რას ნიშნავს პასუხისმგებლიანი აზარტული თამაში?
როგორ და რატომ ცვლის თამაშის წესებს „ევროპაბეთი“? აზარტული თამაშების ევროპული კონცეფცია ქართულ ბაზარზე
აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, ბოლო დროს ხშირად ისმის ტერმინი „პასუხისმგებლიანი თამაში“.
რას ნიშნავს „პასუხისმგებლიანი თამაში“ როდესაც საქმე ეხება გემბლინგს? რატომ გახდა ის წამყვანი ევროპული კომპანიების მთავარი ტრენდი?
რამდენად ეფექტურია თავად სათამაშო ინდუსტრიის ჩართულობა ლუდომანიასთან ბრძოლაში და როგორი რეკლამა უნდა ჰქონდეს აზარტული თამაშების პასუხისმგებლიან კომპანიას?
ამ კითხვებს ვპასუხობთ „ევროპაბეთთან“, საქართველოში პირველ და ჯერჯერობით ერთადერთ კომპანიასთან ერთად, რომელმაც „პასუხისმგებლიანი თამაშის“ წესები დანერგა.
რას ნიშნავს ტერმინი „პასუხისმგებლიანი თამაში“?
„პასუხისმგებლიანი თამაში“ ეს არის აზარტული თამაშების ევროპულ ინდუსტრიაში ბოლო დროს ფართოდ გავრცელებული თანამედროვე კონცეფცია, რომელიც სათამაშო ბიზნესს განსაკუთრებულ წესებს, მაღალ სტანდარტებს და მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ თვითრეგულაციებს უწესებს.
„პასუხისმგებლიანი თამაშის“ პოლიტიკის მიზანია დაიცვას მომხმარებლები აზარტული თამაშების პოტენციური ნეგატიური შედეგებისგან.
აზარტული თამაშების კომპანია, რომელიც „პასუხისმგებლიანი თამაშის“ პრინციპებს ირჩევს, თავის კლიენტებს და პოტენციურ მომხმარებლებს უგზავნის ასეთ მესიჯს – აზარტული თამაშები ეს არის გართობა და დროის სასიამოვნოდ გატარების საშუალება და არავითარ შემთხვევაში შემოსავლის წყარო.
ადამიანმა, რომელიც თამაშობს, უნდა დახარჯოს მხოლოდ ის თანხა, რომელიც არ აისახება მისი ცხოვრების ხარისხზე; რომელიც არ შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს მას და მის ოჯახს. ეს თანხა უნდა იყოს იმ რაოდენობის, რომელსაც იგი გართობაზე დახარჯავდა.
რაში სჭირდებათ თავად კომპანიებს „პასუხისმგებლიანი თამაშის“ პოლიტიკის დანერგვა?
„პასუხისმგებლიანი თამაშის“ წესების დანერგვის სათავეში დგანან ინდუსტრიის ლიდერები, რომლებიც ზრუნავენ თავიანთ რეპუტაციასა და სუფთა სახელზე და შესაბამისად, არ კმაყოფილდებიან მხოლოდ იმ შეზღუდვებით, რომელსაც ინდუსტრიას სახელმწიფო უწესებს.
ეს კომპანიები თავად გამოდიან სხვადასხვა სოციალური ინიციატივით, მაგალითად, აქტიურად ებრძვიან ლუდომანიას და ეხმარებიან ლუდომანებს ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციაში; ასპონსორებენ სპორტს, ჯანსაღი ცხოვრების წესს, მონაწილეობენ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნაში; იცავენ მოწყვლად მოთამაშეებსა და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ აზარტულ თამაშებში არასრულწლოვანთა ჩართულობის წინააღმდეგ, აქვთ ეთიკური, პასუხისმგებლიანი და არააგრესიული მარკეტინგი.
ევროპაში აზარტული თამაშების ყველა ლიდერი კომპანია იცავს ამ პრინციპს, რადგან სოციალურ პასუხისმგებლობას რომ თავი დავანებოთ, ეს პირდაპირ აისახება კომპანიების რეპუტაციაზე.
საქართველოში ამ მიმართულებით ლიდერია „ევროპაბეთი“, რომელმაც „პასუხისმგებლიანი თამაშის“ პოლიტიკა 2019 წლის ბოლოდან დაგეგმა და უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია ამ მიმართულებით კონკრეტულ პროექტებს ახორციელებს.
ეს კომპანია, რომელიც საქართველოში საერთაშორისო ბრენდის – ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელია ამბობს, რომ ქართულ სათამაშო ინდუსტრიაში თამაშის ახალი წესები შემოიტანა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 2020 წელს მათი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სოციალური პასუხისმგებლობა იქნება და ამ საქმისთვის 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.
პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ – ეს სამი მიმართულებაა, რომელზეც კომპანია მუშაობს და უკვე 2020 წლის პირველი 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს.
„პასუხისმგებლიანი თამაშის“ კამპანიის ფარგლებში ვებგვერდი responsible.ge ამოქმედდა, სადაც დეტალურადაა აღწერილი ყველა ის ტექნოლოგია თუ მეთოდი, რომლითაც “ევროპაბეთის” მომხმარებლები ისარგებლებენ.
გარე რეკლამა გაქრა, შეიზღუდა რეკლამა ინტერნეტში
2019 წლის ბოლოდან „ევროპაბეთმა“ ახალი კონცეფცია შეიმუშავა და რეკლამის პოლიტიკა მთლიანად შეცვალა.
დეკემბერში ქუჩებიდან გაქრა „ევროპაბეთის“ სარეკლამო ბანერები.
2020 წლის დასაწყისიდან კი, ასევე თვითრეგულაციის ფარგლებში, ასაკობრივი შეზღუდვა დაუწესდა ინტერნეტ-რეკალამას – სრულწლოვანებას მიუღწეველი პირებისთვის „ევროპაბეთმა“ რეკლამა გამორთო.
ამ მაგალითს მალე აზარტული თამაშების სხვა კომპანიებმა მიბაძეს – 2020 წლის მარტიდან, საქართველოში აზარტული თამაშების ყველანაირი გარე რეკლამა ჩამოხსნეს.
როგორც „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი, ლაშა გოგუა განმარტავს, გარე რეკლამის ჩამოხსნით კომპანიამ საკმაოდ დიდი აუდიტორიის მოცვაზე თქვა უარი.
„თუმცა, ჩვენ ავირჩიეთ პასუხისმგებლიანი მიდგომა, რომელიც სწორედ ასეთ დაბრკოლებებზე გააზრებულ თანხმობას გულისხმობს,“ – აღნიშნა მან.
კომპანიაში ამბობენ, რომ გარე რეკლამაში დაზოგილი თანხას „ევროპაბეთი“ სპორტის განვითარებასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობას მოახმარს.
„ევროპაბეთი“ შვედური კომპანიის Betsson Group-ის შვილობილია საქართველოში, შესაბამისად, თამაშის წესებიც „შვედურია“ – არააგრესიული მარკეტინგი, ზოგიერთ პლატფორმაზე კი რეკლამის სრული შეზღუდვაა.
„პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფციის ეს პუნქტი “ევროპაბეთმა” საქართველოში უკვე სრულად შეასრულა,“ – ამბობს ბეთსონ ჯგუფის კომერციული დირექტორი, რონ ჰერტვიგი.
მისი თქმით, შვედური კომპანია მსოფლიოს ათ ქვეყანაში მუშაობს, შესაბამისად, უწევს მოერგოს ათ განსხვავებულ ბაზარსა და კულტურას.
„თუმცა, პასუხისმგებლიანი თამაშის კონცეფცია ყველა ქვეყანაში მოქმედებს, რადგან ეს კომპანიის რეპუტაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ჰერტვიგი.
„დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?“
თებერვალში „ევროპაბეთის“ მომხმარებლებს ვებ-გვერდზე სიახლე დახვდათ.
თამაშის დაწყებიდან ორ საათში, მოთამაშის ეკრანზე პოპ-აპ ბანერი ჩნდება კითხვით – „დარწმუნებული ხართ, რომ თამაშის გაგრძელება გსურთ?“
გარდა ამისა, ბანერზე გაანალიზებულია, თუ რა მოხდა ამ ორ საათში – რამდენი მოიგო ან რამდენი წააგო მოთამაშემ. დროისა და მოგება-წაგების ბალანსი მოთამაშეს შეახსენებს, რომ უკვე დიდი ხანია თამაშობს და სთხოვს დაფიქრდეს, სურს თუ არა თამაშის გაგრძელება.
ჭკვიანი ალგორითმი, რომელსაც „დროის კონტროლი“ ჰქვია, კიდევ ერთხელ შეახსენებს ეკრანთან მჯდომ ადამიანს, რომ აზარტული თამაშების უმთავრეს პრინციპია– „ითამაშე მხოლოდ სიამოვნებისთვის“.
დახმარება ლუდომანებს
„კამარა“ იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც „ევროპაბეთის“ „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კამპანიის პარტნიორი გახდა.
„ევროპაბეთთან“ თანამშრომლობის ფარგლებში, „კამარა“ კომპლექსურ ფსიქოთერაპიულ კურსებს უტარებს ლუდომანიით დაავადებულ ადამიანებს. ამ კურსების საფასურს „ევროპაბეთი“ იხდის.
“ჩვენ პაციენტებს სპეციალური მეთოდით, დამოკიდებულებათა დაავადებების მკურნალობის კუთხით ვუდგებით, რომელიც ამერიკელ პროფესორს, ფსიქიატრიის ვარსკვლავს, ანათინა მიშერს, ეკუთვნის. ამ მეთოდით კამარა უკვე ათი წელია, რაც მუშაობს და ის იდეალურადაა ადაპტირებული ქართულ რეალობასთან”, — აღნიშნავს კამარას ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, რომელიც ევროპაბეთის ამ მასშტაბურ კამპანიას მიესალმება და დადებითად აფასებს.
ექვსი თვის განმავლობაში ფსიქოთერაპიის 5760 საათი ჩატარდა. მაგალითისთვის, მხოლოდ ორ დღეში ასეთ კურსზე 40-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა.
ივლისში „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კამპანიის დაფინანსებით ფსიქორეაბილიტაციის ახალი ცენტრი – „მენტალ ჰაბი“ გაიხსნა. ამ ცენტრის ძირითადი ბენეფიციარებიც ასევე ლუდომანიით დაავადებულები არიან.
გარდა ამისა, „ევროპაბეთის“ დაფინანსებით, აქ უფასოდ გაუწევენ ფსოქო-სოციალურ დახმარებას იმ სამედიცინო პერსონალს, რომლებიც covid-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან მუშაობს და უკვე თვეებია სტრესსა და რთულ სამუშაო პირობებში იმყოფება.
სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა
2020 წლის პირველ კვარტალში Responsible.ge მემორანდუმი გააფორმა ჭადრაკის, შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა, სპორტული ნარდისა და უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან. ეს სპორტის ის სახეობებია, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ.
შედეგად, მაგალითად, ჭადრაკის ფედერაციამ 20-ზე მეტი ტურნირი გამართა; 15 პროცენტით გაიზარდა ამავე ფედერაციის თანამშრომელთა ხელფასი და ასევე საპრიზო ფონდი.
სპორტული ნარდის ფედერაციამ ტურნირები ციფრულ სივრცეში გადატანა – ეს მანამდე უსახსრობის გამო ვერ ხერხდებოდა.
უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციამ „ევროპაბეთის“ სპონსორობით კიევის საერთაშორისო ტურნირზე გაუშვა 17 ქართველი სთრონგმენი, რომლებიც იქედან სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედლით დაბრუნდნენ.
შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა ფედერაციის მიერ „ევროპაბეთის“ ხელშეწყობით მომზადებულ ქართველ სპორტსმენს ვაჟა წიპტაურს კი, რომელიც მალე საერთაშორისო შეჯიბრებებში მიიღებს მონაწილეობას, ამ სპორტის ექსპერტები დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
სპორტის გარდა Responsible.ge-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთა მხარდაჭერაც.
ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა
COVID-19-მა სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა ქართული ბიზნესი, უმეტესად პატარა კომპანიები, რომლებსაც დიდი რესურსები არ აქვთ.
„ევროპაბეთი“ 30-მდე ბიზნესს ციფრული რეკლამით დაეხმარა.
კომპანიამ ციფრული რეკლამით დაინტერესებულ ბიზნესს სარეკლამო სივრცე POP მედიაში უფასოდ დაუთმო. ამ პროექტში ჩართული ბიზნესის რეკლამა მომხმარებელმა ერთი თვის განმავლობაში მილიონჯერ ნახა.
2020 წელს „ევროპაბეთმა“ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებზე.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „პასუხისმგებლიანი თამაშის“ კამპანია ჯერ მხოლოდ იწყება და მომავალში კიდევ უფრო მასშტაბურად გაგრძელდება.