გაუკეთებენ რემონტს?
აფხაზეთში პური გაძვირდა. ერთი შეხედვით _ არცთუ ბევრად (ფასმა სულ რაღაც 20 რუბლით მოიმატა, რაც დაახლოებით 30 ცენტს შეესაბამება), მაგრამ აფხაზეთში ზოგისთვის ეს უბრალოდ სფულეში ჩაყრილი ხურდა ფული არ არის.
ვალენტინა მატიუხა ძალიან გასაგებად გვიხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის პურის გაძვირება.’ ახლა არჩევანის წინაშე ვარ _ პური ვიყიდო, თუ რაიმე სხვა’, _ ამბობს პენსიონერი ვალენტინა მატიუხა.
ვალენტინა მატიუხა 84 წლისაა და „შეძლებულების“ კატეგორიას მიეკუთვნება. მას აფხაზური პასპორტიც აქვს და_ რუსულიცდა შესაბამისად, ორივე ქვეყნიდან იღებს პენსიას, რაც ერთად 11,500 რუბლი [დაახლოებით $170] გამოდის თვეში.
გარდა ამისა,ვალენტინა მატიუხა ‘ბლოკადაგამოვლილი’ ადამიანია.ის მეორე მსოფლიო ომის დროს ლენინგრადის ბლოკადაში მოჰყვა; მაშინ მოზარდი იყო. „ზამთარში სახლიდან გამოვდიოდით და გაყინულ მორებზე ვსხდებოდით. როდესაც დათბა და თოვლი დადნა,დავინახეთ,რომ თურმე,მორებზე კი არა,გაყინულ გვამებზე ვმსხდარვართ.
ასეთი წარსულის გამო, რუსეთის ხელისუფლება მას ყოველთვიურად დამატებით 500 რუბლს [$7] აძლევს. სხვათა შორის ეს შემწეობა საშემოსავლო გადასახადით იბეგრება.
ამ დაბეგვრით ჩამოჭრილი დაკავებული თანხა ზუსტად იმდენი გამოდის, რაც გაძვირებული პურის საყიდლად აკლდება პენსიონერს. ამდენად, ობიექტური თვალსაზრისით, შესაძლოა, არც ისე ბევრია, მაგრამ ღარიბი ადამიანისთვის ეს ფული არსებითი მნიშვნელობისაა.
სამომხმარებლო კალათა აფხაზეთში იმდენად მცირეა, რომ მისი საშუალებით მოქალაქის მხოლოდ ფიზიკური არსებობის უზრუნველყოფა შეიძლება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ყველა სოციალური სტანდარტი სწორედ ამ მაჩვენებლის მიხედვით გამოითვლება. სამომხმარებლო მინიმუმში შედის კომბოსტო, კარტოფილი, ლობიო და მარცვლეული ( განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმინდი, რომლისგანაც ღომს ამზადებენ).
‘მხოლოდ აუცილებელი რაცაა, იმას ვყიდულობ _ ფქვილს, პურს, მაკარონს, კარტოფილს… ზოგჯერ ქათამსაც ვყიდულობ და კოტლეტს ვამზადებ ხოლმე’, _ ამბობს ვალენტინა გეორგიევნა.
თანხის ნაწილით ელექტროენერგიის ფასს იხდის; თუმცა, ვალენტინა მატიუხას შემოსავლი ძირითადად მაინც წამლებისა და პროდუქტების შეძენაზე იხარჯება. სხვა მოთხოვნილება არც აქვს. გარეთ არ გადის. საყიდლებზე კი ნაცნობები და მეზობლები ეგზავნებიან. ამიტომაც, ასე თუ ისე, მაინც ჰყოფნის პენსია.
აფხაზეთში პენსიონერებისთვის ერთგვარი შეღავათებია დაწესებული. ისინი ელექტროენერგიის ღირებულების მხოლოდ ნახევარს იხდიან. მათთვის განახევრებულია, ასევე, ბინის გადასახადიც (დაწესებული 1200 რუბლის [დაახლოებით $17] ნახევარს იხდიან მხოლოდ). ამას გარდა, არსებობს ერთი საშეღავათო აფთიაქიც, სადაც ზოგიერთ წამალს უფასოდ აძლევენ, ზოგიერთს კი _ დაბალ ფასად.
დიდი ძალისხმევის შემდეგ შეიძლება დაარწმუნოთ ადგილობრივი ხელისუფლება, რომ რომელიმე პენსიონერის ძველი, უვარგისი ფანჯრები უნდა გამოიცვალოს. გასულ წელს ქალაქის ადმინისტრაციამ ახალი ფანჯრები დაუყენა.’მპირდებიან, რომ ოთახის რემონტსაც დაასრულებენ. საყოფაცხოვრებო საქმეების სამმართველოს ხელმძღვანელი თვითონ იყო მოსული და შეამოწმა, რა იყო საჭირო. მოიცადეთ, ახლავე დავურეკავ’; და მართლაც დარეკა: ’ გამარჯობა, სერგეი ვლადიმეროვიჩ, იცით, ახლა ჩემ გვერდით ჟურნალისტი ზის, რომელსაც აინტერესებს, როგორ ვცხოვრობ. ვუთხარი, რომ ოთახში რემონტის გაკეთებაში მეხმარებით. ვუთხარი, რომ უბრალოდ დიდებული ადამიანი ბრძანდებით’, _ წარმოთქვა ვალენტინა გეორგიევნამ და ყურმილი გადმომაწოდა.
– ‘იცით, სამწუხაროდ წელს არ გვაქვს საკმარისი თანხა იმისთვის, რომ სარემონტო სამუშაოები დავასრულოთ’, _ ისმის ტელეფონის ყურმილიდან მამაკაცის ხმა ,_ მაგრამ ამ საქმის დასრულებას შემდეგ წელს შევცდებით.
ვალენტინა გეორგიევნამ იმედით შემომხედა.
– რაო, რა თქვა? გამიკეთებენ რემონტს?
სიმართლის თქმამ მომიწია.
- ამჟამად აფხაზეთშიერთდროულად აფხაზურ და რუსულ პენსიას 50 ათასი ადამიანი იღებს.
- რუსული პენსია საშუალოდ 5 -6 ათასი რუბლია [ $80-მდე] თვეში.
- დაახლოებით 30 ათასი ადამიანი მხოლოდ აფხაზურ პენსიას იღებს, რომელიც თვეში 500 რუბლით განისაზღვრება [დახლოებით $7]