თბილისის „იტალიური“ ეზოები: გუშინ და დღეს. ფოტოები და ისტორიები
თბილისის იტალიური ეზოები
თბილისის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა „იტალიური ეზოები“.
ზუსტად უკვე არავის ახსოვს, ვინ და რატომ დაარქვა მათ ასე – სინამდვილეში, მათ იტალიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
ტერმინი „იტალიური ეზო“ კომუნისტურ ეპოქაში იმის გამო წარმოიშვა, რომ ეს ეზოები ძალიან ხმაურიანი გახდა და ამ ხმაურს უკავშირებდნენ იტალიას, გვიხსნის კულტუროლოგი ცირა ელისაშვილი. ამაზე გარკვეულწილად გავლენა მოახდინა ნეორეალიზმის პერიოდის იტალიურმა კინომ.
ასეთი ეზოებით სახლებს ხშირად მე-19 საუკუნის ბოლოს, მე-20 საუკუნის დასაწყისში მდიდარი ვაჭრები და მრეწველები აშენებდნენ. თითოეული მათგანი ცდილობდა ეჯობნა მეორისთვის სილამაზითა და სიმდიდრით, ამიტომ ძველი თბილისის ეზოები ამ დრომდე აოცებს ტურისტებსა და ადგილობრივებს თავისი უნიკალურობით.
საბჭოთა ხელისუფლება დევნიდა „ბურჟუაზიას“, მათ სახლებს კი ბინებად ყოფდა. იქ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ასახლებდნენ და მალე დაიბადა ახალი, განსაკუთრებული კულტურა – ხმაურიანი, მეგობრული „იტალიური“ ეზოები საქართველოს დედაქალაქის სავიზიტო ბარათად იქცა.
ახლა თბილისში აქტიურად შენდება ახალი მრავალბინიანი სახლები, მაგრამ ძველი კვარტალების მცხოვრებლები არ ცდილობენ გადასვლას, მიუხედავად იმისა, რომ მათი სახლები თანდათან ფუჭდება და ინგრევა.
იტალიური ეზოების ძირძველ მობინადრეებს ახალი მშენებლობები, სადაც მეზობლებმა ერთმანეთზე ფაქტობრივად არაფერი იციან, ძალიან ცივად და უსულოებად მიაჩნიათ.
„იტალიური ეზოების“ მკვიდრთა რამდენიმე ისტორია საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მათი უნიკალური ატმოსფერო და ყოფა.
ლევანი, 80 წლის
მოსკოვში ვსწავლობდი და დიდ მრავლბინიან სახლში ვცხოვრობდი. მეზობლებს არც კი ვიცნობდი. შედიხარ ლიფტში – არც კი გესალმება ვინმე. ადამიანები შეიძლება წლობით არ იცნობდნენ ერთმანეთს. ახვედი ლიფტით, შეხვედი ბინაში, ჩაიკეტე და არავინ არ ინტერესდება, რა გაწუხებს შენ ან მეზობელს, რა პრობლემები აქვთ. ძველ ეზოებში ადამიანებს მაინც ხედავ, ესალმები, რაღაცას იგებ. ჩვენ ხომ ადამიანები ვართ, არ შეგვიძლია ურთიერთობის გარეშე.
წარმოვიდგინოთ, რომ მარილი დამჭირდა. ვის ვთხოვ მრავალსართულიან სახლში? მეზობელს დაუკაკუნებ, ისინი კი გეტყვიან: „ვინ ხარ? ვიღაც გიჟი მოვიდა“. აქ კი მარილი შეგიძლია ჩვეულებრივად ითხოვო, ჩანგალიც და პურიც.
კორონავირუსის აფეთქების გამო უკვე ერთი კვირაა სახლში ვარ, არსად დავდივარ მაღაზიის გარდა. ყოველი შემთხვევისთვის, ნათესავებს ჩემთან მოსვლა ავუკრძალე. ეზოში გამოვდივარ, პერიოდულად რომელიმე მეზობელს ვხედავ, ცოტას ვსაუბრობთ.
- ცაბუნია ვართაგავა – აქტივისტი ზუგდიდიდან. VIDEO
- როგორ იცვლებოდა სოხუმის ქუჩები – მოგზაურობა აფხაზეთში, ეპიზოდი 3. VIDEO
- დები: როგორ ზრდიდა დედა უმამოდ დარჩენილ ექვს დას. VIDEO
ადრე მეზობლები ყველანაირი მიზეზის გარეშე ვიკრიბებოდით. ბიჭებიდან რომელიმე უბრალოდ იტყოდა: „მოდი, დღეს შევიკრიბოთ“. გამოვიტანდით მაგიდას, ცოლები საჭმელს, მჟავეს მოამზადებდნენ, ვიღაც სასმელს მოიტანდა. ხანდახან რომელიმე სოფელში მიდიოდა და ჩამოჰქონდა ხილი და ყველას ურიგებდა რამდენიმე კილოგრამს.
ყველა რაღაცას ჰყვებოდა – ვიღაც უნივერსიტეტზე, ვიღაც არმიაზე. ხანდახან ისტორიები მეორდებოდა და ერთ-ერთი მეგობარი თან რვეულს იქნევდა და ამბობდა: „ამას უკვე მეორედ ჰყვები, ვიწერ!“.
ახლა ყველა როგორღაც თავისთვისაა, მხოლოდ დარჩენილ ძველ მეზობლებს ვესალმები. დაბადების დღეებსაც ყველა სახლში აღნიშნავს.
ბავშვებს ადრე არავინ ეჩხუბებოდა ეზოში ხმაურის გამო, თამაშობდნენ, იცინოდნენ, ახლა, პატარა რაღაც მოხდება – მაშინვე ვიღაც გამოჩნდება ფანჯარაში და ავალებს, რომ არ იხმაურონ. და ბავშვებიც თვითონ ძირითადად ტელეფონებში არიან ჩამძვრალები.
აქ სულ რამდენიმე მეზობელი დარჩა, რომლებიც ან მთელი ცხოვრებაა აქ ცხოვრობენ, ან ძალიან დიდი ხანია. დანარჩენებმა ან ბინები გაყიდეს და წავიდნენ, ან გარდაიცვალნენ.
ახლა ყველა როგორღაც თავისთვისაა, მხოლოდ დარჩენილ ძველ მეზობლებს ვესალმები. დაბადების დღეებსაც ყველა სახლში აღნიშნავს.
ბავშვებს ადრე არავინ ეჩხუბებოდა ეზოში ხმაურის გამო, თამაშობდნენ, იცინოდნენ, ახლა, პატარა რაღაც მოხდება – მაშინვე ვიღაც გამოჩნდება ფანჯარაში და ავალებს, რომ არ იხმაურონ. და ბავშვებიც თვითონ ძირითადად ტელეფონებში არიან ჩამძვრალები.
აქ სულ რამდენიმე მეზობელი დარჩა, რომლებიც ან მთელი ცხოვრებაა აქ ცხოვრობენ, ან ძალიან დიდი ხანია. დანარჩენებმა ან ბინები გაყიდეს და წავიდნენ, ან გარდაიცვალნენ.
აქ ჩემი მეგობარი ცხოვრობდა. ექიმი, რომელსაც ოთარი ერქვა. ხანდახან სახლში მპატიჟებდა, სანამ ცოლი არ იყო, მოდი დავლიოთო. მოდიოდა მისი ცოლი, ჩხუბობდნენ. შემდეგ ის დაავადდა და ფაქტობრივად შეწყვიტა ლაპარაკი.
ის ჩემთან მოდიოდა, ამ სკამზე ვისხედით, ვკამათობდით ფეხბურთზე. შემდეგ გარდაიცვალა. სიცარიელეს ვგრძნობ. მეზობლებს შორის ურთიერთობა ძალიან შემცირდა. ინსულტი გადავიტანე და ახლა ძლივს დავდივარ. გაჩერებამდე ჩავდივარ, იქ ვზივარ, ვიღებ გაზეთს, ტაქსისტებთან ვცვლი ახალ ამბებს.
ახალგაზრდებს შორის აღარ არის ისეთი ურთიერთობები, როგორიც ადრე ჩვენ გვქონდა. მაგალითად, ისინი, ვინც მეზობელ ეზოებში ცხოვრობენ, მეზობლებს არ იცნობენ, ჩვენ კი ადრე ძალიან მეგობრულები ვიყავით. ერთმანეთის შესახებ ყველამ ყველაფერი ვიცოდით.
ჩვენს შენობას ადრე სადარბაზო ჰქონდა, ახლა მას აღარ ვიყენებთ, დავკეტეთ, იმიტომ რომ გამვლელები ხშირად იქ ისე შემოდიოდნენ, როგორც ტუალეტში. ერთხელ კარიც კი გატეხეს. იქ, კედლებზე ოდესღაც მე-19 საუკუნის ულამაზესი ნახატები იყო.
ერთ მშვენიერ დღეს, ადგილობრივმა აღმასრულებელმა კომიტეტმა უბრალოდ თეთრი საღებავით შეღება ყველაფერი. მამაჩემი, არქიტექტორი გაგიჟდა. მაგრამ უკვე ვერაფერი შეიცვლებოდა. ასე რომ, ეს ნახატები საღებავის ფენის ქვეშ დარჩა.
ჩვენი ეზოს ცენტრში შადრევანი იყო, მაგრამ მანქანებს გაჩერებაში უშლიდა ხელს და მიწასთან გაასწორეს.
„იტალიური“ ეზოები ბოლოს და ბოლოს მნიშვნელობას დაკარგავენ. ჩემი აზრით, ისინი, ვინც უფრო მდიდრები არიან, ბინებს იყიდიან. ამრიგად, სახლში, სადაც ადრე რამდენიმე ოჯახი ცხოვრობდა, მომავალში ორი იცხოვრებს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. მაგრამ მეზობლობის ტრადიცია იკარგება.
ჩემი გარდაცვლილი მეუღლე მარწმუნებდა, გადავსულიყავით, იმიტომ რომ არ გვქონდა გათბობა, მაგრამ ვეუბნებოდი, რომ აქ უკვე 70 წელია ვცხოვრობ და აქედან არსად წავალ. გათბობას ვუმკლავდები, როგორც შემიძლია. ელექტროგამათბობელს ვიყენებ, ანდა ძველ ფიცრებს ვწვავ ბუხარში.
ჩემმა შვილმა, ცოლის მოყვანის შემდეგ, აქვე ახლოს იყიდა ბინა. თვითონ ვურჩიე ძველ სახლში ცხოვრება, რათა ეზო ჰქონოდა, მეზობლებთან ურთიერთობა შეძლებოდა, რომლებიც დაეხმარებოდნენ, თუკი რაღაც მოხდებოდა.
ჩვენ ყოველთვის გვპირდებიან სახლის რესტავრირებას, მაგრამ არ მჯერა, რომ ამას გააკეთებენ, იმიტომ რომ, ეს ძალიან ძვირი დაჯდება.
ცხოვრებაზე წუწუნი არ მიყვარს. ჩინოვნიკებს მხოლოდ ტროტუარების გასწვრივ მოაჯირის გაკეთებას ვთხოვდი. აქ ძალიან ციცაბო ფერდობია, მე და სხვა ასაკოვან ადამიანებს ძალიან გვიჭირს სახლში ამოსვლა. მაგრამ არანაირი რეაქცია არ არის. მხოლოდ არჩევნების წინ გვპირდებიან, შემდეგ კი მომდევნო არჩევნებამდე ივიწყებენ.
მარინე, 61 წლის
აქ 38 წელია ვცხოვრობ. ჩვეულებრივ მრავალბინიან სახლში ისე ცხოვრობ, თითქოს ასანთის კოლოფში იყო, აქ კი შეგიძლია ეზოში გახვიდე, აივნებიც დიდია. ცხოვრობ, როგორც საკუთარ სახლში, თუმცა, ის ინგრევა. მომწონს, იმიტომ რომ მე თვითონ სოფელში, დიდ სახლში გავიზარდე.
ამ სახლში ცნობილი მხატვარი ევგენი ლანსერე ცხოვრობდა. მდიდარი მხატვარი იყო, მოსამსახურეც ბევრი ჰყავდა. ბინა, რომელშიც მე ვცხოვრობ, ოდესღაც სამრეცხაო იყო.
ძველი მეზობლები ცოტანი დარჩნენ – სულ ოთხი ოჯახი. ადრე 33 ცხოვრობდა.
ადრე, მეზობლები ყოველთვის ეზოში ვისხედით, ვსაუბრობდით, ერთად ვჭამდით, დღესასწაულებს აღვნიშნავდით. ახლა არავინ არავისთან ურთიერთობს. ბინებშიც კი აღარ შევდივართ ერთმანეთთან. როდესაც ხედავ, რომ არ უნდათ მათთან შეხვიდე, შეხვალ? თან კორონავირუსით დაინფიცირებისაც გვეშინია.
ძველ დროში სუფრასაც ეზოში ვშლიდით, ყველანაირი მიზეზის გარეშე. ვისაც რა შეეძლო, ის მოჰქონდა. ვიღაცას ყავა, ვიღაცას ხინკალი, ხაჭაპური, ყველა სახლში ამზადებდა, მაღაზიებში არაფერს ვყიდულობდით.
მეზობლის ბიჭს დაბადების დღე ჰქონდა, მაგრამ დედა სახლში არ იყო, სამსახურში შერჩა. მე თვითონ გავუკეთე ყველაფერს ორგანიზება, მოვიტანე ლიმონათი, ტორტი.
მეზობელი დაქორწინდა, გოგონა სახლში მოიყვანა. სუფრა გავშალე, მივიტანე მჟავე, ყველი. დანარჩენმა მეზობლებმაც ასევე მოიტანეს ის, რაც შეძლეს. ახალდაქორწინებულები მეზობელ კარს უკან ცხოვრობდნენ. ყოველდღე, როგორც ერთი ოჯახი, ერთად ვჭამდით, ერთ მაგიდაზე. ისინი ამ დრომდე დაოჯახებულები არიან, უკვე შვილიშვილები ჰყავთ. დიდი ხანია წავიდნენ, ბინა გაყიდეს. ამის შემდეგ აღარ მინახავს.
დროთა განმავლობაში მეზობლებს შორის ურთიერთობები შეიცვალა. მთლიანობაში საქართველო შეიცვალა. ადამიანები ნაკლებად კონტაქტობენ, ცივები გახდნენ, როგორც თბილისი. ცხოვრება ახლა უფრო რთულია. ავადმყოფი ქალი ვარ, მაგრამ იძულებული ვარ, დილიდან საღამომდე ქუჩაში ვიჯდე, ყვავილები და ხილი გავყიდო, რომ ვიცოცხლო. არ მომწონს ასეთი ცხოვრება.
მოპირდაპირე ბინაში სავალალო პირობებში ცხოვრობენ ავადმყოფი ქალი და ავადმყოფი შვილი. ჭერი იქ მხოლოდ ჯოხს ეყრდნობა. რამდენჯერ მოვიდნენ ჩინოვნიკები, გარემონტების პირობა მისცეს, მაგრამ არაფერს აკეთებენ.
ჩემს ვაჟიშვილს სოფელში დაბრუნება უნდა, ჩემთვის უკვე გვიანია. 45 ან 50 წლის რომ ვიყო, კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ახლა აღარ. იქ მეურნეობას უნდა მიჰყო ხელი, ჯანმრთელობა კი ისეთი აღარ მაქვს.
შენობას რესტავრაციას არავინ უტარებს. გვითხრეს, რომ ეს ისტორიული სახლია და არ გვეკუთვნის რესტავრაცია. კანონი ამბობს, რომ შენობა ისეთად უნდა დარჩეს, როგორიც არის, სანამ თავზე არ ჩამოგვემხობა.
მირანდა, 77 წლის
მარტო ვცხოვრობ და არ შემიძლია წარმოვიდგინო ცხოვრება ჩვეულებრივ მრავალბინიან სახლში. იქ თავს ისე გრძნობ, როგორც ზაზუნა ყუთში.
როდესაც ბავშვი ვიყავი, დედა კი სამსახურში იყო, მეზობელი მოდიოდა და ყურადღებას მაქცევდა, თავისი ქალიშვილიც მოჰყავდა, რომ ერთად გვეთამაშა. ახლა თითქოს დავკარგეთ ყოველდღიური ტრადიციები და ისეთ ურთიერთობებს, როგორიც ჩვენ შორის იყო, უკვე ვეღარ ვხედავ ადამიანებს შორის. ახლა მხოლოდ სამ მეზობელთან მაქვს ურთიერთობა და ისიც, კორონავირუსის გამო, ერთმანეთთან სტუმრად აღარ დავდივართ.
კიდევ ყოფილ თანაკლასელთან ვმეგობრობ, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. თითქმის ყოველდღიურად მოდის ჩემთან, მკითხულობს, როგორ ვარ. მეუბნება: „შენზე ვნერვიულობ, რამე არ მოგივიდეს“. საათობით ვსხედვართ, ვლაპარაკობთ.
ადრე კი იმდენი მეგობარი იყო. მთელი საბალეტო სკოლა გაკვეთილებისა და სპექტაკლების შემდეგ ჩემს სახლში იკრიბებოდა, ვჭამდით, ვსვამდით, ვურთიერთობდით.
ოდესღაც ეზოში ცხელი წყალი მოდიოდა და აქ ხარშავდნენ თეთრეულს.
ყველგან ტაშტები იდგა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს სურათი ასე დამამახსოვრდა და სამწუხარო გასახსენებელია. არ მესმის, რა დროში მოვხვდი ახლა.
გიორგი, 53 წლის
ვაზი ოდესღაც დარგო მსახიობმა, რომელიც აქ ცხოვრობს – ნატა მურვანიძემ. ის სახლში ფაქტობრივად არასოდესაა, სულ გარეთაა. ვაზი კი მთელ სახლს მოედო.
პირველ სართულზე ვცხოვრობ, ამიტომ სიხარულით გადავიდოდი სადმე. მზე რთულად აღწევს აქამდე და ამის გამო ბინაში ცივა. ასევე, სახლის ქვეშ გრუნტის წყლებია. მაღალი ტენიანობაა, კედლებზე ნესტია.
ჩემთვის გადასვლა რთული იქნებოდა, იმიტომ რომ მთელი ცხოვრებაა აქ ვცხოვრობ, მაგრამ თუკი იქნებოდა „იტალიურ“ ეზოში, უკეთეს პირობებში ცხოვრების ვარიანტი, ამას დავთანხმდებოდი. ჩემთვის მნიშვნელოვანია მეზობლებთან ურთიერთობა.
მეზობლებთან ურთიერთობა თითქმის არ შეცვლილა, მაგრამ ცხოვრება ცოტათი შეიცვალა. ადრე ამბობდნენ – „სამსახური მგელი არ არის – ტყეში არ გაიქცევა“, ახლა კი პირიქით. ყველა ცდილობს მეტი იმუშაოს და ხშირად ურთიერთობისთვის დრო და ენერგია აღარ რჩება. ხანდახან დილაობით ეზოში გამოვდივართ, ვსაუბრობთ. ერთმანეთს ვეხმარებით, მაგალითად, ცოტა ხნის წინ მეზობელს ონკანი შევუკეთე.
თბილ ამინდებში სუფრა იშლება ხოლმე, თუმცა უკვე უფრო იშვიათად. მაგიდა გამომაქვს, ვიღაცას ალკოჰოლი მოაქვს, ვსხედვართ, ვთამაშობთ დომინოს ან კარტს. ხანდახან ღამით, აზარტში შესული ვიღაც ხმამაღლა დაიწყებს ლაპარაკს, მაშინ რომელიმე მეზობელი აუცილებლად დაიყვირებს ფანჯრიდან: „რამდენი შეიძლება? შეწყვიტეთ ყვირილი!“.
დების ქორწილები აქ გადავიხადეთ, უზარმაზარი სუფრა გაიშალა, დედა კი მეზობლებთან ერთად ბევრ საჭმელს ამზადებდა.
ამ ფოტოზე მე და ჩემი დები ვართ. მახსოვს, მაშინ ეზოში ვყავით, როგორც ყოველთვის, ამ კიბეზე ვისხედით. მეზობელი გამოვიდა ფოტოაპარატით ხელში და გვეუბნება: „მოდი, ფოტოს გადაგიღებთ“.
სახელმწიფოს სახლის რესტავრირება უნდა, მაგრამ სამუშაოს ღირებულების მხოლოდ 60%-ს ფარავს. დანარჩენი ჩვენ უნდა გადავიხადოთ, მაგრამ თითო ოჯახზე 20 ათასი ლარი გვიწევს. მე კი ხანდახან ოცი ლარიც არ მაქვს. მაგრამ სახლს რესტავრაცია სჭირდება. საძირკველი ძირს იწევს, კედლები გვერდზე იხრება, ბზარებიც გაუჩნდა.
ნინო, 49 წლის
ჩვენი სახლი შეტანილია პოპულარულ რუსულ გზამკვლევში – „ნარინჯისფერი გიდი“ საქართველოში. ეს ვაჭარ ვართანოვის სახლია.
მე თვითონ აქ უკვე 47 წელია ვცხოვრობ. ადრე ეზოში ბევრი ოჯახი ცხოვრობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ბინები გაიყიდა და მყიდველებმა საცხოვრებელი ფართები გააერთიანეს.
როდესაც ასეთ სახლში ცხოვრობ, ყველამ იცის იმის შესახებ, როგორ ცხოვრობ, შენი ტრუსების ფერების ჩათვლით, იმიტომ რომ, თეთრეულს აივანზე ფენ გასაშრობად.
ამ ფოტოსურათზე აივანზე ვსხედვართ. ცხოვრებაშიც ასე ხდებოდა. გამოხვიდოდი სარეცხის გასაფენად ან ჰაერის ჩასაყლაპად, ამ დროს კი ვიღაც ყავას მოადუღებდა ან სადილს მოამზადებდა და შენც აუცილებლად მიგიპატიჟებდა. ამასთან, არ იყო კონფიდენციალურობა. როდესაც სახლში ვიღაც ილანძღებოდა, ყველას ესმოდა, გამოდიოდნენ აივანზე და ცდილობდნენ გაეგოთ, რა ხდებოდა.
კარს არ ვკეტავდით, ამიტომ ხანდახან მეღვიძებოდა იმის გამო, რომ მეზობელი ყავის ჭიქით ხელში თავთან მედგა: „ნინო, ამ დრომდე რატომ გძინავს? ადექი, ყავა მოვადუღე“. პირადი სივრცის არქონა მაშინ არ გვაწუხებდა, იმიტომ რომ მაშინდელი გაგება ახლანდელისგან განსხვავდებოდა.
ახლა ნაკლები ურთიერთობაა, იმიტომ რომ, ადამიანები უფრო ცივები და ჩაკეტილები გახდნენ.
შესაძლოა, საქმე ფინანსებშიც არის. ადრე, შობაზე ეზოში ვშლიდით უზარმაზარ სუფრას. ყველა რაღაცას ამზადებდა. ყველას ჰქონდა საკმარისი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმისთვის, რომ მეზობლებსაც გამასპინძლებოდა.
ერთ-ერთი მეზობლის ნათესავებს პერიოდულად სამეგრელოდან სოფლის პროდუქტები ჩამოჰქონდათ. და ის მაშინვე ეძახდა დედაჩემსა და დანარჩენ მეზობლებს და ყველას ურიგებდა პროდუქტებს. ვიღაცას ფქვილს, ვიღაცას ერთ თავ ყველს. ახლა წარმოუდგენელია, რომ ვიღაცამ მთელი თავი სულგუნი მოიტანა და ასე უბრალოდ მოგცა.
მთელი ცხოვრება ამ ეზოში იყო კალეიდოსკოპი ლოზუნგით „მხიარული, ხმაურიანი, ქარიშხალი“. როდესაც პატარა ვიყავი, ყველა მეზობელი ქალი დედაჩემის სახლში იკრიბებოდა. ერთად ამზადებდნენ ყველაფერს, ვიღაცებს დედა თმებს უღებავდა, ურთიერთობდნენ.
ჩემს დაქალს, რომელიც მეზობლად ცხოვრობდა, აივანზე პატარა ცალკე სამზარეულო ჰქონდა. როდესაც რაიმე პირადის გაზიარება მინდოდა, ჭორაობა ან სიგარეტის მოწევა, მასთან ამ სამზარეულოში მივდიოდი.
ისიც კი ვიცოდით, ვის, სად, რა საიდუმლო საცავი ჰქონდა. როდესაც ჩემი დაქალის ოჯახი გადავიდა, ეს ბინა ფრანგმა იყიდა და რემონტი დაიწყო. ერთხელ ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ კედელში რაღაც რკინის კოლოფი იპოვა და არ იცის, რა არის. მე კი გავიხსენე – ეს იყო სეიფი, რომელიც იმ ოჯახის მამამ გააკეთა ძვირფასეულობისა და ფულის შესანახად.
სეიფი იმ კედელში იყო, რომელიც ჩვენს ბინას ესაზღვრებოდა და როდესაც მეზობელი ხელფასს იღებდა, ჩვენ ამის შესახებ კარის გაღების ხმით ვიგებდით.
ბინების შიგნით დაყოფა შედარებიი ადრე შიგნით უზარმაზარი ოთახები იყო. ჩემი ბიძაშვილი 90-იან წლებში გათხოვდა, როდესაც თბილი ი არეულობა იყო და მან ვერ შეძლო შენობის მოძებნა იმისათვის, რომილი აღენიშნა.
მეზობელი, აც ჩემზეიდი ოთახი ჰქონდა, დამეხმარა და მითხრა, რომას შეეძლოამია, რომას შეეძლო 50-კაციანი ქორწილის გადახდამის სახლში, დანარჩენი მეზობლები კი დაგვეხმარნენ: მოიტანეს მაგიდები, სკამები, მოამზადეს საჭმელი.
სხვადასხვა ფენის ადამიანები ცხოვრობდნენ – ქარხნის მუშების ოჯახებიც ცხოვრობდნენა ამავე სახლში ცხოვრობდნენ ინტელიგენტებიც. ჩვენანი ძალიან ჰარმონიულად ცხოვრებას ვახერხებდით.
ბევრმა გააფართოვა ბინა. მე, მაგალითად, ოთახი მანსარდაში გავაკეთე და ახლა ტურისტებზე ვაქირავებ. ძველ სახლში რთულია რამის შეცვლა. მაგალითად, ბინაში ხის ჩარჩოებია და ქარს ატარებს. მაგრამ თუკი მათ გამოცვლას მოვინდომებ, ამ ჩარჩოს შეცვლის მცდელობისას, ფასადის ნაწილი ჩამოინგრევა. ეს კი უკვე ჯარიმას ითვალისწინებს ისტორიული მემკვიდრეობის დაზიანებისათვის.
მერია რესტავრაციას გვპირდება, მაგრამ მესმის, რომ ეს უზარმაზარ ხარჯებს მოითხოვს. მოპირდაპირე სახლს 4 წლის განმავლობაში არემონტებენ. შიგნით ძალიან ლამაზია, ჭერი მოხატულია. რესტავრაციის მომენტში ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. სპეციალისტები სპეციალური ჯაგრისით ასუფთავებდნენ ყველა დეტალს. ამ სახლის რესტავრაციაში ძალიან ბევრი ფული ჩაიდო და ყველაფერი ძალიან კარგად გააკეთეს.
ჩემს ბინაში კედლებზე უკვე ბზარებია და საძირკვლის გამაგრებაა საჭირო, იქ კი ვიღაცამ სარდაფში მაღაზია გააკეთა, დაამახინჯა ფასადი აბრებით და სამუშაოების წარმოება რთული იქნება.
ჩვენი ძალებით ვცდილობთ რაღაც გავარემონტოთ, მაგრამ ეს ხომ არაფერია, ჩვენ რა შეგვიძლია? აი, მეზობელი სადარბაზოს კარის გარემონტებას გვპირდება, რომელიც უკვე ძალიან რთულ მდგომარეობაშია და გვინდა, რომ კოდით იკეტებოდეს.
მას შემდეგ, რაც ორჯერ ვიყიდე ბინა ახალ სახლებში, მივხვდი, რომ აღარ მინდა. დაბალი ჭერის გამო იქ ორ წელზე მეტხანს ცხოვრება ვერ მოვახერხე. ხშირად ადამიანებს ჰყოფნით, მაგრამ მე მიჩვეული ვარ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ჭერს, როგორც ახლა ჩემს ბინაშია. დიახ, არ შემიძლია შევარჩიო ფარდები, იმიტომ რომ, ისინი ძალიან მოკლეა, მაგრამ სამაგიეროდ არ მაქვს შეგრძნება, რომ ჭერი თავზე მადევს.
და აგურიც კედელს უფრო თბილად აქცევს, ვიდრე ის მასალა, რისგანაც ახალ სახლებს აშენებენ. რაიონსაც მივეჩვიე. აქ კომფორტულად ვარ, ეს ქალაქის ცენტრია. მხოლოდ ბინაში რემონტის გაკეთება მინდა.
მაგრამ აი, ცოტა ხნის წინ ქვედა ქუჩა სრულად გაარემონტეს, თუმცა, იქ სახლები უკვე მიწაში ჩადიოდა. ასე რომ, ვფიქრობ, მალე ჩვენამდეც მოვლენ. სოლოლაკი, ტურიზმის წყალობით, მთელ თბილისს ინახავს, ამიტომ, ისინი, ალბათ, დაკავდებიან მისი რესტავრაციით.