მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა - ISSA-ს ახალი კვლევა
ISSA-ს ახალი კვლევა
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას აღიარებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (72%); ასევე, ყველა ქვეჯგუფის უმრავლესობა, “ქართული ოცნების” ამომრჩევლების გარდა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაფინანსებით საველე სამუშაოები 2025 წლის 17-29ივნისის შუალედში ჩაატარა. ორგანიზაციამ პირისპირ ინტერვიუს გზით 2 000 რესპონდენტი გამოკითხა – სამიზნე ჯგუფს საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობა წარმოადგენდა.
შერჩევის ცდომილება იყო ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით, გამოპასუხების წილი კი – 71%. რაც შეეხება შერჩევის მეთოდს – კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით.
კერძოდ: თბილისელების 83% თვლის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია, რეგიონებში – 68%, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 89%, ხოლო “ქართული ოცნების” ამომრჩევლების – 49%.

კითხვაზე, ვინ არის საქართველოში არსებულ კრიზისზე პასუხისმგებელი, მოსახლეობის უმრავლესობა ქართულ ოცნებას ასახელებს. ქართული ოცნების ამომრჩევლები კი, პოლიტიკური კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას აკისრებენ ნაციონალურ მოძრაობას და სხვა ოპოზიციურ პარტიებს.
ISSA-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია:
- „ქართული ოცნება” — ივნისი – 35.8%; მაისი – 35.2%
- „კოალიცია ცვლილებებისთვის” — ივნისი – 18%; მაისი – 17%
- „ერთიანობა – ენმ “— 16.6%; მაისი – 14.6%
- „ლელო“ – ძლიერი საქართველო — ივნისი – 9.5%; მაისი – 13.4%
- „გახარია საქართველოსთვის” — ივნისი – 10%; მაისი – 12.4%.
თბილისში “ქართულ ოცნებას” მხარს უჭერს 23%; მაისში ეს რიცხვი 24.6% იყო.
რაც შეეხება სხვებს:
- “კოალიცია ცვლილებებისთვის” — 21%;
- “ერთიანობა – ენმ “— 16.5%;
- “ლელო“ – ძლიერი საქართველო” — 10.6%;
- “გახარია საქართველოსთვის” — 15.7%.

კითხვაზე — “რომელ არხს ენდობით ყველაზე მეტად? პასუხები ასე გადანაწილდა:
- TV პირველი — 63%
- ფორმულა — 51%
- რუსთავი 2 — 50%
- იმედი — 45%
- საზოგადოებრივი მაუწყებელი — 23%

საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მომხრეა საქართველოს მოსახლეობის 55%.
კვლევის მიხედვით, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ემხრობა თბილისის (63%) და პროევროპული ოპოზიციის (88%) ამომრჩეველთა უმრავლესობა.
რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება „ქართულ ოცნების“ ამომრჩეველთა 82%.
კვლევის მიხედვით, ბოლო 2.5 წლის განმავლობაში ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის უცვლელობაზე მიუთითებს თითქმის ყველა ჯგუფის უმეტესი ნაწილი. მეორე მხრივ, თითქმის ყველა ჯგუფში, ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების მაჩვენებლები აჭარბებს გაუმჯობესების მაჩვენებლებს.
- საქართველოს, თბილისისა და რეგიონების მოსახლეობის დაახლოებით მესამედი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას უჩივის.
- პროევროპული ოპოზიციის მომრჩეველთა ჯგუფში უმრავლესობა (55%) მათი ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას აღნიშნავს.
- “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა 40%-მდე ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მიუთითებს.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ადასტურებს, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ბოლო 2 წლის ოფიციალური მონაცემები, მათი ოჯახების ეკონომიკურ ზრდაზე არ ასახულა – ამ პერიოდში ეს მდგომარეობა იგივე დარჩა ან გაუარესდა. ამასვე აღნიშნავს თბილისის, რეგიონებისა და პროევროპული ოპოზიციის ამომჩეველთა უმრავლესობა. “ქართული ოცნების” ამომრჩევლებში ყველაზე მეტია (38%) იმათი წილი, ვინც ეთანხმება, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა მათი ოჯახების ეკონომიკურ ზრდაზე აისახა.

ქვეყნის წინაშე მდგარ მნიშვნელოვან პრობლემებს შორის საქართველოს მოსახლეობაში დაწინაურებულია:
- მაღალი ფასები
- ოკუპირებული ტერიტორიები
- ემიგრაცია
- დაბალი პენსიები
- ნარკოტიკების გავრცელება
- დაბალი ხელფასები
- სიღარიბე
- უმუშევრობა და ა.შ.
თბილისელებში, დამატებით,
ხაზგასმულია: - დემოკრატიისა და ადამიანის
უფლებების შელახვა - სასამართლოს
არადამოუკიდებლობა - დასავლეთთან გაუარესებული
ურთიერთობა და ა.შ.

მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (43%) ემხრობა (არ ემხრობა 35%).
მხარდაჭრა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%).
რეგიონებში საპროეტსტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%.
“ქართული ოცნების” ამომრჩევლებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა გამოკვეთილი უმრავლესობა (75%).
კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერაა გამოხატული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლების მიმართ:
- საქართველო – 73%
- თბილისი – 79%
- რეგიონები – 70%
- პროევროპულიოპოზიციის ამომრჩევლების 92%
თვით “ქართული ოცნების” ამომრჩევლების 40% ემხრობა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას (ეწინააღმდეგება – 50%).

მზია ამაღლობელის მიმართ წაყენებულ ბრალდებას უსამართლოდ მიიჩნევს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (59%). უსამართლობის განცდა მაღალია რეგიონებშიც (54%), თუმცა, გაცილებით მაღალია თბილისელებში (70%).
საქართველოს (54%), თბილისის (66%) და, განსაკუთრებით, პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების (81%) უმრავლესობა მზია ამაღლობელს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.
რეგიონებში თითქმის მეორეს (49%) მზია ამაღლობელი პოლიტპატიმრად მიაჩნია;
“ქართული ოცნების” ამომრჩევლების 60% ფიქრობს, რომ მზია ამაღლობელს ბრალი სამართლიანად აქვს წაყენებული.
ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას პატიმრობა უსამართლოდ მიაჩნია საქართველოს მოსახლეობიდან ყოველ მეორეს (49%). თბილისელებში ეს პოზიცია აქვს უმრავლესობას (59%), ხოლო რეგიონებში – 45%-ს.
აღნიშნული პირების პატიმრობას უსამართლოდ მიიჩნევს პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების დიდი უმრავლეობა (81%).
“ქართული ოცნების” ამომრჩევლების 67%-ს დასახელებული პირების პატიმრობა სამართლიანად მიაჩნია.

საქართველოს მოსახლეობაში (55%) და ყველა სამიზნე ქვეჯგუფში (ქ/ოცნების ამომრჩევლების გარდა), უმრავლესობა მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” საგარეო კურსი რუსეთის და რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების ინტერესების გატარებას ემსახურება.
ევროკავშირში საქართველოს გაწევრების მიმართ მხარდაჭერა მაღალია საქართველოს მოსახლეობაში (83%) და ყველა სამიზნე ქვეჯგუფში; თუმცა, შედარებით დაბალი (68%)
“ქართული ოცნების” ამომრჩევლებში.
ნატოში გაწევრების მიმართ მხარდაჭერა გამოხატულია ყველა სამიზნე ჯგუფის უმრავლესობაში, ქ/ოცნების ამომრჩევლების გარდა (50% მხარს უჭერს, 39% – ეწინააღმდეგება). ოდკბ-ში გაწევრების მიმართ გამოკვეთილი მიუღებლობაა.
“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ევროკავშირში გაწევრების მოლოდინი არ აქვს:
- საქართველოს მოსახლეობაში – 46%-ს
- თბილისის მოსახლეობაში – 56%-ს
- რეგიონების მოსახლეობაში – 42%-ს
- პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში –
81%-ს
გამოკითხვა იმეორებს 2025 წლის მაისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს: ე.წ. დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის არსებობა და გავლენები არ არის დამაჯერებელი არც საქართველოს მოსახლეობის (53%), არც თბილისის მოსახლეობის (62%) და, მით უფრო, არც პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების (75%) უმრავლესობისთვის.
“დიფ სთეითის“ და გლობალური ომის პარტიის არსებობის სჯერა ყოველ მეორეს ქ/ოცნების ამომრჩევლების ჯგუფში (49%).
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს შეუჩერდება უვიზო მიმოსვლა, ყველა სამიზნე ჯგუფი, “ქართული ოცნების” ამომრჩევლების გარდა, ძირითად პასუხისმგებლობას აკისრებს “ქართულ ოცნებას”.
ოცნების ამომრჩევლებში პასუხისმგებლობის ძირითადი ტვირთი გადატანილია ოპოზიციაზე.

საქართველოს (47%) და რეგიონების (49%) მოსახლეობაში უფრო დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საქართველოს თავიდან ააცილა რუსეთთან საომარი მოქმედებების დაწყება.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა ყველაზე მეტად აქვთ ქართული ოცნების/ხალხის ძალის ამომრჩევლებს (70%-მდე). არც ერთი ოპოზიციური ძალის ამომრჩეველთა ის ნაწილი, ვინც დადასტურებულად აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, არ შეადგენს უმრავლესობას.
ოპოზიციური ძალების ამომრჩევლებს შორის, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მაღალი მზაობა ყველაზე მეტად აქვთ “გახარია – საქართველოსთვის ამომრჩევლებს” (47%), ხოლო ხოლო ყველაზე ნაკლებად – “კოალიცია ცვლილებებისთვის” ამომრჩევლებს (25%).

საქართველოს მოსახლეობაში კეთილგანწყობის შედარებით მაღალი ხარისხით გამოირჩევიან:
- კახა კალაძე (28%)
- სალომე ზურაბიშვილი (27%)
- ირაკლი კობახიძე (26%)
- ნიკა მელია (25%)
- ბიძინა ივანიშვილი (25%)
- ნიკა გვარამია (24%)
თბილისში იმატებს ოპოზიციის მეტნაკლებად რეიტინგული წარმომადგენლების მიმართ კეთილგანწყობის ხარისხი, ხოლო რეგიონებში მეტია კეთილგანწყობა ოცნების წარმომადგენლების მიმართ.
