აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების დღეა: კენჭს იყრის 129 მამაკაცი და 8 ქალი
ფოტო:იბრაგიმ ჭკადუა
კვირას, 12 მარტს აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება.
კანდიდატები
ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის მიერ დარეგისტრირებული პარლამენტის დეპუტატობის 137 კანდიდატიდან:
[yes_list]
- 113 დეპუტატობის კანდიდატი წარმოდგენილია საინიციატივო ჯგუფების მიერ;
- 24 – პოლიტიკური პარტიების მიერ.
[/yes_list]
კანდიდატების წამოყენების უფლება 8 პარტიამ მიიღო, თუმცა ამ უფლებით მხოლოდ 4-მა პარტიამ ისარგებლა:
[yes_list]
- პატია „აინარმა“ დეპუტატობის 8 კანდიდატი წამოაყენა;
- „ამცახარა“- 7;
- „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი“- 6;
- „აფხაზეთის სახალხო ფრონტი სამართლიანობისა და განვითარებისათვის“ – 3 კანდიდატი.
[/yes_list]
კანდიდატებს შორის არიან:
[yes_list]
- ერთი ყოფილი პრეზიდენტი -ალექსანდრ ანქვაბი;
- ორი ყოფილი პრემიერ-მინისტრი – სერგეი შამბა და ლეონიდ ლაკერბაია;
- რამდენიმე ყოფილი მინისტრი: ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა; ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი რაულ ლოლუა; უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, დღეს კი გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანია; კულტურის ორი ყოფილი მინისტრი – ნუგზარ ლოგუა და ბადრა გუნბა; ფინანსთა ყოფილი მინისტრი ბესლან კუბრავა.
- 31 ჯერ ისევ მოქმედი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი;
- საქალაქო და რაიონული ადმინისტრაციების რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის – სოხუმის ყოფილი მერი ალიას ლაბახუა და გაგრის რაიონის ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ ქეცბა.
[/yes_list]
მეექვსე მოწვევის პარლამენტში კენჭს იყრის 8 ქალი და 129 მამაკაცი.
სადეპუტატო მანდატების პრედენდენტთა ეროვნული შემადგენლობა ასეთია:
[yes_list]
- 129 აფხაზი,
- 8 სომეხი
- 1 რუსი.
[/yes_list]
ყველაზე ახლგაზრდა კანდიდატი (საიდ აჯიბა) – 26 წლისაა, ყველაზე უფროსი (ვალერი კვარჩია) – 71 წლის.
ფინანსები
საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 15 მილიონი რუბლია (დაახლოებით $254,000) გამოყოფილი.
წინასაარჩევნო პერიოდის პრობლემები
აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის თვმჯდომარემ თამაზ გოგიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კანდიდატებს ერთმანეთისადმი მრავალი პრეტენზია ჰქონდათ, მაგრამ ოფიციალურად ცოტა საჩივარია შესული.
„ხშირ შემთხვევაში, საჩივარი ზეპირი სახით შემოდის. ბევრს არ სურს ოფიციალურად, წერილობით შემოიტანოს საჩივარი, ჭორებზე კი რეგირების მოხდენა არ შეგვიძლია. ოფიციალურად შემოვიდა 6 საჩივარი, თუმცა საბოლოოდ 4 მათგანზე უარი თქვეს“, – თქვა გოგიამ.
თამაზ გოგია წინასაარჩევნო პერიოდის მთავარ პრობლემად ამომრჩეველთა სიებს მიიჩნევს. კანონის მიხედვით, ამომრჩეველთა სიები ყველა უბანზე ხმის მიცემამდე ათი დღით ადრე უნდა იყოს გამოქვეყნებული. „არის შემთხვევები, როდესაც ბევრს არ ესმის და არ ეთანხმებიან კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე დამატებითი სიების გამოქვეყნებას. სიტუაცია ყოველდღიურად იცვლება: ვიღაც გარდაიცვალა, ვიღაცას არჩევნების წინა დღეს შეუსრულდა 18 წელი, და ა.შ.“