"აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ" - ევროპული საბჭო გაფართოების შესახებ დასკვნას აქვეყნებს
ევროპული საბჭოს დასკვნა
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამდე საბჭოს გენერალურმა სამდივნომ გაფართოების შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. საბჭო საქართველოს მოუწოდებს, აჩვენოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებების მიმართ, გააგრძელოს პროგრესი რეფორმების დღის წესრიგში და შეასრულოს კომისიის მიერ განსაზღვრული პირობები.
8 ნოემბერს, ევროკომისიამ საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გასცა. მაგრამ, მთავარი ჯერ კიდევ წინაა. 15 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ, რომელშიც 27 სახელმწიფოს ლიდერია, უნდა გადაწყვიტოს საქართველო მიიღებს თუ არა კანდიდატი ქვეყნის სტატუსს.
რა წერია დასკვნაში
● საბჭო ითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის გულწრფელ მისწრაფებებს ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით.
● ამავდროულად, საბჭო საქართველოში მოქმედ ყველა პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებს, გამოავლინოს კონსტრუქციული თანამშრომლობა და დიალოგი, დაძლიონ პოლარიზაცია და თავი შეიკავონ ქმედებებისგან, რომელმაც შეიძლება, კიდევ უფრო გააღრმაოს პოლიტიკური დაძაბულობა.
● ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს და კიდევ უფრო გაძლიერდეს ყველა სახელმწიფო ინსტიტუციის, განსაკუთრებით, სასამართლოს, პროკურატურისა და სავალუტო ინსტიტუციების სრული დამოუკიდებლობა, ასევე, ანგარიშვალდებულება და მიუკერძოებლობა, ევროპული სტანდარტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად.
● დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ძირითადი უფლებების, მათ შორის, მედიის, აზრის გამოხატვის, შეკრების თავისუფლებისა და პლურალიზმის სრული პატივისცემის აუცილებლობაზე.
● ევროკომისია რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. რა დათქმები მიიღო ქვეყანამ
● პაატა ზაქარეიშვილის კომენტარი: ხელისუფლებაში ყველაფერს აკეთებენ, რათა კანდიდატის სტატუსის მიღების ყოველგვარი შანსი მოანგრიონ
● შარლ მიშელი: ევროკავშირი და წევრობის მსურველები 2030 წლისთვის მზად უნდა იყვნენ გაფართოებისთვის
● საბჭო მიესალმება, საერთო ჯამში, კარგ საკანონმდებლო ჩარჩოს, ინსტიტუციურ წყობასა და ენერგიულ სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და აცხადებს, რომ ეს ელემენტები საქართველოს დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების წინსვლისთვის მყარ საფუძველს აძლევს.
● ევროკავშირის მინისტრთა საბჭო ხაზს უსვამს, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური უფლებების სრული პატივისცემა, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და პლურალიზმის, აზრის, შეკრების და გამოხატვის თავისუფლებისა და ლგბტ პირების დაცვა დაშინებისგან, ასევე ძალადობისა და დისკრიმინაციისგან.
“საბჭო ხაზს უსვამს ძლიერ მოლოდინს, რომ საქართველო არსებითად გაზრდის შესაბამისობას ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის პოზიციებთან და შემზღუდველ ზომებთან, მათ შორის, რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ. ასევე, მოუწოდებს საქართველოს, შემოაბრუნოს უარყოფითი ტენდენცია და განახორციელოს პროგრესი სრული შესაბამისობის მიმართულებით. ეს იქნება ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სტრატეგიული არჩევანის აშკარა ნიშანი”. – წერია დოკუმენტში.