825 622-მა ამომრჩეველმა, წინააღმდეგი აღმოჩნდა – 421 593. ეს ნიშნავს, რომ სომხეთმა ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის საპარლამენტო მმართველობით შეცვლა აირჩია.
20:00/ 6 დეკემბერი
ხმის მიცემა დასრულდა, საარჩევნო უბნები ხმების დათვლას იწყებენ.
_____________________________________________________________________________________
19:00 / 6 დეკემბერი
რას წერდნენ სომხეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები ხმის მიცემის პროცესში დარღვევების შესახებ
სომხეთის ქსელური რესურსები ხმის მიცემის მსვლელობისას აქტიურად გადასცემდნენ ინფორმაციას საარჩევნო უბნებიდან. აი, ის ჩამონათვალი, თუ რას წერდნენ მათი კორესპონდენტები:
1. კონკრეტული უბნის ამომრჩეველთა სიებში აღმოჩნდნენ სხვა მისამართზე ჩაწერილი პირები;
2. საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ჟურნალისტს არ მისცა გადაღების უფლება;
3. ხდებოდა ‘საამომრჩევლო ქრთამების’ გაცემა;
4. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ცდილობენ, ზეწოლა მოახდინონ საარჩევნო უბნების კომისიის წევრებზე;
5. ნდობით აღჭურვილი პირები კომისიის წევრების დარწმუნებას ცდილობენ, რომ სხვების ნაცვლად ხმის მიცემის უფლება მისცენ ისეთ ამომრჩეველს, რომელმაც თან მათი პასპორტები მოიტანა;
6. დამკვირვებლები თავს ზედმეტი შენიშვნებისა და საუბრის უფლებას აძლევენ;
7. კომისიის თავმჯდომარე ხელს უშლიდა დამკვირვებელთა მუშაობას;
8. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა;
9. ავტომობილებს (მაგალითად, კონკრეტული კომპანიის ტაქსებს) ამომრჩევლები უბნებზე მიჰყავთ;
10. საარჩევნო ყუთებში უკანონოდ ყრიან ბიულეტენებს.
__________________________________________________________________________________________________
17:00 / 6 დეკემბერი
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო 1 მილიონ 5 ათას 333-მა კაცმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 39,17 პროცენტს შეადგენს.
__________________________________________________________________________________________________
პოლიციის მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა რიცხვი შეადგენს 2 მლნ. 550 ათას 323 ადამიანს. თუ ამომრჩეველთა უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების მომხრე იქნა, მაშინ სომხეთში ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას საპარლამენტო შეცვლის.
რეფერენდუმის მსვლელობას თვალს მიადევნებს 3006 დამკვირვებელი 18 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 123 დამკვირვებელი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
1997 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა დაიწყო 8.00-ზე და დასრულდება 20.00-ზე. სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია მონაცემებს გამოაქვეყნებს ყოველ 3 საათში. JAMnews-ის კორესპონდენტები ასევე დააკვირდებიან სიტუაციას.
JAMnews-ის კორესპონდენტი გადმოგვცემს, როგორ მიმდინარეობს რეფერენდუმი სოფელ ალიძორში, სიუნიქსის ოლქის 37/27 საარჩევნო უბანზე:
‘მოცემული საარჩევნო უბნის ამომრჩეველთა რიცხვი 442 კაცს შეადგენს. ამომრჩევლები ამბობენ, რომ არავითარი ინფორმაცია რეფერენდუმის შედეგად კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ არ აქვთ. მათი სიტყვებით, ისინი ‘უბრალოდ’ არჩევნებზე მივიდნენ’.
ინფორმაცია სოციალური ქსელებიდან
ჟურნალისტებმა ახლახან გაავრცელეს ვიდეომასალა, სადაც კარგად ჩანს, როგორ ამტვრევენ ilur.am-ს კორესპონდენტის ფოტოკამერას. ინციდენტი მოხდა საარჩევნო უბან 10/20-ზე (ერევანი, სკოლა N114). სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელმაც ჟურნალისტზე იძალადა, პოლიციამ განყოფილებაში წაიყვანა.
შირაქის ოლქში რეფერენდუმთან ერთად არჩევნებიც ტარდება
JAMnews-ის კორესპონდენტი იუწყება: ‘საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მიმდინარე რეფერენდუმთან ერთად შირაქის ოლქის 10 თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც ტარდება. 7 სოფელში (გეხანისტი, გარნარიჩი, შირაქი, პემზაშენი, ბასენი, ტუფაშენი და ბაჰრამაბერდი) ირჩევენ თემის ხელმძღვანელს, ორ სოფელში (ანუშავანი და არევიკი) – ტარდება სოფლის საბჭოს არჩევნები, და ერთ თემში (ნაჰაპეტავანი) ტარდება სოფლის მამასახლისისა და სოფლის საბჭოს არჩევნები ერთდროულად. ასე რომ, თუ პირველ 9 თემში კომისია ორმაგი დატვირთვით იმუშავებს, ნაჰაპეტავანში ხმის მიცემის დასრულების შემდეგ დასათვლელი ექნებათ სამი საარჩევნო ყუთის ბიულეტენები.
__________________________________________________________________________________________________