ომი უკრაინაში. მეთორმეტე დღე. განახლებადი ინფორმაცია
-
ვლადიმერ მედინსკი, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი მოლაპარაკებების შესახებ
ჰუმანიტარული დერეფნების პრობლემაზე დიდხანს ვისაუბრეთ. ადგილებზე უკრაინული ძალები არ ასრულებენ თავიანთი სარდლობის ბრძანებებს. ჩვენ დაჟინებით მოვითხოვეთ [ამ საკითხის მოგვარება]
ვიმედოვნებთ, რომ დერეფნები ხვალიდან დაიწყებს მუშაობას.რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკებისთვის დოკუმენტების პროექტები ჩამოიტანა, მაგრამ მათ ხელი არ მოაწერეს. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით არ გამართლდა, მაგრამ პროცესი გაგრძელდება.
-
ინფორმაცია მიხაილო პოდოლიაკისგან:
“მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის გარკვეული პოზიტიური ძვრები ჰუმანიტარული დერეფნების გამართვის ლოჯისტიკის მიმართულებით…რაც შეეხება პოლიტიკურ ბლოკს -ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად, მოლაპარაკებები გაგრძელდა.”
“მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა. არის გარკვეული პოზიტიური ძვრები ჰუმანიტარული დერეფნების გამართვის ლოჯისტიკის მიმართულებით…რაც შეეხება პოლიტიკურ ბლოკს -ცეცხლის შეწყვეტასთან და უსაფრთხოების გარანტიებთან ერთად, მოლაპარაკებები გაგრძელდა.”
-
ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები "რუს მეთაურს ემორჩილებიან”
როგორც bbc წერს, უკრაინამ განუცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA), ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები აგრძელებენ ობიექტზე მუშაობას, თუმცა “სადგურის მართვა ახლა რუსული ძალების მეთაურის ბრძანებით ხორციელდება, რომელიც აკონტროლებს ადგილს”.
-
მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის დაიწყო.
მოლაპარაკებების მესამე რაუნდი რუსეთსა და უკრაინას შორის დაიწყო. შეხვედრა კვლავ ბელარუსში, ბელოვეჟსკაია პუშჩაშია.
-
ევროკავშირის ენერგეტიკული მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება რუსული იმპორტის გარეშე-ოლაფ შოლცი
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: ევროკავშირის ენერგეტიკული მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება რუსული იმპორტის გარეშე და ამიტომ მისი შეჩერება არ იგეგმება.
-
როგორ ტოვებს ირპენს მშვიდობიანი მოსახლეობა
ხალხი ერთმანეთს ეუბნებოდა, რომ ეს მათი ბოლო შანსი იყო, დაეტოვებინათ ქალაქი. ამბობდნენ, რომ წინ კიდევ უფრო ძლიერი იერიში იყო მოსალოდნელი. ამიტომ გადაწყვიტეს წასვლა. რაც ომი დაიყო, არ უძინიათ. სამი დღე სინათლის, წყლის გარეშე იყვნენ, მთელ დღეებს სარდაფში ატარებდნენ.
ამ ფოტოებზე ჩანს, როგორ ტოვებენ კიევის რეგიონის, ირპენის მაცხოვრებლები თავიათ ქალაქს.
ერთი დღით ადრე აქ რვა ადამიანი დაიღუპა ევაკუაციის დროს – რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს.
ადგილობრივები დანგრეული ხიდის ქვეშ თვითნაკეთი გადასასვლელით გადმოდიან. მოხუცებს და ბავშვიანებს ურიგოდ ატარებენ კიევისკენ მიმავალ ავტობუსებში.
ტარას იბრაგიმოვის ფოტოები. უკრაინის საზოგადოებრივი არხი
-
რუსეთის მთავრობამ არამეგობრული ქვეყნების სია დაამტკიცა. საქართველო მათ შორის არაა.
ეს ქვეყნებია: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, გაერთიანებული სამეფო (მათ შორის ჯერსი, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი) ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.
-
გაეროს საერთაშორისო სასამართლო განიხილავს უკრაინის სარჩელის განხილვა რუსეთის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებების საქმეზე.
გაეროს საერთაშორისო სასამართლოში მიმდინარეობს უკრაინის სარჩელის განხილვა რუსეთის წინააღმდეგ გენოციდის ბრალდებების საქმეზე. შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ.
-
კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და ნიკოლაევი განახლებული შეტევის მოლოდინში არიან
კიევი, ხარკოვი, ჩერნიგოვი და ნიკოლაევი – უკრაინის თავდაცვის მინისტრის ოლექსი რეზნიკოვის თქმით, უახლოეს ხანებში რუსეთი ამ ქალაქებზე შეტევას განაახლებს. hromadske
-
ფინური კომპანიები - რძის პროდუქტების მწარმოებელი Valio და ყავის მწარმოებელი Paulig რუსეთში მუშაობას წყვეტენ.
ფინური კომპანიები – რძის პროდუქტების მწარმოებელი Valio და ყავის მწარმოებელი Paulig რუსეთში მუშაობას წყვეტენ.
Sephora – კოსმეტიკის მსხვილი სავაჭრო ბრენდი, ხურავს მაღაზიებს რუსეთში
-
რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ზოგიერთი ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ ბელარუსის ან რუსეთის ტერიტორიაზე უშვებს ხალხს - BBC
ირკვევა, რომ რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ზოგიერთი ჰუმანიტარული დერეფანი მხოლოდ ბელარუსის ან რუსეთის ტერიტორიაზე უშვებს ხალხს – წერს BBC
რუსული საინფორმაციო სააგენტო RIA NOVOSTI-ს მიერ გამოქვეყნებული ევაკუაციის მარშრუტები აჩვენებს, რომ დერეფანი კიევიდან ხალხის ბელარუსში გასვლას გულისხმობს, ხარკოვიდან კი დერეფანი მხოლოდ რუსეთისკენ მიდის.
მარიუპოლისა და სუმიდა გამომავალი დერეფნები უკრაინის ქალაქებში და ასევე რუსეთში გადის.
-
უკრაინული ტელეგრამ არხები აფრთხილებენ მოქლაქეებს, რომ არ ენდონ რუსეთის მიერ გამოცხადებულ "დუმილის რეჟიმს".
-
ხარკოვის რკინიგზის სადგური გუშინ. strana.ua
-
ნიკოლაევი დილის დაბომბვის შემდეგ.
-
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური:
6-7 მარტს ხარკოვის რეგიონში საჰაერო დაბომბვისას სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა. ნანგრევებიდან 200-მდე ადამიანი გამოიყვანეს. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ საბოლოო ინფორმაცია ამ დროისთვის ზუსტდება.
„მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, ადმინისტრაციული შენობები, სამედიცინო დაწესებულებები, სასწავლო დაწესებულებები და საერთო საცხოვრებლები. ასევე იყო მასშტაბური ხანძარი გაუჩნდა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე 21 კორპუსს“.
-
უკრაინის გენშტაბის დილის თათბირიდან:
რუსული ჯარები იყენებენ ბელარუსის ტერიტორიას უკრაინაზე საჰაერო თავდასხმებისთვის.
აქტიურად იბომბება დასახლებული პუქნტები, მშვიდობიანი მოსახლეობა
ხელოვნურად იქმნება ჰუმანიტარული კრიზისი ქალაქებში, მათ შორისაა ირპენი. ამ ქალაქში სამ დღეზე მეტია, არ არის წყალი, შუქი, სითბო.
ხდება რუსული ტელეარხებისთვის დადგმული რეპორტაჟების გადაღება, სადაც ჩანს, რომ დამპყრობლები, თითქოს ჰუმანურად ექცევიან ადგილობრივ მოსახლეობას.
რუსეთი აგრძლელებს შეტევას, თუმცა განიცდის დიდ ადამიანურ დანაკარგებს და ასევე დანაკარგებს ტექნიკაში.
-
ლუგანსკში ნავთობის საწყობს ხანძარი გაუჩნდა
7 მარტის დილით, ლუგანსკში ნავთობის საწყობს ხანძარი გაუჩნდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკის სახალხო რესპუბიკის ხელმძღვანელის მრჩეველი როდიონ მიროშნიკი აცხადებს, რომ ნავთობის საცავი უკრაინული სარაკეტო სისტემიდან OTR-21 Tochka-დან დაიბომბა.