არტ-პროვინცია: როგორ ავითარებენ ახალგაზრდები კულტურულ ცხოვრებას აზერბაიჯანის რეგიონებში
როგორ იქმნება კრეატიული სივრცეები, რომლებიც სტერეოტოპებს ამსხვრევს
სანამ JAMnews ამ მასალას ამზადებდა, აზერბაიჯანში კარანტინის გამო ცხოვრება თითქმის გაჩერდა. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს – კორონავირუსის ეპიდემია ადრე თუ გვიან დასრულდება, ხელოვნება კი დარჩება.
პარასკევი საღამო ბაქოელი ახალგაზრდებისთვის ნიშნავს არჩევანს მრავალ ვარიანტს შორის: გლამურული ღამის კლუბებიდან დაწყებული, არტ-ჰაუს ფილმების ჩვენებით დამთავრებული. პარასკევი საღამო პროვინციელი ბიჭისთვის, ჩვეულებრივ, არჩევანია ჩაიხანასა თუ ყავახანას შორის. გოგონებს კი ხშირად არც ეს ვარიანტები აქვთ: აქ გაბატონებული მოსაზრების თანახმად, წესიერი გოგონები საღამოობით სახლში უნდა ისხდნენ.
მარტივად რომ ვთქვათ, აზერბაიჯანის რეგიონებში ახალგაზრდებს გასართობი პრაქტიკულად არ გააჩნიათ და კიდევ უფრო ნაკლები ვარიანტია შემოქმედებითი თვითრეალიზებისთვის. ამ მდგომარეობის გამოსწორება ორმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა, რომლებიც თავადაც წარმოშობით პროვინციიდან არიან.
სანამ მურადი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში გაზაფხულის მზითა და ფორტეპიანოს ბგერებით სავსე ოთახებში დარბის, ესალმება სტუმრებს და ცდილობს ელექტრიკოსი გამოიძახოს, სამხრეთ – აღმოსავლეთით იგრარი იმაზე ფიქრობს, სად იშოვოს რემონტისთვის საჭირო რამდენიმე ათასი მანათი და ადგილობრივ ხელისუფლებას როგორ მოელაპარაკოს.
რამდენიმე წლის წინ ორივე მათგანი ბაქოში ცხოვრობდა, ივენთებზე და ფესტივალებზე დადიოდა ან თავად აწყობდა მათ. შემდეგ კი ისინი თავიანთ მშობლიურ ქალაქებში დაბრუნდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ იქ უფრო საჭირონი არიან, ვიდრე დედაქალაქში.
შემოქმედებითი ბაღი
მურადი აქეთ-იქით ფრთხილად იყურება და ბოძზე Art Garden-ის სტიკერს პროკლამაციასავით აკრავს. რეკლამა არასდროს არის ზედმეტი, თუმცა განჯაში ამ ადგილს უკვე ძალიან დიდი ხანია იცნობენ.
განჯა აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქია. აქ დაახლოებით ოთხასი ათასი ადამიანი ცხოვრობს – ათჯერ ნაკლები, ვიდრე დედაქალაქში. აქ არის წითელი აგურის შენობები, თოჯინების თეატრი, რომელიც ძველ ეკლესიაშია მოწყობილი და მდინარე განჯაჩაი, რომელიც მარტის თვეში ჯერ კიდევ მშრალია.
განჯას მოსაწყენ ქალაქს ვერ უწოდებ – აქ ცხოვრება უფრო მეტად ჩქეფს, ვიდრე ქვეყნის სხვა რეგიონებში. აქ არის თანამედროვე კაფეები, რამდენიმე თეატრი, კულტურული ცენტრი, ბაქოდან გასტროლებზე არტისტებიც ჩამოდიან, ახლახანს კი გაიხსნა სავაჭრო ცენტრი კინოთეატრით.
თუმცა, ახალგაზრდებს, ვისაც თანამედროვე ხელოვნება აინტერესებთ, წასასვლელი არსად ჰქონდათ. ამიტომ, როდესაც ქალაქში ისეთი “არასტანდარტული” ადგილი გაჩნდა, როგორიც Art Garden-ია, ის მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა.
2018 წლის დასაწყისში ეს იყო უბრალოდ სარდაფი სირგძით რვა და სიგანით ექვსი მეტრი. ახლა კი Art Garden Ganja მთელ სახლს იკავებს მრავალი ოთახით, დამხმარე სთავსოებით, ვერანდითა და პატარა ბაღით.
Art Garden- ის სივრცე კაფე Xoyski-თ იწყება, რომელსაც სახელი განჯას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მკვიდრის, მე –20 საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური მოღვაწის ფატალი ხან ჰოისკის საპატივცემულოდ ეწოდა. შემოსასვლელში თავად ფატალი ხანის პორტრეტი კედელზეა გამოსახული. სხვათაშორის, ამ ქალაქში კედლების მოხატვა აკრძალულია, ამიტომ გრაფიტის ადგილობრივ მხატვრებს Art Garden ძალიან მოსწონთ.
კაფე Art Garden-ს იმის გამო შეემატა, რომ მის დამფუძნებლებს შემოსავალი სჭირდებოდათ, რომ კომუნალური გადასახადები მაინც დაფარათ. ახლა კი კაფედან მიღებული შემოსავალი არა მხოლოდ სამხატვრო სივრცის საქმიანობაში ეხმარებათ, არამედ აქედან ზოგიერთი თანამშრომლის ხელფასიც იფარება. თავად მურადი და მისი გუნდის წევრები აქედან შემოსავალს ჯერ ვერ იღებენ.
ერთ-ერთი მათგანია ბარიტა კეპეზი, ყოფილი ბუღალტერი, რომელიც სიმღერებს წერს, ცოტას ხატავს და, მისი თქმით, “30 წლის ასაკის კრიზისის ზღვარზეა”. ის ამბობს, რომ სურს სამომავლოდ Xoyski- ში ჩაატაროს ტრენინგები ყავის გამოწვასა და ხარშვაში.
კიდევ არიან მხატვარი ტაჰმინა,ისმაილი, რომელსაც უყვარს სადურგლო საქმე, მუსა, რომელსაც ანგარიშები და ბაღი აბარია. აიტენი ჟურნალისტობაზე ოცნებობს. ყველა მათგანი განჯელია, აქ დაიბადა და გაიზარდა.
Art Garden-ში მათი მოსვლის ისტორიები ერთმანეთს ძალიან ჰგავს – ”მოვიდა, დაინახა, დარჩა”. ყველა ამბობს, რომ ამან რადიკალურად შეცვალა მათი ცხოვრება, ახალი მეგობრების პოვნაში და „სახლი-სამნსახურის“ დახშული წრიდან დახსნაში დაეხმარა.
Art Garden-ში იმართება კონცერტები, სპექტაკლები, გამოფენები, არტ თერაპიის სესიები და მრავალი სხვა აქტივობები, მათ შორის თოქ შოუს მსგავსი რამ, რომლის მონაწილეებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრების გამოთქმა სხვადასხვა თემებზე.
კაფეში მდგომ ფორტეპიანოზე ვიღაც გამუდმებით უკრავს. ცალკე მყუდრეო ოთახში ტაჰმინა ხატვის გაკვეთილებს ატარებს. დაბლა, ყოფილ ავტოფარეხში ისმაილი ავეჯს და სხვა საჭირო ნივთებს ამზადებს. ახლომდებარე მიშენებაში ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფები რეპეტიციებს აწყობენ. ოთახი და ინსტრუმენტები მათთვის უფასოა, მხოლოდ რიგში უნდა ჩაეწერონ.
უხერხულობისა და სტერეოტიპების დაძლევა
თუ ყველაფერი კარგად წავა, მურადი მომავალში აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში მსგავსი ხელოვნების სივრცეების გახსნას ფიქრობს. მისი მოსაზრებით, დედაქალაქის ახალგაზრდობას ბევრად ნაკლებადაა მიტივირებული განჯელებთან შედარებით:
”ბაქოში ახალგაზრდებს ხანდახან ხუთი არჩევანი აქვთ. აქ, განჯაში, ალტერნატივა ცოტაა და ხალხი უფრო მეტადაა ერთ რამეზე “ფოკუსირებული”. და კიდევ ერთი განსხვავება ადგილობრივ ახალგაზრდობასა და ბაქოს შორის, ჩემი აზრით, არის ის, რომ განჯელები უფრო მორცხვები არიან. მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ, თითოეულს დიდხანს უნდა ესაუბრო, რომ გაარკვიო რა ინტერესები აქვს ამ ადამიანს, რით უნდა საკუთარი თავი გამოხატოს, უნდა დავეხმაროთ მას “შეერწყას” ახალ ატმოსფეროს. განჯაში მუშაობის დროს ხალხთან უფრო მჭიდრო კონტაქტის დამყარება ვისწავლე”.
ნაწილობრივ, Art Garden-მა დაეხმარა ადგილობრივ ახალგაზრდობას, ასევე ხანდაზმულებს ზოგიერთი სტერეოტიპისგან გათავოსუფლებაში, რომელიც დაკავშირებულია „ბოჰემურ ცხოვრებასთან“ (რომელიც პროვინციაში ხშირად ჩვეულებრივ გარყვნილობასთან ასოცირდება). მურადის თქმით, თავდაპირველად ბევრი ადგილობრივი ამ ადგილს ეჭვის თვალით უყურებდა, ახლა Xoyski-ში ოჯახებითაც კი დადიან.
ტაჰმინას თქმით, განჯელი ქალისთვის Art Garden-ში მოსვლა გაბედული საქციელი იყო:
”მე ყოველთვის მინდოდა საკუთარი სახელოსნოს გაკეთება და მურადმა შემომთავაზა მუშაობა იმ სარდაფში, სადაც მაშინ Art Garden იყო განთავსებული. მაშინ ჩემი მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, ცდილობდნენ ხელი შეეშალათ, მაგრამ არ დავნებდი”.
ტაჰმინა Art Garden-ს მისი ცხოვრების შემობრუნების წერტილს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ მსგავსი ადგილები რეგიონებში აუცილებელია – არამარტო გართობისთვის, არამედ იმის გამო, რომ ისინი ეხმარებიან ადამიანებს შეცვალონ თავიანთი მსოფლმხედველობა, გააფართოონ თავიანთი საზღვრები და, ზოგჯერ, საკუთარი გზა იპოვონ.
ქსელის გაბმის სირთულეები
ლენქორანი არის ზღვა, სუბტროპიკული ჰავა, ჩაის პლანტაციები და “ორ ნაბიჯში” მდებარე საზღვარი ირანთან. ქალაქის მოსახლეობა ორმოცდაათ ათასზე ცოტა მეტია. აქ არის ახალგაზრდული ცენტრი, მაგრამ ის ადგილობრივი ახალგაზრდობის ცხოვრებაში რაიმე რეალურ როლს არ თამაშობს. ლენქორანში ცხოვრების საკმაოდ მკაცრია და კონსერვატიული წესებია.
იგრარი აქ 14 წლის ასაკამდე ცხოვრობდა, შემდეგ ბაქოში თავის დეიდასთან გადავიდა, როგორც თავად ამბობს, “უკეთესი მომავლისთვის”. მას შემდეგ რაც განათლება მიიღო, ჟურნალისტიკისა და ხელოვნების სფეროში იმუშავა, იგრარი 2019 წლის ოქტომბერში ლენქორანში დაბრუნდა, ძველი მიტოვებული შენობა იქირავა, სადაც ადრე წიგნების მაღაზია იყო და მისი მდიათეკად გადაქცევა გადაწყვიტა, სახელწოდებით Tor (“ქსელი”). იგი ამბობს, რომ სურს ადგილობრივ ახალგაზრდებს მისცეს ისეთი შესაძლებლობები, რაც თავად თინეიჯერობის პერიოდში არ ჰქონდა.
მედიათეკა მოწინავე თანამედროვე ბიბლიოთეკაა, სადაც, წიგნების გარდა, ასევე არის ფილმები, მუსიკა და სხვადასხვა აპარატურა, რომ ამ ყველაფერის უყურიოთ და მოუსმინოთ.
იგრარის მიერ ჩაფიქრებულ მედიათეკაში ასევე განთავსდება კაფე, სამხატვრო სახელოსნო, მუსიკალური რეპეტიციებისა და სემინარების ოთახები, მწვანე ზონა. აქ შეგეძლებათ არა მხოლოდ წაიკითხოთ, არამედ დაკავდეთ შემოქმედებით ან თვითგანათლებით, ჩაატაროთ სხვადასხვა ღონისძიებები და, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან კავშირი დაამყაროთ.
იგრარი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში Tor ამოქმედდება როგორც სოციალური ბიზნესი. ანუ, საზოგადოებრივი სარგებლის გარდა, გარკვეულ მოგებასაც მოიტანს. თუმცა, ჯერჯერობით მხოლოდ ზარალი მოქავს – მიტოვებული შენობის თანამედროვე მედიათეკად გადაქცევას დიდი თანხა ჭირდება. საჭირო თანხის შეგროვების მიზნით იგრარმა 30 – დღიანი კრაუდფანდინგის პროექტი წამოიწყო ჰეშთეგით # yüzadamıngücü – “#ასიკაცისძალა”. მან ჩათვალა, რომ ასი ადამიანი ას-ას მანათს [დაახლოებით $ 60] გაიღებდა, ზოგი კი რემონტის დროს უშუალოდ დაეხმარებოდა. სინამდვილეში თანხა მხოლოდ თექვსმეტმა ადამიანმა გაიღო.
თუმცა ესეც, იგრარის აზრით, ცუდი დასაწყისი არ არის. ის ცდილობს ხელი არ ჩაიქნიოს, იმის მიუხედავად რომ საქმე ჯერჯერობით გაჩერებულია. გარდა ამისა, ლენქორანის წარმომადგენლებს იგრარის იდეა არ მოსწონთ თამაში და მას შენობის დაგეგმილი დაკეთების უფლებას არ აძლევენ
მაგრამ ახლომდებარე სახლების მაცხოვრებლები იგრარს მხარს უჭერენ – მათ უბანში დანგრწეული შენობა არ მოსწონთ და ურჩევნიათ, ვინმემ ეს ადგილი მოაწყოს. იგრარი, თავის მხრივ, მათ ჰპირდება, რომ მედიათეკა ძალიან ხმაურიანი არ იქნება.
იმის მიუხედავად, რომ ჯერ კიდევ არ აქვს შენობა, Tor უკვე მოქმედებს როგორც შემოქმედებითი ინიციატივა, ატარებს კულტურულ ღონისძიებებს როგორც ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის, ისე დედაქალაქიდან ჩამოსულებისთვის. მაგალითად, იანვრის ბოლოს, Art Garden -თან ერთად მათ მოაწყეს ბაქოელებისთვოს “კივი ფართი” – ერთდღიანი ტური ლენქორანში კივის პლანტაციაში.