ორი ლიტრი წყალი დღეში? ონკანის წყალი შეიძლება? ყველა მთავარი კითხვა წყალზე და წყლის სმაზე
თქვენ ძალიან ხშირად გესმით ფრაზა “დალიე ბევრი წყალი”. ამას გეუბნებიან ყოველთვის – როცა დაღლილი ხართ, როცა კანი გაქვთ გამომშრალი, როცა გრიპი გაქვთ და ა.შ.
რა ხდება რეალურად? რამდენი სითხე სჭირდება ორგანიზმს? ითვლება თუ არა სითხედ ყავა და ჩაი? და შეიძლება თუ არა ონკანის წყლის დალევა?
JAMnews-მა კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთან” ერთად, რომელიც უკვე ერთი წელია ქართულ ბაზარზე სასმელი წყლის ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ბრენდით – “მთის” წყლით გამოჩნდა – გასცა პასუხი ყველაზე გავრცელებულ კითხვას სასმელ წყალზე. რაც მთავარია, აქ მოყვანილი ყველა ფაქტი მხოლოდ სამეცნიერო კვლევებს ეყრდნობა და შესაბამისი ლინკებიც ახლავს.
რამდენი წყალი უნდა დავლიოთ ყოველდღე? ორი ლიტრი, სამი?
ის, თუ რამდენი სითხე სჭირდება ორგანიზმს, ბევრ სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული – სქესზე, ასაკზე, წონაზე, დიეტაზე, ფიზიკურ დატვირთვაზე, გარემო ტემპერატურაზე და ა.შ.
ამ კითხვაზე ყველაზე სწორი პასუხია, რამდენიც გინდათ.
მთავარია, საკუთარ ორგანიზმს მოუსმინოთ – თუ მოგწყურდებათ, ნუ წაუყრუებთ ამ სურვილს, არ დაგეზაროთ (კი, ასეთებიც ხდება), ადექით და დალიეთ წყალი.
თუ მაინცდამაინც არითმეტიკა გინდათ, იგი ასეთია: აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტის გამოთვლით, მამაკაცებს დღეში 3,7 ლიტრი სითხე სჭირდებათ, ქალებს – დაახლოებით 2.7 ლიტრი.
თუმცა, აქ საუბარი არ არის მხოლოდ წყალზე სუფთა სახით. აქ შედის ზოგადად ყველანაირი სითხე. ითვლება ის წყალიც, რომელიც სხვადასხვა პროდუქტშია – საზამთროში, ვაშლში, ხორცში და ხაჭაპურშიც, კი.
რაც მეტ წყალს დავლევ, მით უკეთ ვიგრძნობ თავს?
მეცნიერული მტკიცებულება იმისა, რომ მეტი წყლის სმა თქვენს ჯანმრთელობაზე უკეთ იმოქმედებს, არ არსებობს.
არც ის არის პრობლემა, თუ მეტ სითხეს მიიღებთ, რადგან ადამიანის ორგანიზმს მარტივად შეუძლია მოაგვაროს ჭარბი წყლის პრობლემა – საშარდე გზების მეშვეობით.
თუმცა, ზომიერება დაიცავით. დღეში 15 ლიტრი წყალს თუ დალევთ, ამ რაოდენობასთან გამკლავება ორგანიზმს გაუჭირდება და, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიქმნას.
საერთოდ რომ არ დავლიო წყალი, შეიძლება? ჩაის, ყავას, კომპოტს, წვენებს, მინერალურ წყალს და ა.შ. ვსვამ ხოლმე და წყალი აუცილებელია?
კი, შეიძლება, რომ არ დალიოთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ ხილის წვენები, თუნდაც ნატურალური, არც ისე სასარგებლოა, რადგან ხილის წვენის საშუალებით ორგანიზმში ძალიან ბევრი ნახშირწყალი ხვდება, გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ ხილის ჭამის დროს.
რაც შეეხება ყავას – ითვლება, რომ დღეში 400 მილიგრამი კოფეინი (დაახლოებით 3-5 ჭიქა) უვნებელია. რომელი ყავა რამდენ კოფეინს შეიცავს, შეგიძლიათ აქ ნახოთ.
რა მოხდება, თუკი უფრო ნაკლებ სითხეს მივიღებ, ვიდრე დავკარგავ?
არის რისკი, რომ იგრძნოთ დაღლილობა, თავბრუსხვევა, გაგიფუჭდეთ ხასიათი – ეს ყველაფერი გაუწყლოების სიმპტომებია. ცხადია, აქ საუბარია ძალიან უმნიშვნელო დისბალანსზე წყლის მოხმარებაში. წყლის ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი დეფიციტი კი (მაგალითად, დიარეის დროს), სერიოზული საფრთხეა თქვენი ორგანიზმისთვის.
ავად როცა ვარ, მაშინ ბევრი წყალი უნდა დავლიო?
დიახ. თუ გაქვთ სიცხე, ღებინება და/ან დიარეა, მაშინ მართლაც უნდა დალიოთ მეტი სითხე, რადგან მეტ სითხეს კარგავთ.
თუმცა ძლიერი ფაღარათისა და ღებინების დროს ჯობია მხოლოდ წყლის იმედზე არ იყოთ და სპეციალური ხსნარები ან მინიმუმ მინერალური წყალი დალიოთ, რადგან სითხესთან ერთად ადამიანი ელექტროლიტებსაც კარგავს.
და სულ თუ მწყურია, ამაზე უნდა ვინერვიულო?
ყოველთვის არა. ამას შეიძლება მრავალი მიზეზი ჰქონდეს. მაგალითად, მარილიანი საჭმელი ჭამეთ ან ცხარე, ან ფიზიკური დატვირთვა გაიზარდა ან გარეთ +40-ია.
თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც მუდმივი წყურვილის გრძნობა საყურადღებოა. ის შეიძლება, მაგალითად, დიაბეტის სიმპტომი იყოს.
ამბობენ, რომ საჭმლისთვის სითხის დაყოლება არ შეიძლება. Ეს მართალია?
არ არის მართალი. პირიქით. ექიმები მიიჩნევენ, რომ წყალი ეხმარება საჭმლის მონელებას, შლის საკვებს და შედეგად, ორგანიზმი უკეთ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს.
ჩემმა ფიტნეს-ინსტრუქტორმა მითხრა, რომ ვარჯიშის დროს უმჯობესია წყალი არ დავლიო. ასეა?
არ არის ასე. დეჰიდრატაცია, სულ მცირე, აფერხებს ფიზიკური აქტივობის უნარს ანუ ვარჯიში გაგიჭირდებათ.
სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეგიის რჩევაა, ადამიანმა სითხის დანაკარგის შესავსებად წყალი დალიოს ვარჯიშის დაწყებამდე, ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდეგაც.
ხოლო, თუ ერთ საათზე მეტხანს ვარჯიშობთ, მაშინ საერთოდაც უმჯობესია აირჩიოთ სპორტული სასმელი, რომელიც 6-8 პროცენტ ნახშირწყლებს შეიცავს.
აქაც ზომიერებაა აუცილებელი. თანამედროვე სპორტსმენები გაუწყლოების შიშით ხშირად ძალიან ჭარბი რაოდენობის სითხეს იღებენ, რის გამოც წყლით ინტოქსიკაცია ემართებათ. თუ ძალიან, ძალიან ბევრ წყალს დალევთ, შეიძლება სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობამდე, ჰიპონატრემიამდე მიხვიდეთ.
და ნაბახუსევზე ბევრი სითხე ხომ მიშველის?
გარკვეულწილად. სამწუხაროდ, ნაბახუსევის სიმპტომების სამკურნალო საშუალება ჯერ კიდევ არ არის გამოგონილი. ჯერჯერობით, საუკეთესო საშუალება, რასაც ექიმები გვირჩევენ, არის დასვენება, მსუბუქი საკვები, ტკივილგამაყუჩებლის (არა პარაცეტამოლი) აბი და ბევრი სითხე.
რომელი წყალი დავლიოთ – პირდაპირ ონკანიდან, გადადუღებული, გაფილტრული თუ ბოთლებში?
სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ დაწესებული საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
ონკანის წყალი შეიძლება განსხვავებული იყოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თბილისში სასმელი წყალი აკმაყოფილებს სტანდარტებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დედაქალაქში ონკანიდან წყლის დალევა ყოველთვის და ყველგან უსაფრთხოა.
წყლის სათავე ნაგებობებიდან წყალი სუფთა და უვნებელი გამოდის, თუმცა გზად, ჩვენს ონკანამდე, გაივლის საკმაოდ მოძველებულ მილებს, რამაც წყლის შემადგენლობა შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, დაემატოს ჟანგი ან საშიში მეტალები.
მექანიკური მინარევებისგან წყლის გასუფთავების ყველაზე მარტივი, თუმცა არც ისე სანდო საშუალებაა წყლის ცოტა ხნით დაყენება და სასმელად ნადგომი წყლის გამოყენება.
რაც შეეხება წყლის გადადუღებას – გადადუღებული წყალი პარაზიტებს და მიკრობებს კი მოსპობს, მაგრამ ქიმიურ დაბინძურებას – მძიმე მეტალებს, ნიტრატებს, პესტიციდებს, ქლორიდებს თუ დიოქსიდებს ვერ მოერევა. ამგვარი ნივთიერებებით დაბინძურებული ერთი ჭიქა წყალი ადამიანს არ მოკლავს, მაგრამ მისი რეგულარული გამოყენება, შესაძლოა, აისახოს ჯანმრთელობაზე.
თუკი, ონკანის წყალს იყენებთ და მით უმეტეს, თუ ბავშვები გყავთ, სჯობს წყლის ფილტრი შეიძინოთ. წყლის ფილტრი ყველა ამ მინარევს დიდი ალბათობით შეაკავებს.
თუმცა, ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი მაინც ხარისხიანი ბოთლის წყალია. ამიტომ, თუკი არ იცით როგორია წყლის ხარისხი, ჯობია არ დალიოთ.
ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია წყალი “მთის”, რომელსაც უკვე ერთი წელია უშვებს კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია. ახალი ბრენდი – “მთის” წყალი “კოკა-კოლამ” თავის საერთაშორისო პორტფელში შეიტანა, რაც ხაზს უსვამს ამ ბრენდის მაღალ ხარისხს.