სხვა ქალაქებში ზამთარი ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ბაქოში_ არა. აფშერონის ნახევარკუნძულის მშრალი სუბტროპიკული კლიმატი თოვლიან ზამთარს გამორიცხავს. აზერბაიჯანის ჩრდილოეთ მხარეებში თოვლი მოდის და დებს კიდეც, ბაქოში კი ეს ორდღიანი გამონაკლისია.
თოვლი აქ მოულოდნელობაა და ასეთი ამინდისთვის არც მოქალაქეები არიან მზად, და არც ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. აქ არავის აქვს ზამთრის საბურავები და, თოვლის გამო, ტრანსპორტის მოძრაობა ან სრულიად წყდება, ან ძალიან რთულდება. როგორც ჩანს, ქალაქის ხელისუფლებს დრო სჭირდება იმის მოსაფიქრებლად, რომ გზის სავალ ნაწილზე ქვიშა დაყაროს. როგორც წესი, ისინი ამ საქმეს უკვე მაშინ ჰკიდებენ ხელს, როდესაც თოვლი დნობას იწყებს. პირველი თოვლიანი საღამო კი მძღოლებისთვის ნამდვილ გამოცდაა.
საინფორმაციო ველსაც ‘ათოვს’ ხოლმე. ჩვენი მედიისთვის „თოვს“ სავსებით ნორმალური სათაურია; ასეთ სიახლეს, როგორც წესი, ბევრი მნახველიც ჰყავს. ყველაზე მეტად „ფეისბუკში“ ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, გაჯიბალ აბუთალიბოვს აკრიტიკებენ. მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სწორედ მისი ბრალია სანიაღვრე არხების არარსებობა. ორიოდე დღეში თოვლი დადნება და ბაქოელებს კოჭებამდე ტალახში მოუწევთ სიარული, რადგან ნახევრად გამდნარი თოვლი კანალიზაციაში ვერ ჩავა. ასე რომ, გახრებულ და აღტაცებულ კომენტარებს ხშირად ბრაზიანი სტატუსებსიც ენაცვლება.
‘ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც თოვლის მოსვლისთანავე ქვრება შუქი, წყდება წყალი, მანქანა კი ეზოს ავეჯი ხდება. ჰოდა, რის ეკონომიკური რეფორმები და ‘ყველაფერი კარგად იქნება’!’
‘საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენს ეკონომიკას (და, განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობას) ყოველთვის ოთხი მთავარი მტერი ჰყავდა _ ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა…’
‘ახმედი ხედავს, რომ თოვლი მოდის, მაგრამ არ წერს თავის კედელზე ფრაზას „თოვლი მოდის“. ახმედმა იცის, რომ სხვებსაც აქვთ ფანჯრები. აჰმედი ჭკვიანია. მიბაძე აჰმედს’.