რაში გვჭირდება ნარჩენების მართვა? ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ
რაში გვჭირდება ნარჩენების მართვა? ყველაზე მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ყოველწლიურად, დედამიწაზე ორ მილიარდ ტონაზე მეტი მხოლოდ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენი წარმოიქმნება.
2050 წლისთვის კი მათი რაოდენობა, პროგნოზის მიხედვით, 70 პროცენტით გაიზრდება. მარტივი ლოგიკაა – თუ ადამიანები არ ისწავლიან ნარჩენების მართვას, ძალიან მალე დედამიწა უბრალოდ ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაემსგავსება.
● თბილისთან ახლოს არის სოფელი, სადაც ადამიანები ფანჯრებს ვერ აღებენ ნაგვის სუნის გამო. VIDEO
● როგორ იქცა ბალნეოლოგიური კურორტი ცაიში სათბურების სოფლად. ვიდეო
● თბილისში ზონალური პარკირების სისტემა დაბრუნდა. რა უნდა ვიცოდეთ, რომ არ დავჯარიმდეთ
● თბილისელი ცოლ-ქმრის ამბავი, რომლებმაც კახეთში ნამჯის, კვერცხისა და რძისგან ორი სახლი ააშენეს
ცივილიზებულ სამყაროში უკვე აღარ ისმის კითხვა – დავახარისხოთ თუ არა „ნაგავი“. თუმცა, საქართველოში ამ მიმართულებით ადამიანებს ჯერ კიდევ ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ და ბევრმა არც იცის, რაში გვჭირდება „ნაგვის“ დახარისხება და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.
JAMnews-ი „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან“ ერთად უპასუხებს ყველაზე გავრცელებულ კითხვებს ნარჩენების მართვისა და მათი დახარისხების შესახებ:
პირველ რიგში, გავაცნობიეროთ პრობლემის მასშტაბი
კვლევები ამბობს, რომ ყოველწლიურად მსოფლიოში ორი მილიარდი ტონა კომუნალური მყარი ნარჩენები წარმოიქმნება; აქედან 45 პროცენტამდე არის ორგანული და საკვების ნარჩენები, 20 პროცენტამდე ქაღალდი და მუყაო, 15 პროცენტამდე პლასტმასის ნარჩენი.
ნარჩენების დაახლოებით 90 გიგანტურ ნაგავსაყრელებზე ხვდება, სადაც დროთა განმავლობაში იხრწნება და ლპება. ზოგიერთი მასალის სრულ დაშლას რამდენიმე ასეული წელი სჭირდება. მაგალითად, პოლიეთილენის პარკის სრულ დაშლას 100-200 წელი უნდა, ალუმინის ქილის – 500 წელი.
მთელი ეს პროცესი აბინძურებს მიწას და ოკეანეებს, კლავს ეკოსისტემებს.
დაბინძურებული ნიადაგის გამოჯანმრთელებას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
მყარი ნარჩენებით პლანეტის დაბინძურების პრობლემით უკვე შეშფოთებულები არიან არა მხოლოდ გარემოსდაცვითი ორგანიზაციები და აქტივისტები, არამედ მსხვილი კომპანიებიც.
მაგალითად, კომპანია კოკა-კოლა გეგმავს, რომ 2025 წლისთვის მთლიანად გადავიდეს გადამუშავებად შეფუთვაზე. 2030 წლიდან კი კომპანია გვპირდება, რომ შეაგროვებს და გადაამუშავებს მის მიერ წარმოებული შეფუთვის ას პროცენტს.
თანამედროვე მიდგომა, რომელმაც ნარჩენებისგან უნდა იხსნას პლანეტა, და რომელიც „კოკა-კოლას“ თავის სტრატეგიად აქვს ქცეული, ასეთია: გამოყენებული შეფუთვა „ნაგავი„ კი არა, ძვირფასი ნედლეულია, რომელსაც ახალი სიცოცხლე უნდა მივცეთ.
აბა, სად უნდა ხვდებოდეს „ნაგავი“, თუ არა ნაგავსაყრელზე?
საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ პლასტმასამ მთელი პლანეტა დაანაგვიანოს. საქმე იმაშია, რომ მყარი ნარჩენების დიდი ნაწილი შეიძლება გადამუშავდეს და ამ გადამუშავებული მასალით ახალი პროდუქტი შეიქმნას.
პლასტმასის მწარმოებლებმა და მსოფლიო ბაზარზე სხვა მსხვილმა მოთამაშეებმა უკვე აიღეს გეზი ე.წ. წრიულ ეკონომიკაზე და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე და აქტიურად ავითარებენ პოლიმერების გადამუშავების პრაქტიკას.
ამისთვის არსებობს სპეციალური საწარმოები და შემგროვებელი პუნქტები, თუმცა, მოსახლეობის მონაწილეობის გარეშე ამ საქმის წარმატებით აწყობა შეუძლებელია.
სანამ ადამიანები არ დაახარისხებენ „ნაგავს“, ნაგავსაყრელები კვლავ გამრავლდება.
რას ნიშნავს ნარჩენის მართვა და დახარისხება?
ნარჩენის მართვა და დახარისხება არის პროცესი, რომლის დროსაც ნარჩენის სხვადასხვა კონტეინერებში ნაწილდება.
ეს პროცესი იმისთვისაა აუცილებელი, რომ შემდეგ ის გადამუშავდეს, ახალ ნივთად იქცეს, არ ლპებოდეს სადმე ნაგავსაყრელზე და არ აზიანებდეს გარემოს.
მაგალითად, პლასტმასის ბოთლებისგან შეიძლება ახალი პლასტმასის ბოთლი გამოვიდეს ან საერთოდაც ფეხბურთის მოედნის საფარი ან ლამაზი, მოდური ჩანთა.
მაგრამ, იმისთვის, რომ სპეციალურმა საწარმომ გამოყენებული პლასტმასა გადაამუშაოს, ის უნდა იყოს გაცალკევებული სხვა ნარჩენებისგან. მაგალითად, კიტრის ანათალთან ან კვერცხის ნაჭუჭთან თუ იქნება შერეული – მისი დამუშავება ვერ მოხერხდება.
ამიტომ, იმ ქვეყნებში, სადაც ნარჩენების დახარისხება ხდება, სხვადასხვა ფერის ნარჩენების კონტეინერებია უზრუნველყოფილი. როგორც წესი, მწვანე კონტეინერი შუშისთვისაა – ბოთლები, გატეხილი ჭურჭელი და ასე შემდეგ; ლურჯ კონტეინერში ქაღალდს ყრიან – გაზეთებს, ჟურნალებს და სხვა ბეჭდური გამოცემებს, ყვითელში – მეტალს, შავი – ორგანული და საკვების ნარჩენებისთვისაა, წითელი – საშიში ნარჩენებისთვის (ბატარეებისთვის), გადაუმუშავებელი ნარჩენებისთვის, ნარინჯისფერში კი პლასტმასის ბოთლებისა და მათი შეფუთვისთვის.
როდესაც ნარჩენი ამგვარადაა დახარისხებული, მისი მართვა გაცილებით იოლია.
არასოდეს დამიხარისხებია ნარჩენი, რით დავიწყო?
თავიდან, შეგიძლიათ არ დაყოთ „ნაგავი“ ყველა სახის გადამუშავებად ნარჩენებად ერთდროულად (თუმცა ესეც შესაძლებელია). დასაწყისისთვის, დაიწყეთ ერთი ან ორი ტიპის დახარისხება. მაგალითად, გამოყავით რამდენიმე კონტეინერი ან სხვა სათავსო ჭურჭელი სხვადასხვა ტიპის ნარჩენებისთვის (არ შეშინდეთ, ეს არც ისე რთულია). ვთქვათ, თავდაპირველად, ცალ-ცალკე შეაგროვეთ ქაღალდი, პლასტმასი და საშიში ნარჩენები – ბატარეები, ვერცხლისწყლიანი თერმომეტრები. მუყაო და ქაღალდი შეიძლება დაკეცოთ დიდ ყუთში და სადმე სახლის კუთხეში მიდგათ. ბატარეებისთვის, სპეციალური კონტეინერი არ არის საჭირო – პატარა ყუთი ან ქილა ამ საქმისთვის საკმარისია.
უფრო რთული ამბავი პლასტმასაა. თუ სახლში ხშირად მიირთმევთ კოკა-კოლას ან სხვა გაზიან სასმელებს, გამოყავით ცალკე ურნა ამ ტიპის ნარჩენებისთვის. ჩვეულებრივ ნარჩენების ურნაში ეტევა 10-12 ცალი 0,5 ლიტრიანი ბოთლი, მაგრამ თუკი ამ ბოთლებს დაჭმუჭნით და გააბრტყელებთ, მაშინ გაცილებით მეტი ბოთლი ჩაგეტევათ და ყოველ წამს გადასაყრელი არ გექნებათ „ნაგავი“. თანაც, სწორედ ამ ფორმით არის რეკომენდებული პლასტმასის ჩაბარება – როცა ბოთლები დაჭყლეტილი იქნება, ნაგვის მანქანა გაცილებით მეტს წაიღებს ერთ ჯერზე.
ამ ყველაფრისთვის თქვენ შეგიძლიათ საერთოდ არც იყიდოთ კონტეინერები, არამედ გამოიყენოთ მრავალჯერადი გამოყენების გამძლე ჩანთები, რომლებსაც ნარჩენების შეგროვების პუნქტში მიიტანთ.
კიდევ ერთი ვარიანტია ყველა სასარგებლო და გადამუშავებადი ნარჩენის ერთ კონტეინერში/ტომარაში შეგროვება და მათი დახარისხება უკვე შეგროვების პუნქტში (სხვათა შორის, ზოგიერთი შემგროვებელი პუნქტი იღებს ყველა გამოყენებად ნარჩენს ერთ კონტეინერში).
საქართველოში შესაძლებელია ნარჩენების მართვა?
საქართველოში მუნიციპალური ნარჩენების მართვის თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო მდგომარეობაა, თუმცა სპეციალური კონტეინერები და პუნქტები, სადაც დახარისხებულ ნარჩენებს იბარებენ, უკვე ბევრგან გვხვდება. აქ არის რუკა, სადაც არის მსგავსი პუნქტები. შეგიძლიათ იპოვოთ ის, რომელიც თქვენ სახლთან უფრო ახლოა.
შეგიძლიათ გვაჩვენოთ ნივთები, რომლებიც ნარჩენების გადამუშავების შედეგად შეიქმნა?
რა თქმა უნდა. მაგალითად, გამოყენებული ალუმინის ქილისგან შეიძლება გააკეთო ახალი ალუმინის ქილა რასაც კომპანია „კოკა-კოლა“ უკვე თანდათანობით ნერგავს მთელ მსოფლიოში:
კომპანია ადიდასმა 2020 წელს მაიამიში ამერიკული ფეხბურთის მოედნის საფარი 1.8 მილიონი პლასტიკური ბოთლის გადამუშავების შედეგად შექმნა.
კიდევ ერთი მაგალითი სპორტიდან – ამსტერდამში, „იოჰან კრუიფ არენაზე“, სადაც კლუბი აიაქსი და ჰოლანდიის ნაკრები მართავენ შეხვედრებს, 2017 წელს გადამუშავებული პლასტმასისგან გაკეთებული სკამები დადგეს. 53 ათას ახალ სკამზეა საუბარი.
გადამუშავებული პლასტმასით შეიძლება გზის საფარი განაახლო. მაგალითად, ინდოეთში, სადაც ნარჩენების თვალსაზრისით განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა, ამ ტექნოლოგიას აქტიურად იყენებენ:
გადამუშავებული პლასტმასისგან, შუშისგან და სხვა მასალებისგან აკეთებენ ახალ სამშენებლო მასალებს, ავეჯს, ბალიშებს, საბნებს და ტანსაცმელსაც.
მაგალითად, მაღალი მოდის სამყაროში Gucci ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც გადამუშავებული მასალისგან ტანსაცმლის და აქსესუარების მთელი ხაზი შექმნა:
JAMnews-ის პარტნიორული მასალები:
● ორი ლიტრი წყალი დღეში? ონკანის წყალი შეიძლება? ყველა მთავარი კითხვა წყალზე და წყლის სმაზე
● კოკა-კოლა საქართველოში გარემოსდაცვით პროექტებს იწყებს
● რამდენად კარგად იცნობთ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიას? JAMnews-ის და კოკა-კოლას ტესტი