"ოცნება საქართველოს მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს" - ტვ პირველის ინტერვიუ ბენჟამინ ჰადადთან
ინტერვიუ ბენჟამინ ჰადადთან
საფრანგეთის ევროპის საკითხებში მინისტრი ბენჟამინ ჰადადი ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” წინააღმდეგ სანქციების დაწესება განიხილება როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ (საფრანგეთის) დონეზეც. ამის შესახებ მან “ტვ პირველთან” ინტერვიუში ისაუბრა. მისივე თქმით, ოცნება საქართველოს მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს.
ჰადადი ამბობს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე სანქციების გარდა დევს, როგორც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის გადახედვა, ასევე ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება.
მინისტრი “პირველებთან” ინტერვიუში განმარტავს, რომ მეორე კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის აღარ შემდგარა. აღსანიშნავია, რომ პირველი ზარის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონს და ივანიშვილს შორის ერთი თვის შემდეგაც უნდა შემდგარიყო კომუნიკაცია.
ბენჟამინ ჰადადი: “მინდა გავიხსენო რატომ ვართ აქ. საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა . ჩვენ, საფრანგეთი, მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. სამწუხაროდ, რაც ბოლო თვეების და წლების განმავლობაში ვნახეთ, არის ის, რომ ქართულმა ოცნებამ გადაინაცვლა არალიბერალიზმისკენ, ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეპრესიებისკენ.
ჩვენ ვნახეთ ძალადობა და დაკავება პოლიტიკური ოპონენტების,რომლებიც იყენებდნენ თავისუფლად გამოხატვის და პროტესტის უფლებას. ჩვენ ვნახეთ არჩევნები, რომელსაც ეუთომ და ევროპარლამენტმა არასამართლიანი და, სამწუხაროდ, მიტაცებული უწოდა. აშკარაა, რომ როცა შენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ხარ, გაქვს პასუხისმგებლობა პატივი სცე კანონის უზენაესობას, სიტყვის თავისუფლებას , ფუნდამენტურ უფლებებს და უმცირესობების უფლებებს.
ამიტომ, ევროპულ საბჭოში, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ არ მივიღებთ ამ გადახვევას და მზად ვიქნებით ზომების მისაღებად , როგორც ევროპულ, ასევე ეროვნულ დონეზეც, რომ დავასანქციროთ პირები, ვინც ამ კურსის გადახვევაზეა პასუხისმგებელი. სამწუხაროდ, ეს შეანებელებს და გაყინავს ევროპულ პროცესს.
ვიცი სადაა საქართველო. მოსახლეობის უმრავლესობას ევროპული გზის გაგრძელება სურს, უნდა დემოკრატიული გზის ბოლომდე გაგრძელება, ევროკავშირისკენ და ქართული ოცნების ქმედებები ამ გზას ძალიან ართულებს და ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. წევრს სახელმწიფოებთან ერთად, ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მოლაპარაკებების მაგიდაზე ყველა ვარიანტი დევს.
ჩვენ ვმსჯელობთ კანდიდატის სტატუსზე, უვიზო რეჟიმსა და სანქციებზე, იმ პირების წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია. ან 27 სახელმწიფოს ან ეროვნულ დონეზე.
ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარიანტი გვაქვს, რომ ქართულ ოცნებაზე ზეწოლა მოვახდინოთ, როგორც ევროპულ დონეზე, ასევე ეროვნულ დონეზე. ამ ზომების მიღმაც, დღეს სიმართლე ისაა, რომ ქართულმა ოცნებამ ეს პროცესი გაყინა და შეიძლება მდგომარეობა გაუარესდეს კიდეც. მაგრამ დიახ, ყველა ვარიანტი გვაქვს მაგიდაზე.
მართალი ხართ როცა ამბობთ, რომ უვიზო რეჟიმს კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება სანქციებისგან განსხვავებით, რისთვისაც ერთიანობაა საჭირო. დიახ, შეიძლება გქონდეთ კვალიფიციური უმრავლესობის თანხმობა ევროპულ საბჭოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით. პოზიციის შესაცვლელად ძალიან გვიანი არ არის. არ არის გვიანი წახვიდეთ სხვა მიმართულებით და გქონდეთ ინკლუზიური დიალოგი ოპოზიციასთან, რომ დასვათ ადამიანები მოლაპარაკების მაგიდასთან და იფიქროთ ახალ პროცესზე, რომელმაც შეიძლება ახალ არჩევნებამდე მიგიყვანოთ.
პროცესი უნდა იყოს პატივისცემაზე დაფუძნებული, გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე დაფუძნებული და იქნება დემოკრატიული პროცესი. ამის იმედი გვაქვს, ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ აღადგინოს ევროპული ნარატივი და ევროპული პროცესი. სამწუხაროდ, ქართული ოცნების და ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ამის საპირისპიროა და საქართველოს მოსახლეობას ევროპის კარს უხურავს. და ამას საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ.
ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს პარნტიორებთან ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო პერიოდში მე შეხვდი სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, სალომე ზურაბიშვილს ფლოფსექის კონფერენციაზე პრაღაში, რომელსაც სოლიდარობა გამოვუცხადე.
ჩვენ მხაარს ვუჭერთ, თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ევროპულ პროცესს და ასევე გავაგრძელებთ. ბოლო პერიოდში მე მქონდა საუბარი ჩემს ბრიტანელ კოლეგასთან სტივენ დაუთისთან და ჩვენს თანამოაზრეებთან ევროპაში. ჩვენ არ დაგვავიწყდება ქართველი ხალხი და ძალიან ახლოდან ვაკვირდებით საქართველოში განვითარებულ პროცესებს.
პრეზიდენტ მაკრონს საქართველო ძალიან ადარდებს, ამიტომაც ჰქონდა მას სატელეფონო ზარი ბიძინა ივანიშვილთან. პრეზიდენტმა გადასცა ის მესიჯი, რასაც მე ახლა გეუბნებით. ჩვენ უარვყოფთ და ვგმობთ რეპრესიებს, ჩვენ გვინდა გაიხსნას ინკლუზიური პროცესი და ჩვენ გვინდა პატივისცემაზე დაფუძნებული, მშვიდობიანი დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რამაც შეიძლება ახალ არჩევნებამდე მიგიყვანოთ. პრეზიდენტ მაკრონსა და ივანიშვილს შორის მხოლოდ ერთ სატელეფონო საუბარი იყო.
ამ მესიჯის გავრცელებას ჩვენ სხვადასხვა არხების მეშვეობით და დიპლომატიური არხების მეშვეობით გავაგრძელებთ. ჩვენ გვაქვს საელჩო და გვყავს ელჩი საქართველოში. საქართველო კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანაა და ეს გულისხმობს პასუხისმგებლობას და ვალდებულებას დაიცვას კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედია და ოპოზიციის თავისუფლება.”