მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში - რუსეთის გარეშე?
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო იუწყება, რომ ფლობს რუსი ფეხბურთელების მიერ დოპინგის გამოყენების შესახებ მონაცემებს, მათ შორის ნაკრების ფეხბურთელების შესახებ, და მზადა არის, ეს მონაცემები საერთაშორისო საფეხბურთო ასოციაციას (ფიფა) გადასცეს. თუკი ეჭვები გამართლდა, ეს შესაძლოა, რუსეთის საფეხბურთო ნაკრების 2018 წლის ჩემპიონატზე არდაშვებით დასრულდეს. ჩემპიონატი რუსეთში ამ ზაფხულს უნდა ჩატარდეს.
პირველი ეჭვები
2017 წლის ზაფხულში მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს დამოუკიდებელი კომისიის ხელმძღვანელმა რიჩარდ მაკლარენმა განაცხადა, რომ რუსეთში ფეხბურთელების მიერ დოპინგის გამოყენების დაფარვის სისტემა მოქმედებს. მისი თქმით, არსებობდა ბანკი „სუფთა“ შარდით, რომელსაც ფეხბურთელების დოპინგ-სინჯების შესაცვლელად იყენებდნენ.
მანამდე რამდენიმე დღით ადრე გაზეთმა DailyMailсо-მ, ფიფაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთელი შემადგენლობა ეჭვმიტანილია 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დოპინგის გამოყენებაში.
გზეთის ინფორმაციით, ფიფას იმის უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია, რომ ანტისადოპინგო წესებს 34 რუსი ფეხბურთელი (23 მათგანი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა) არღვევდა.
ახალი მეთოდები, ახალი მოწმეები
დაახლოებით მაკლარენის განცხადებასა და ბრიტანულ გაზეთში გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან ერთად დაიწყო კონფედერაციის თასის გათამაშება, რომელშიც რუსეთის ნაკრები მონაწილეობდა. ტურნირის დაწყებამდე ფეხბურთელებისგან აღებული ყველა დოპინგ-სინჯი უარყოფითი აღმოჩნდა.
26 ნოემბერს მოსკოვის ანტოდოპინგური ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელის გრიგორი როდჩენკოვის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი მზად არის, რუსულ ფეხბურთში დოპინგის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაცია ფიფას გაუზიაროს. როდჩენკოვის ადვოკატის თქმით, მას შეუძლია დაამტკიცოს, რომ აკრძალულ პრეპარატებს ათობით რუსი ფეხბურთელი გამოიყენებდა.
9 დეკემბერს ფიფას წარმომადგენელმა Daily Mail-ს უამბო, რომ 2018 წლის დასწყისში რუს ფეხბურთელებს დოპინგ-სინჯებზე კიდევ ერთი, ფინალური ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. რუსეთის ნაკრების მიერ ანტოდოპინგური კანონების დარღვევის გამოკვლევისას ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემუშავებულ ახალ მეთოდს გამოიყენებს.
მანამდე არ არსებობდა მეთოდი, რომელიც იმის განსაზღვრის საშუალებას იძლეოდა, გაიხსნა თუ არა უკანონოდ შარდის კონტეინერები. ამიტომ, ამგვარი გამოძიება შეუძლებელი იყო.
ეროვნული ანტიდოპინგური სააგენტოს ხელმძღვანელი ჯოზეფ პენსიე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების არდაშვების მოწოდებით გამოვიდა, იმ შემთხვევში, თუკი დამტკიცდება, რომ სპორტის ამ სახეობაში სახელმწიფო დოპინგ-პროგრამა მოქმედებდა.
დე პენსიეს მიაჩნია, რომ მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთში, რუსეთის ნაკრების მონაწილეობის გარეშე ჩატარებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეიქმნება.
პრეცედენტი
5 დეკემბერს საერთასორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ნაკრების არდაშვების გადაწყვეტილება მიიღო. ეს გადაწყვეტილება სოჭის ოლიმპიადაზე რუსი სპრტსმენების მიერ დოპინგის გამოყენების თაობაზე ხანგრძლივი გამოძიების შედეგია.
როგორც მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტომ გაარკვია, რუსეთში არსებობდა დოპინგის გამოყენებისა და დოპინგ-ტესტების შედეგების დაფარვის სისტემა. სისტემა შეიქმნა სპორტის სამინისტროსა და ფედერალური სამსახურის ჩინოვნიკების მიერ, რომლებიც მას კურირებდნენ კიდეც.
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში 2018 წლის 14 ივნისიდან 15 ივლისამდე უნდა ჩატარდეს. რუსეთის ნაკრებმა, როგორც ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გუნდმა, მასში შესარჩევი მატჩების გარეშე უნდა მიიღოს მონაწილეობა.