აქლემები ქვის სამტეხლოზე
ბაქოს ნებისმიერ ბაზარში წააწყდებით ადამიანს, რომელიც ხახვის ტომარას ზურგით მოათრევს. იგი თავის ხახვს მოათრევს და გზად ბოლქვების ქერქი სცვივა. ზამთრისათვის იმარაგებს, რადგან მისი მამა-პაპა ასე იქცეოდა. სწორედ ასეთია ე.წ. საშუალოსტატისტიკური აზერბაიჯანელი. ამის შემდეგ კარტოფილის ტომარასაც იყიდის (ასევე ნისიად). ბუნებრივია, ტომრიან ადამიანს არ აღელვებს მიწათმოქმედის მიერ ამ ხახვში ჩადებული შრომა; აი, ფასი კი აღელვებს, და თუ მას ჰკითხავთ, გიპასუხებთ, რომ ბოლო დროს ხახვს ძალიან ძვირად ყიდიან.
ხახვის სევდა
ბაბეკ აბასოვი აგდამის რაიონის სოფელ მახრიზლიში ცხოვრობს. უკვე შვიდი წელია, რაც ხახვი მოჰყავს, მაგრამ ოჯახს გაჭირვებით არჩენს. საქმე ისაა, რომ ბაბეკის ნაკვეთი ძალიან პატარაა და ამიტომ მას თანასოფლელების მიწების იჯარით აღება უწევს. “ჩემი ნაკვეთი პატარაა და ამიტომ ფერმერების შეღავათებით ვერ ვსარგებლობ. ამ შეღავათებს ის ფერმერები იღებენ, რომლებიც არენდით მითმობენ მიწას. ყოველ წელს ხახვს დაახლოებით 4 ჰექტარის ფართობზე ვთესავ”. შემდეგ ბაბეკმა თავისი “ბუღალტერია” გაგვანდო – აღნიშნა, რომ თითო ჰექტარიდან მოსავლის მოსაწევად 2500-3000 მანათია საჭირო, ამ ტერიტორიის ნაკვეთიდან კი 3200-3600 მანათის მიღებაა შესაძლებელი. ამდენად, სეზონის ბოლოს რაღაც თანხა მაინც მრჩებოდა, მაგრამ შემდეგ დევალვაცია მოხდა და ყველაფერი გაძვირდა – სასუქი, თესლი, მცენარის შესაწამლი საშუალებები.
გასულ წელს კი მას პრობლემური თესლი მიჰყიდეს. ხახვი დალპა. შედეგად ბაბეკმა 1500 მანათი ($920) დაკარგა და ახლა დიდი ვალები აქვს.
ჩვენ ვიკითხეთ, თუ რა ფასად იყიდება ხახვი. აღმოჩნდა, რომ ძირითადად ბითუმად, 35-კილოგრამიანი ტომრებად იყიდება და თითო ასეთი ერთეულის ფასი 3-4 მანათია (დაახლოებით 2 დოლარი) ბაქოში ხახვის იგივე ტომარა სულ ცოტს 17 მანათი ეღირება. ამდენად, 13 მანათი სადღაც გზაში იკარგება. მწარმოებლისგან შეძენა უფრო იაფი დაჯდებოდა, მაგრამ აქ აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის კარგად ნაცნობ პრობლემას ვაწყდებით – არ არსებობს რეალიზაციის არხები აწყობილი სისტემა. ძვირი ჯდება ტრანსპორტი. მწარმოებელი ბაქოს ბაზრამდე მოღწევას უბრალოდ ვერ ახერხებს.
დაამატეთ ამ ყველაფერს ბაზარზე არსებული მონოპოლია და აღმოჩნდება, რომ გლეხი სულს ძლივს ითქვამს წლიდან წლამდე.
[Image_d5241809af2c4dd0badce15a52ee5723]
ბაბეკ აბასოვი
სუბსიდიები და შეღავათები
როგორც წესი, სახელმწიფო ფერმერებს სუბსიდიებს უნიშნავს, მაგრამ წელს ამ შეღავათების გაცემა გაჭიანურდა – სოფლის მეურნეობის სამინისტროს სუბსიდიების კომისიის გადაწყვეტილებას ელოდებოდნენ. საბოლოო ჯამში, სექტემბერში გადაწყვიტეს, ფერმერებისთვის 82 მილიონ მანათზე ოდნავ მეტი (დაახლოებით 50 მილიონი დოლარი) გამოეყოთ.
კონკრეტულ ფერმერებს სუბსიდიები საწვავისა და ძრავის ზეთებისთვის ეძლევათ. დახმარების თანხა ნაკვეთის ფართობით განისაზღვრება. ერთი ჰექტარის დასამუშავებლად ფერმერები სეზონზე 50 მანათს ($30დოლარს) იღებენ; ხორბლის, გაუწმენდავი ბრინჯის, ბამბის, ან თამბაქოს მოყვანის შემთხვევაში – დამატებით 40 მანათს ($25).
უკანასკნელი ცნობების თანახმად, ხელიდუფლება მებამბეობის განსავითარებლად გარკვეული ზომების მიღებას გეგმავს და ამიტომ ბამბის თითოეულ კილოგრამისში 10 გიაპიკის (დაახლოებით 6 ცენტი) გადახდას აპირებს.
ამას გარდა, ფერმერები საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ – ანუ გათავისუფლებულნი არიან ყველა “სამეწარმეო” გადასახადისგან (მიწის გადასახადის გარდა). თუმცა, სათბურების მეპატრონეები გამუდმებით ჩივიან, რომ გაზის გადასახადი აღატაკებთ.
მათ შეღავათიანი კრედიტის მიღების საშუალებაც აქვთ. ოღონდ, თავად ფერმერებს არ მოსწონთ, რომ ბანკები კრედიტების გაცემის დროს მათ მკაცრ პირობებს უყენებენ. მაგალითად საბირაბადის რაიონში მცხოვრებმა მეწარმემ საგარანტიოდ ბაქოში არსებული ბინა უნდა ჩადოს. ეკონომიკის საერთო არასტაბილურობას თუ გავითვალისწინებთ, მეწარმეების მიერ აღებული კრედიტების რაოდენობა საბოლოო ჯამში, შემცირებულია.
სოფლის მეურნეობის წელი
ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლის შემცირების გამო, ხელისუფლება იძულებული გახდა, ალტერნატივები ეძებნა. პრიორიტეტებს შორის მოიაზრება სოფლის მეურნეობა. 2015 წელი სოფლის მეურნეობის წლად გამოცხადდა. მრავალი გადაწყვეტილება, ბრძანება და განკარგულება გაიცა. მთავრობის 2015 წლის შემაჯამებელ სხდომაზე პრემიემინისტრმა არტურ რასიზადემ განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობის ნაწარმის მოცულობს 6,6%-ით გაიზარდა, ექსპორტი კი 7,2%-ით.
გასულ წელი ბოლო იყო “2008-2015 წლებში მოსახლეობის კვების პროდუქტებით საიმედოდ უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში.
პროგრამაში გაწერილი იყო, თუ რამდენით უნდა გაზრდილიყო მოსავლიანობა, ნათესების ფართობი და ა.შ. მაგრამ აგრარული საკითხების ექსპერტი ვაციდ მაგერამოვი ამბობს, რომ ხელისუფლების აგრარულმა პოლიტიკამ ამ ამოცანების გადაჭრა ვერ უზრუნველყო და სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ამ პროგრამას დადებითი შედეგი არ აქვს: “მხოლოდ ერთ ფაქტს მოვიყვან. 2008 წელს, როდესაც პროგრამა ამუშავდა, ქვეყანაში 2498,3 ტონა მარცვლეული იწარმოებოდა, 2014 წელს კი ეს მაჩვენებელი 118,9 ტონამდე შემცირდა.”
მიზეზები
სამინისტროში მიაჩნიათ, რომ მცირემოსავლიანობის მიზეზი მუნიციპალიტეტის მიწის არასწორად გამოყენებაა. ამიტომ ხელისუფლება კონტრაქტებს აუქმებს იმ ფერმერებთან, რომლებიც წარმოების ვალდებულებას არ ასრულებენ და ამ ადამიანებს მიწებს ართმევს. მხოლოდ საათლის რაიონში 104 ჰექტარის ფართობის მიწები “დაბრუნდა”, გაჯიგაბულში – 4 443 ჰა. აფშერონში კიდევ უფრო ცუდი მდგომარეობაა. აქლემების საძოვრებად 19 ათას ჰექტარზე მეტია გამოყენებული, მცირე ხნის წინ კი იმ ტერიტორიაზე ქვის სამტეხლო აღმოაჩინეს.
სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების კიდევ ერთ მიზეზად სამინისტრო ყარაბაღის კონფლიქტის დროს სომხეთის მიერ სოფლის მეურნეობისათვის ვარგისი ტერიტორიების (სულ 200 ათასი ჰექტარი) ოკუპაციას ასახელებს. მთიანი ყარაბაღი და მისი მიმდებარე რეგიონები მართლაც გამოირჩევა კარგი კლიმატითა და ნაყოფიერი მიწებით. თუმცა, ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ
სახელმწიფო სტრუქტურებს მათთვის გასულ წელს გამოყოფილი 600 მილიონი მანათი ეფექტიანად რომ გამოეყენებინათ, იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდებოდა. ექსპერტ ვახიდ მაგერამოვის თქმით, “მთლიანობაში ამ პროექტისთვის 914 მილიონი მანათი გამოიყო. ამასთან სიტუაცია სავავალოა. რძის, კარტოფილისა და ხორცის წარმოებით რუსეთს, უკრაინას, სომხეთს, ბელარუსსა და ყაზახეთს ჩამოვრჩებით. აზერბაიჯანში სომხური კარტოფილიც კი შეაქვთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საქართველოს გავლით შემოდის”.
სიახლეები
აპრილში პრეზიდენტმა ილხამ ალიევმა ხელი მოაწერა გაკარგულებას სს “საკვები პროდუქტების წარმოებისა და სურსათით უზრუნველყოფის” შექმნის შესახებ. აღნიშნულმა სტრუქტურამ გასაღების გადაუჭრელი პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამ ორგანოს წარმომადგრნლები პრესისთვის მიცემულ ყველა ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ ამ ახალმა ინსტიტუციამ უნდა აასრულოს ფერმერების დიდი ხნის ოცნება და უზრუნველჰყოს ის, რომ მეწარმეებმა უბრალოდ გარკვეული თანხის ფასად ჩააბარონ საქონელი სახელმწიფოს და ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი პრობლემები აღარ ჰქონდეთ.
გეგმის მიხედვით, სისტემა ჯერ კიდევ შემოდგომაზე უნდა ამუშავებულიყო. ფერმერებიცა და ექსპერტ-ეკონომისტებიც მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც სახელმწიფო პროგრამების შედეგების ხილვა შეუიარაღებელი თვალით იქნება შესაძლებელი.
გამოქვეყნდა: 24.09.2016