ფეხბურთში შეუძლებელიც შესაძლებელია
თბილისი 2015
სპორტი – განსაკუთრებით კი ფეხბურთი – არაპროგნოზირებადობით გამოირჩევა. ჩემპიონთა ლიგა კი, თავის მხრივ, ამ არაპროგნოზირებადობის დიდ ნაწილს უზრუნველყოფს. ამ ტურნირის ფარგლებში სხვადასხვა დიდი და მცირე კლუბები არაერთხელ ქმნიდნენ საფეხბურთო ისტორიებს, რომლებიც ფანტასტიკის ჟანრს განეკუთვნება. სავარაუდოდ, დაპირისპირება „ბარსელონასა“ და „პსჟ“-ს შორის, რომელიც 8 მარტს გაიმართა, ყველაზე საოცარ მატჩად დარჩება კატეგორიაში Mission impossible [შეუსრულებელი მისია].
მსგავსი განცხადებებს სათანადო საფუძველიც გააჩნია. ევროპის მთვარ საკლუბო ტურნირში ჯერ არც ერთი კლუბი არ გასულა მომდევნო ეტაპზე ორმატჩიანი დაპირისპირების შემდეგ მაშინ, როდესაც პირველი მატჩი ოთხბურთიანი სხვაობით ჰქონდა წაგებული. ეს შეძლო „ბარსელონამ“, რომელიც „მეტია, ვიდრე კლუბი“.
რამდენიმე კვირის წინ „პსჟ“-მა ბარსელონა დაამარცხა ანგარიშით 4:0. დღეს ეს მარცხი ფილმის კარგად გათვლილი სცენარის ნაწილს ჰგავს. ბევრმა – მათ შორის კატალონური კლუბის ყველაზე თავდადებულმა ქომაგებმაც კი – დაკარგა იმის იმედი, რომ ჩემპიონთა ლიგის თასის ხუთგზის მფლობელი კლუბი ტურნირის მეოთხედფინალში გადავიდოდა.
ასეთი ანგარიშით (6:1) დამარცხებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფრანგული კლუბის ფეხბურთელებს ეკისრებათ, და არა მსაჯთა ბრიგადის წევრებს. უნდა ითქვას, რომ არბიტრები პერიოდულად საეჭვო და საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უნაი ემერის შეგირდები ოთხბურთიანი უპირატესობის დასაცავად გავიდნენ მინდორზე. მათ სურდათ, ერთი შესაძლებლობა მაინც გამოეყენებინათ იმ ორი, ან სამი შემთხვევიდან, რომლებიც მატჩის დროს ექნებოდათ.
და ამ მიზანს თავდასხმის ხაზის მოწინავე ფეხბურთელმა, კავანიმ მიაღწია. თუმცა, სწორედ ამით განსხვავდება დიადი კლუბი უბრალოდ კარგი კლუბისგან. დიდ გუნდს შეუძლია, მაშინაც კი უპასუხოს მოწინააღმდეგეს, როდესაც აღარავის აქვს წარმატების იმედი. იმ საღამოს ბარსელონაში რეანიმაციის კატალიზატორად ნეიმარი იქცა.
იგი იმედს არ კარგავდა. ჯერ „საჯარიმოდან“ გაიტანა გოლი, რამდენიმე წუთის შემდეგ კი თერთმეტმეტრიანი დარტყმაც წარმატებით შეასრულა და ანგარიში „გაათანაბრა“. გატანილი „პენალტის“ შემდეგ ტაბლოზე 5:1 დაფიქსირდა. ამის შემდეგ ბრაზილიელმა თავდამსხმელმა საგოლე გადაცემაც გააკეთა და თავისი წვლილი შეიტანა ბოლო, მეექვსე ბურთის გატანაში. გამარჯვების მომტანი გოლი რობერტოს ანგარიშზეა. საბოლოოდ ბარსელონამ გაიმარჯვა ანგარიშით 6:1 და ამით მორიგი დრამატული გვერდი ჩაწერა საფეხბურთო ისტორიაში. ეს კლუბი აგრძელებს გზას ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ, რომელიც უელსის დედაქალაქში, სტადიონ „მილენიუმზე“ გაიმართება.
ბარსელონას გულშემატკივრები, ალბათ, დამეთანხმებიან, რომ ეს გამარჯვება ბევრად უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ლა ლიგის 2000-2001 წლის სეზონის მატჩი „ვალენსიას“ წინააღმდეგ. ის შეხვედრაც კამპ ნოუზე გაიმართა. მაშინ, ტურნირის ბოლო, 38-ე ტურის შეხვედრაზე, რივალდოს ფანტასტიკური ჰეთთრიქის წყალობით, „ბარსელონამ“ გაიმარჯვა ანგარიშით 3:2 და ესპანეთის პირველობაში მეოთხე ადგილი დაიკავა, რამაც კლუბს „ჩემპიონთა ლიგის“ საგზური მოუტანა.
ასეთი გამარჯვებების შემდეგ გუნდები ნამდვილად იმსახურებენ ფინალში გასვლას, მაგრამ ამ მიზნამდე კიდევ დიდი გზა აქვთ გასავლელი. ბარსელონასთან ერთად მეოთხედფინალში „მადრიდის რეალი“, ბაიერნი“ და „ბორუსია“ გავიდნენ. დანარჩენი ოთხი კლუბის ვინაობა მომდევნო კვირას გაირკვევა.
ცნობარი
Comeback – საფეხბურთო ტერმინი, რომელიც ითარგმნება, როგორც „დაბრუნება“. გამოიყენება მაშინ, როდესაც გუნდი იგებს მატჩს, რომელსაც მანამდე აგებდა.
„ბარსელონას“ ხშირად მოიხსენიებენ სიტყვებით „უფრო მეტი ვიდრე კლუბი“. კატალანურად ეს ფრაზა ასე გამოითქმება: «Mes que en club». ეს სიტყვები კლუბის სლოგანს წარმოადგენს.