გმირი დედები: ბელარუსი პოლიტპატიმარი ქალების ისტორიები
მრავალშვილიანი პოლიტპატიმრები ბელორუსიაში
ბელარუსის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს 2020 წლის მშვიდობიანი დემონსტრაციების მონაწილეთა იდენტიფიცირებას და დაპატიმრებას – მათ შორის მრავალშვილიანი დედებიც არიან. ნოვაია გაზეტა ევროპა სამი ასეთი ქალის ისტორიას ჰყვება.
როდესაც განაჩენი გამოცხადდა – ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა – ელენა მოვშუკმა ციხის საკანში დაწერა: “თავს ჩამოვიხრჩობ!”
ელენას ხუთი შვილი ჰყავს. მისი ქმარი, სერგეი სასამართლო დარბაზში განაჩენის გამოტანის დღესვე დააკავეს. მას მეუღლეზე ექვსი თვით მეტი მისცეს. თუმცა, შემდეგ ამავე მუხლით – არეულობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.
“თავს ჩამოვიხრჩობ”
ელენა მოვშუკი მუშაობდა პინსკის ქალაქის საავადმყოფოს კვების განყოფილებაში. ის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს დააკავეს.
2020 წლის 9 აგვისტოს, პინსკის, ისევე როგორც ბელარუსის სხვა ქალაქების მცხოვრებლები არჩევნებზე წავიდნენ.
როდესაც ხალხი შეიკრიბა დედაქალაქის მთავარ მოედანზე, მათთან ადგილობრივი პოლიციის უფროსი მივიდა და შესთავაზა აერჩიათ ხუთი დელეგატი, რომლებიც შეძლებდნენ აღმასრულებელ კომიტეტში შესვლას.
პინსკელები ბავშვურად ბედნიერები იყვნენ: ბოლოს და ბოლოს, ჩვენს თვალწინ იცვლება სიტუაცია, ჩვენ ისტორიას ვწერთ, ჩვენი ხმა როგორც იქნა ისმის, ჩინოვნიკები მზად არიან ხალხთან კომუნიკაციისთვის – დღეს ახალი, თავისუფალი ქვეყანა იბადება.
მოედანზე შეკრებილები ალყაში მოაქციეს და ტერიტორია „გაწმინდეს“.
17 საათის შემდეგ სერგეი მოვშუკი გაათავისუფლეს – ნაცემი, მაგრამ ადმინისტრაციული ჯარიმით “გამომძვრალი.”
ელენა სახლში არ დაბრუნებულა. რამდენიმე დღე მან არ იცოდა სად იყო – პინსკის “დაკავების ცენტრში” ამბობდნენ, რომ ის არ იყო დაკავებულთა შორის. როგორც გაირკვა, ისინი არ იტყუებოდნენ: ამის შესახებ სერგეიმ 14 აგვისტოს, უცნობი ქალის ზარის შემდეგ შეიტყო. მისი თქმით, ელენა საკანში დაინახა – „ნაცემი, შიშველი, ფეხშიშველი“.
ამის შემდეგ სერგეიმ გაარკვია, რომ ელენას ბრალი ედებოდა სისხლის სამართლის დანაშაულებზე შემდეგი მუხლებით: გადარიცხვები, ამანათები, უმცროსი ბავშვების სკოლაში წაყვანა.
17 სექტემბერს 11 წლის ანჯელინა სკოლიდან შინ არ დაბრუნებულა – გაკვეთილიდანვე გადაიყვანეს თავშესაფარში.
ელენას დაკავებიდან თითქმის თვენახევრის შემდეგ, მეურვეობაზე პასუხიმგებელმა ორგანოებმა მოულოდნელად გააცნობიერეს, რომ სერგეი მისი მეორე ქმარი იყო, ხოლო ოთხი უფროსი შვილი პირველი ცოლიდან ჰყავდა – მათ შორის მეხუთე კლასის მოსწავლე ანჟელინა.
ასე რომ, უმჯობესი იქნება გოგონა ბავშვთა სახლში იყოს, ვიდრე სახლში მამინაცვალთან, დებთან და ძმასთან ერთად – ასე გადაწყვიტეს ბელარუსმა საჯარო მოხელეებმა. ანჟელინას დები – იულია და ოლგა, და ძმა დენისი დედის დაპატიმრების დროს უკვე ზრდასრულები იყვნენ.
ოქტომბერში ელენას წერილი მოვიდა: „… 2 თვეა აქ ვარ და გამომძიებელი არ მირეკავს. …იცი, რომ მე სამართლიანობა მინდა და მე ვიქნები პასუხისმგებელი იმაზე, რაც გავაკეთე.“
ხოლო 2020 წლის დეკემბერში სერგეის ბრალი წაუყენეს იმავე მუხლით და შინაპატიმრობა მიუსაჯეს. გასული წლის აპრილში სასამართლო პროცესი პინსკში გაიმართა.
მოვშუკოვების გარდა, დოკზე კიდევ 12 პინსკის მცხოვრები აღმოჩნდა. ირკვევა, რომ ისინი ქალაქის მოედანზე არა მშვიდობიანი აქციისთვის, არამედ ქალაქის აღმასკომის შენობის დაკავების მიზნით შეიკრიბნენ.
როდესაც “წმენდის” დროს ისინი გაურბოდნენ სპეცრაზმს, აღმასკომის შენობასთან დააზიანეს არბორვიტები და პეტუნიები. შედეგად ყველა მათგანს მიესაჯა 5,5-დან 6,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.
სერგეის სასამართლო დარბაზში ხელბორკილები დაადეს, და როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს ელენამ ბლოკნოტის ფურცელზე აწერა: “მე თავს ჩამოვიხრჩობ”. იგი მიხვდა, რომ ახლა კარინასაც გადაიყვანდნენ თავშესაფარში, რადგან მისი ორივე მშობელი ციხეშია.
კარინაც წაიყვანეს – განაჩენის გამოტანისთანავე, საბავშვო ბაღიდან. მაგრამ ელენამ თავი არ ჩამოიხრჩო. კარინას მეურვეობა უფრსმა დამ, ოლგამ იტვირტა. კოლონიიდან სახლში ბოლო დარეკვისას ელენამ ქალიშვილს შესჩივლა, რომ მას ჩამოართვეს პაკეტები, მაგრამ ის გადარჩება
არასანქცირებული ჩაის წვეულებების ორგანიზატორი
ოლგა ზოლოტარს ხუთი შვილი ჰყავს. უფროსი 17 წლისაა, უმცროსი 4 წლის. ოჯახი მინსკის მახლობლად, სოფელ ჟდანოვიჩში ცხოვრობს. გასული წლის 18 მარტს ოლგა იმ დროს დააკავეს, როცა 10 წლის ქალიშვილი მუსიკალურ სკოლაში მიჰყავდა. იმავე საღამოს, ოლგას სანახავად მისი ქმარი სერგეი მეგობარ განკევიჩთან ერთად მივიდა.
მეორე დღეს განკევიჩს 10 დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ოლგა კი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს ბრალი წაუყენეს ბელარუსის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – “ექსტრემისტული ბანდფორმირების შექმნა” და “ანტი სახელმწიფოებრივი “მოქმედებების ორგანიზება, რომელიც უხეში არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
იმავე დღეს, მინსკის ოლქის აღმასრულებელი კომიტეტის შინაგან საქმეთა სამმართველოს ოფიციალურმა ტელეგრამ-არხმა გაავრცელა ინფორმაცია ოლგა ზოლოტარის დაკავების შესახებ, რომელიც იყო ფეისბუქგვერდის, “იზოს ჩატის” ადმინისტრატორი და არასანქცირებული მასობრივი ღონისძიებების – ე.წ. “ჩაის წვეულებები”, “გასეირნება”, “კონცერტები” – ორგანიზატორი..
ოლგა ნამდვილად მართავდა “ეზოში ჩატი – ცოის მუსიკის მოყვარულთა კლუბს”. 2020 წლის აგვისტოში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასიათასობით ბელარუსი გამოვიდა ქუჩებში ძალადობის წინააღმდეგ.
იმ ზაფხულს, ცოი აღმოჩნდა ყველაზე პოპულარული ბელქრუსში.
ხალხმა ერთმანეთი გაიცნო. ისინი საღამოობით იკრიბებოდნენ ჩაის თერმოსებით და ერთმანეთს ართობდნენ. ისინი აგროვებდნენ ფულს ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებულებისთვის. ბელარუსი მუსიკოსები საღამოობით დადიოდნენ ხოლმე “ჩაის წვეულებებზე” და მართავდნენ კონცერტებს.
იქიდან, ამ ეზოს საუბრებიდან, წარმოიშვა ბელარუსული სოლიდარობის ტალღა, რომელსაც შემდეგ მთელმა მსოფლიომ ტაში დაუკრა. შემოდგომის შუა რიცხვებისთვის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეზოში “ჩაის წვეულებები” საშიში იყო – ამის შემდეგ დაიწყო ადგილობრივ “ჩეთერებზე” ნადირობა.
დაკავების შემდეგ ოლგა ზოლოტარი სცემეს . პირველივე დაკითხვაზე მან განაცხადა რომწამების მსხვერპლი იყო მოითხოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. გამოკვლევა დაინიშნა მხოლოდ შვიდი კვირის შემდეგ – მას შემდეგ, რაც ჰემატომები და უკვე გამქრალი იყო.
ცოის სიმღერების მოყვარულთა ჩატი ექსტრემისტულ ფორმირებად იქნა გამოცხადებული..
სასამართლო პროცესზე პროკურორმა ჟანა ბარანოვამ მას ბრალდება წაუყენა: “ზოლოტარმა დააორგანიზა შეხვედრა: მან მორალურად დაუჭირა მხარი მათ“.
და მის სახლში ჩხრეკისას აღმოაჩინეს წითელი და თეთრი ბუშტები და თეთრი და წითელი ქოლგა. პროკურორმა მოსამართლეს შესთავაზა ამ ნივთების განადგურება – როგორც ექსტრემისტული სიმბოლოების.
ბოლო სიტყვაში ოლგა ზოლოტარმა სასამართლოს სამხრეთ აფრიკის მთავარეპისკოპოსის და მშვიდობის ნობელის პრემიის ლაურეატის, დესმონდ ტუტუს სიტყვებით მიმართა: „უფალმა ღმერთმა შეგვქმნა და თქვა: „წადით, შვილებო. ახლა თავისუფლები ხართ.“.
მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ოლგა ზოლოტარის ნათესავებისადმი მიწერილი წერილიდან: „სიყვარულია ჩემში – სიყვარული ჩემი ოჯახის, ისევე როგორც ყველა ადამიანის – მათ შორის ჩემი მოძალადეების მიმართ.
“რა იყო მიზანი?” – “სიმართლე”
ოლგა ტომინას 560 ათასი გამომწერი ჰყავს ინსტაგრამზე და სამი შვილი – 13 წლის ტყუპი ქალიშვილი და 11 წლის ვაჟი. პროფესიულ წრეებში მას “ფერადი მაკიაჟის ქალღმერთს” უწოდებდნენ. ის 9 მარტს, შვილის დაბადების დღესვე დააკავეს.
შემდეგ ამას დიდი სიამოვნებით განიხილავდნენ სამთავრობო ტელეგრამ-არხები: იმის ნაცვლად, რომ დაბადების დღე ბავშვთან ერთად გაეტარებინა, ციხეში წავიდა, მაგრამ არჩევანი მაინც არსებობდა.
საქმე იმაშია, რომ ბევრი ბელარუსი 2020 წლის აგვისტოში თვლიდა, რომ არჩევანი უკვე გაკეთებული იყო და ხელისუფლება შეიცვლებოდა.
მაგრამ დღეს ლუკაშენკოს რეჟიმი კვლავ დევნის მათ, ვინც ქუჩაში გამოვიდა 2020 წლის აგვისტოში. ოლგა ტომინა დააკავეს მსვლელობებში მონაწილეობისთვის წელიწადნახევრის შემდეგ.
ოლგა დააკავა ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველაზე ოდიოზურმა სამმართველომ – GUBOPiK. არადა მათი ამოცანაა ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და არა აქტივისტების დევნა.
ოლგა ციხეში გადაიყვანეს და ვიდეოდაკითხვა მოუწყეს: ვიდეოში შეცვლილი ხმა ეკითხება მას, მონაწილეობდა თუ არა საპროტესტო აქციებში. ოლგას არ ეშინია და პასუხობს: დიახ, მონაწილეობა მივიღე. ხმა ისევ ეკითხება: რა მიზნით მიიღე მონაწილეობა? ოლგა პასუხობს: სიმართლისთვის.
ერთ-ერთ წერილში მან დაწერა: ”მე აღვიქვამ ყველაფერს, რაც ჩემთან ხდება, როგორც ერთგვარი ტესტი – სხვაგვარად არ გამოდის.”
მე და გოგოები შევეჩვიეთ: პურს ვჭამდით, მაფიას ვთამაშობდით, ვთამაშიბდით “კრაკაძილს”. დიახ, და ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით ყველა საინტერესო თემაზე. ციხეში ყველაფერი გაცილებით მარტივია.
26 მაისს ოლგას მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა „სახალხო“ 342-ე მუხლით – მეამბოხე პროტესტანტების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს.
მოედანზე გავედი, ქალაქი მოვიარე, მეზობლებს “ჩაის წვეულება” მოვუწყე. აი, ეს ქალები – სამი ქალი ციხეშია, 13 ბავშვი კი იტანჯება. ბელარუსში რამდენიმე ათასი პოლიტპატიმარია (ზუსტ რაოდენობას უფლებადამცველებიც კი ვერ ასახელებენ). და მათ უმეტესობას შვილები ჰყავს. ათასობით ბავშვი ახლა დედის ან მამის გარეშეა, ან ორივეს გარეშე – და არ ესმის რატომ.