აზერბაიჯანში ოფიციალურად სულ 73 დევნილია დარეგისტრირებული
2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აზერბაიჯანის მიგრაციის სახელმწიფო სამსახურში დარეგისტრირებულია 73 უცხოელი, რომლებსაც დევნილის სტატუსი მიენიჭათ. ამის შესახებ წერია მილი მეჯლისისთვის მთავრობის მიერ წარდგენილ ანგარიშში. გარდა ამისა, მუდმივი ბინადრობის ნებართვა აქვს 10559 ადამიანს, ხოლო დროებითი ბინადრობის უფლებით სარგებლობს სხვა ქვეყნების 37752 მოქალქე.
სტატისტიკურ მონაცემებში ტრადიციულად არ არიან შეყვანილები სომხეთიდან დევნილები. ყველა მათგანმა, დიდ ხანია, მიიღო აზერბაიჯანული პასპორტი, მაგრამ ამის მიუხედავად, აზერბაიჯანში ძალადობით გადმოსახლებიდან 25 წლის შემდეგ მაინც დევნილებად მიიჩნევიან, და დევნილებისთვის გათვალისწინებული ყველა შეღავათით სარგებლობენ.
ანგარიშს პრემიერ მინისტრი არტურ რასი-ზადე 17 მარტს მილი მეჯლისის სხდომაზე წარადგენს.
პარლამენტში არაერთხელ დამდგარა სომხეთიდან დევნილებისთვის სოციალური შეღავათების შენარჩუნების მიზანშეწონილობის საკითხი. ბოლოს, გასული წლის დეკემბერში დეპუტატმა ჩინგიზ განიზადემ წინადადება წამოაყენა, რომ სომხეთიდან გადმოსახლებულები დევნილებად აღარ მიეჩნიათ. „25 წლის განმავლობაში დევნილთა და იძულებით გადასახლებულ პირთა უმეტესობის საბინაო პრობლემა გადაჭრილია“, – თქვა განიზადემ. თუმცა, პარლამენტმა ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.
სომხეთიდან დევნილების რაოდენობის შესახებ აქამდე არ არსებობს ერთიანი აზრი. ტრადიციულად, აზერბაიჯანის ხელისუფლება ასახელებს „მილიონზე მეტი დევნილი და იძულებით გადასახლებული (მთიანი ყარაბაღიდნ და მიმდებარე ტერიტორიებიდან)“. ამ რიცხვში იგულისხმება საკუთრივ სომხეთიდან 250 დევნილიც.
თუმცა, დევნილთა საკითხების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე ალი ჰასნოვი მიიჩნევს, რომ დევნილთა და იძულებით გადასხლებულ პირთა საერთო რაოდენობა, ერთი მილიონი კი არა“ , ერთი მილიონ 200 ათასი ადამიანია“.
ჰასანოვს მიაჩნია, რომ რიცხვი – 1 მილიონი – ეს 1992-1993 წლების სტატისტიკაა. 20 წლის განმავლობაში კი ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივმა მატებამ შეადგინა 100:1, რაც იმას ნიშნავს, რომ დევნილთა და იძულებით გადასახლებულ პირთა რაოდენობამაც მოიმატა: „ყოველწლიურად 10 ათასი ადამიანის მატებით ამ რიცხვმა 1 მილიონ 200 ათას-ს მიაღწია. ესე იგი, 9-მილიონიანი მოსახლეობის 1 მილიონ 200 ათასი ადამიანი – დევნილი და იძულებით გადასახლებული პირია; ანუ თუკი მსოფლიოში 135 ადამიანიდან ერთია დევნილი, აზერბაიჯანში დევნილია ყოველი მე-8. ჩვენი პრობლემა ძალიან რთულია“, – უთხრა ჰასანოვმა საგენტო 1news.az-ს.
საერთაშორისო მკვლევარები აზერბაიჯანის ხელისუფლების მონაცემების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებენ. გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის შეფასებებით (UNHCR), დევნილების რაოდენობა აზერბაიჯანში დაახლოებით 200 ათას ადამიანს შეადგენს ( აქ იგულისხმება 50 ათასი „მესხეთელი თურქიც“, რომლებიც უზბეკეთიდან აზერბაიჯანში 1991 წელს გადასახლდნენ).
ეს რიცხვი ბრიტანელი ჟურნალისტის თომას ვაალის დასკვნებს ემთხვევა.
„აზერბაიჯანის მოსახლეობაში გადსახლებული პირების საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 750 ათას ადამიანს, რაც არსებითად ნაკლებია „ერთ მილიონზე“, რომლითაც მუდმივად ოპერირებდა პრეზიდენტი ალიევი. თუმცა, ეს მაინც შთამბეჭდავი რაოდენობაა. მასში შედის 186 ათასი აზერბაიჯანელი, 18 ათასი ქურთი-მუსლიმი და 3, 5 ათასი რუსი, რომ ლებიც 1988-1989 წლებში გადავიდნენ სომხეთიდან აზერბაიჯანში“, – წერს დე ვაალი წიგნში „შავი ბაღი“.